ერთ–ერთი სასარგებლო ჩვევა, რომლის დანერგვაც ოჯახის ყოველდღიურ რეჟიმში შევძელი (არ დავმალავ, ამით ძალიან ვამაყობ) – საუზმეზე მოხარშული კვერცხის მიღება. საღამოს ვამზადებ, რომ დრო დავზოგო. აი, როგორ მოვხარშო კვერცხი სწორად ისე, რომ სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შევინარჩუნო, ახლახანს გავიგე.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ თერმოდამუშავებისას პროდუქტი მკვებავ თვისებებს, ვიტამინებს და გემოსაც კი კარგავს. ქათმის კვერცხი გამონაკლისი არაა. კვერცხის სწორად მოსახარშად ჩვეულ მოქმედებაზე უარის თქმა მომიწია. Paparazzi გასწავლით, როგორ მოხარშოთ კვერცხი სწორად.
როგორ მოვხარშოთ კვერცხი სასაუზმოდ
კვერცხით სასარგებლო და გემრიელი საუზმე რომ მოამზადოთ, ღრმა ტაფაში ცივი წყალი ჩაასხით. მასში რამდენიმე უმი კვერცხი ჩადეთ. ძლიერ ცეცხლზე დადგით, წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. ახლა ყველაზე საინტერესო იწყება!
როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლი გამორთეთ, ხოლო ღრმა ტაფას თავსახური დაახურეთ. ასე შიგნით სითბოს შეინარჩუნებთ, რაც კვერცხს კიდევ უფრო მეტად მოხარშვის საშუალებას მისცემს. დრო დაინიშნეთ: 3 წუთში კვერცხი რბილად მოხარშული იქნება, 6 წუთში – „ჩანთაში“, 14 წუთის შემდეგ – მაგრად მოხარშული.
იდეალური საუზმე
კვერცხს ნაჭუჭი ადვილად რომ მოაშოროთ, ხარშვისას წყალს 0,5 ჩ/კ მარილი დაუმატეთ. მზა კვერცხი ცხელი წყლიდან ამოიღეთ და ცივი წყალი გადაავლეთ. როცა გაგრილდება, შეგიძლიათ გაფრცქვნათ.
ამრიგად, თუ კვერცხს მოხარშავთ არა მდუღარე წყალში, არამედ თანდათან შემცირებულ ტემპერატურაზე, მკვებავ თვისებებს და ვიტამინებს შეინარჩუნებთ. უფრო მეტიც, გემოთი კლასიკური მეთოდით მოხარშული კვერცხისგან განსხვავდება. უფრო გაჯერებული ხდება.
ამ მეთოდით კვერცხი რომ მოხარშოთ, დიდი დრო არ გჭირდებათ, თუმცა მეტად ყურადღებით ნამდვილად უნდა იყოთ. მთავარია, დუღილის მომენტი დაიჭიროთ და ცეცხლი დროულად ჩააქროთ. თქვენ საუზმობთ მოხარშული კვერცხით თუ უპირატესობას კვერცხის მომზადების სხვა ვარიანტს ანიჭებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება და შთაბეჭდილებები!