სოფლის მსხვილი ჟოლო ადგილობრივი ბავშვების საოცნებო ტკბილეულია. როგორ მოვიყვანოთ ჟოლოს დიდი, უხვი ბუჩქი? ნუთუ ყველაფერი კლიმატზეა დამოკიდებული? იქნებ მცენარის სახეობაა მნიშვნელოვანი? 100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი მოვლაა! Paparazzi.ge-ის რედაქცია კი გეტყვით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად.
ჟოლოს მსხვილი ნაყოფი
როცა 6 წლის ხარ და ბებიასთან ცხოვრობ სოფელში, ყოველი დღე თავგადასავლად იქცევა ხოლმე. აი, წარმოიდგინეთ უზარმაზარი ხე ფუღუროთი, ვთქვათ, ცაცხვია. რამდენი საინტერესო რამის წარმოდგენა შეუძლია ჩვენს წარმოსახვას. რა შეიძლება იმალებოდეს მასში? განძი, იდუმალი წერილი, ველური ფრინველის ბუდე?! რა საინტერესოა! რეალურად, იქ მსგავსი არაფერია. ნუ, მაქსიმუმ დიდი ბიჭების შეგდებული ბოთლები ან სხვა ნაგავი, ბავშვისთვის ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა ბაღში გადავიდეთ. იქ ყაბაყები, კვახები, კიტრი იზრდება. ზოგიერთი მათგანი გიგანტურ ზომებს აღწევს. ბავშვი ხელში დანას იღებს და ბოსტნეულში სასაცილო სახეებს ჭრის. ტელევიზორში ერთხელ დაუნახავს, რომ კვახისგან ლამაზი ფიგურების გაკეთება შეიძლება.
შემდეგ კი ადგილობრივ ბავშვებს ეცნობა. ბებია მათთან სეირნობას უშლის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებს. სახლში ჯდომა ხომ მოსაწყენი საქმიანობაა. შეგიძლიათ, მდინარეზე წახვიდეთ, ითევზაოთ, იპოვოთ სოფლის ბატების კვერცხი, ისროლოთ ქვები შურდულით.
მალე კენკრაზე ნადირობა იწყება. ალუბალი, ბალი საყვარელი ტკბილეულია. სამწუხაროა, რომ ისინი მაინცდამაინც სხვის ბაღებში იზრდება. ამიტომ, მაქსიმალურად მალულად უნდა იმოქმედოთ. ზოგიერთი მიწათმოქმედი მოჭუტული თვალებით აკვირდება, რამდენს მოკრეფენ ბავშვები. ზოგიერთი კი მათ წკეპლით დასდევს. რა თქმა უნდა, მოსაღამოებამდე უნდა დაიცადოს.
თუმცა, ჟოლოს მოსაპოვებლად მარტო უნდა წავიდეს. მრავალი ცდით დადგინდა, რომ ყველაზე გემრიელი და მსხვილი კენკრა სწორედ ბებიასთან იზრდება. ბავშვები, რა თქმა უნდა, მის ბაღშიც შეპარულან, თუმცა, ბებიას ამაზე უარი არასდროს უთქვამს.
ლამაზი, წითელი, გემრიელი და უხვი მოსავალი – მთელი ქილა გაივსო. აღმოჩნდა, რომ ბებია თვითონ ჟოლოს ბუჩქებსაც კი ურიგებდა მსურველებს. სხვათა შორის, უანაგროდ. ვინ-ვინ, გლეხის შრომა კი ფასდაუდებელია. მეზობლებს ჩუმად შურდათ და უკვირდათ, საიდან იღებდა ბებია ასეთ კარგ სახეობას, მათ ხომ ნაკლები მოსავალი ჰქონდათ.
ყველაფერი, რასაც ვყვები, ბავშვობაში გადამხდა თავს. როგორც იქნა, გავიზარდე და იმ მსხვილ-მსხვილი კენკრის საიდუმლო. თურმე, ყველაფერს სასუქი წყვეტდა. ბებიაჩემი აგროვებდა კარტოფილის ნაფცქვენებს და მდუღარე წყალს ასხამდა. ოდნავ დააყენებდა და, გაგრილების შემდეგ, ბუჩქებს ამ ნაყენით რწყავდა. ორ კვირაში ერთხელ ან რაღაც ასე. სხვათა შორის, მოცვიც ასე უნდა მოირწყას. ერთხელ ისიც დავინახე, როგორ ჩაფლა კარტოფილის დამდუღრული ნაფცქვენები მცენარეების ძირებთან. ალბათ, ესეც ეხმარებოდა უხვი მოსავლის მიღებაში. ესეც მთელი საიდუმლო.
მოგვიანებით, ბებიამ ჩემს მშობლებს ხახვის კანის, კარტოფილის ნაფცქვენებისა და კვერცხის ნაჭუჭის შენახვაც ურჩია. ყველაფერს ერთ მასად აქცევთა და ნაკვეთზე მიწას ანაყოფიერებდა. დედა დღემდე ამას აკეთებს.