მაღაზიიდან სახლში ვბრუნდებოდი. უცნობი ქალი წამომეწია და ჩემი ქმრის შესახებ სიმართლე მომახალა„

3861

ოჯახის ფსიქოლოგები ხსნიან, რომ ორ ოჯახზე ცხოვრება იწყება ღალატით. შემდეგ კი საქმე თანდათან რთულდება, სერიოზულდება, ჩნდება სრულყოფილი მეორე ოჯახი. უბედურ მამაკაცს შემდეგ უკვე უჭირს თავის გრძნობებში გარკვევა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ეს მართლაც რთულია. ამიტომაც, “ძლიერი” სქესის ბევრი წარმომადგენელი ვერასდროს ახერხებს არჩევას.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ისტორიას ქალისა, რომელმაც მრავალწლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ გაიცნო თავისი ქმარი. ახლა ვეღარც კი წარმოუდგენია, როგორი მომავალი აქვს მის ოჯახს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ყველაფერი ჩვეულებრივად, კარგადაც კი იყო.

ცხოვრება ორ ოჯახში

“14 წლის წინ ვიქორწინე. ქორწინება იმიტომ დავაჩქარეთ, რომ დავფეხმძიმდი. თუმცა, ახლა, როცა ჩვენი ურთიერთობის საწყისს ვიხსენებ, სულ უფრო მეპარება ეჭვი, რომ ჩვენი ქორწილი საერთოდ შედგებოდა, ბავშვი რომ არა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ოჯახური ცხოვრება დალაგდა. ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები აღმოვჩნდით, თუმცა, მაინც ვიპოვეთ საერთო ენა, საერთო შეხედულებები.” – წერს თამუნა.

“3 წელიწადში მეორედ დავფეხმძიმდი. დეკრეტული შვებულების დროს მითხრეს, რომ ჩემი ქმარი სხვა ქალთან ერთად დაინახეს. რა თქმა უნდა, მას პრეტენზიებით ვეცი, თუმცა, ყველაფერი უარყო. ეს ნიშანი გამოვტოვე, უბრალოდ მის სიტყვებს დავუჯერე.

თუმცა, მეორე ბავშვის დაბადებასთან ერთად, ჩვენი ურთიერთობა გაუარესდა. ქმარი ბევრს მუშაობდა, ხშირად უხანგრძლივდებოდა სამუშაო საათები, როგორც ჩანს, სახლში მოსვლას არ ჩქარობდა. ერთი მხრივ, ბავშვების აღზრდა და სახლის საქმეები მთლიანაც ჩემს კისერზე იყო, სამაგიეროდ, იგი უფრო მეტ ფულს აკეთებდა, რომ არაფერი დაგვკლებოდა.

ვცდილობდი, ცუდზე არ მეფიქრა. ბავშვებს ვუვლიდი, ვცდილობდი, მათ ლაღი ბავშვობა ჰქონოდათ, კარგად ესწავლათ. უნდა ითქვას, რომ ჩემი ძალისხმევა წყალში არ ჩაყრილა. ამიტომ, ძალიან სამართლიანად მიმაჩნდა თავი კარგ დედად და ასეთივე ცოლად. უეცრად ეს ამბავი დამატყდა თავს…

როცა სახლში ვბრუნდებოდი, უცნობი ქალი სირბილით წამომეწია. განმიცხადა, რომ იგი ჩემს ქმართან ერთად უკვე 10 წელია ცხოვრობს. რომ დაიღალა მისი ლოდინით, როდის მიმატოვებდა და მასთან სამუდამოდ გადავიდოდა. მის შვილს ხომ მამა და მისი მხარდაჭერა სჭირდებოდა. 

თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ქალს რაღაც შეეშალა. თუმცა, როცა მისი სიტყვები გავიაზრე, სწრაფად დავბრუნდი, რომ საუბარი ჩემს მეუღლეზე მიდიოდა. აგრძელებდა, რომ ჩემს ქმარს მხოლოდ ის უყვარს, მე და ჩემი შვილები კი ვეცოდებით, ამიტომაც არ გვტოვებს.

როგორ მოვიქცე?

სახლამდე ისე მივედი, თითქოს გზას ნისლში ვიკვლევდი. ვერც კი შევამჩნიე, როგორ მოვიდა სამსახურიდან ქმარი. ამჯერად უფრო ადრე მოვიდა, სამსახურში აღარ შეკავებულა. შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ სამსახურში კი არ კავდებოდა, იმ ქალთან იყო. ალბათ, არც მივლინება ჰქონია არასდროს.

გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. მე არ ვიცოდი, როგორ დამეწყო საუბარი. ეს ხომ უბრალოდ ღალატი კი არა, მთელი ოჯახია, ბავშვით. სხვა ჩემს ადგილას ნამდვილად შეამჩნევდა, იეჭვებდა, გაარკვევდა. მე კი ამდენი წელი ვიბრმავებდი თავს…

ახლა არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე. უკვე არ ვარ იმ ასაკში, რომ მეტოქეებს ვებრძოლო და რამე ვარკვიო. ქმარს რაღა ვუთხრა? მოვთხოვო, რომ თავისი ნივთები აიღოს და მოშორდეს ამ სახლიდან? თუ მე წავიდე ბავშვებთან ერთად? თუ მას არჩევა ვაიძულო? იმდენი კითხვა მაქვს, სწორ პასუხს კი ვერ ვპოულობ. იქნებ, ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი ხდება?”

ალბათ, ადრე თუ გვიან, თამუნას მოუწევს ქმართან იმაზე ლაპარაკი, რაც გაიგო. ვინ იცის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს იმ უცნობი ქალის ნათქვამი? რატომ გადაწყვიტა იმ ქალბატონმა, რომ მის შვილს მამა იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე თამუნას შვილებს? რისი იმედი ჰქონდა, როცა რომანს დაოჯახებულ ადამიანთან აბამდა?

ნებისმიერ შემთხვევაში, თამუნა ვერ მოახერხებს ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ამიტომ, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. სწორედ მან იცის, რა არის მისი ოჯახის მომავლისთვის უკეთესი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს