მეჩნიკოვის მაწონი დაუჯერებლად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის გაძლეირებაში გვეხმარება. ამ სტატიაში, Paparazzi.ge-ის რედაქცია გაჩვენებთ, როგორ უნდა მოამზადოთ ვიტამინებით გატენილი რძის პროდუქტი, რომლის სარგებლობაც ნობელის ცნობილმა ლაურეატმა მეცნიერულად დაამტკიცა.
მეჩნიკოვის მაწონი
ილია მეჩნიკოვი რუს-ფრანგი ბიოლოგი, იმუნოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატია. იგი დიდი ხნის განმავლობაში შეისწავლიდა სხვადასხვა ქვეყნის უხუცესებს. 100 წელს მიღწეული ყველაზე მეტი ადამიანი ბულგარეთში აღმოაჩინა. ამ მოხუც ადამიანებს მტკიცე ჯანმრთელობა ჰქონდათ და ამ ასაკშიც კი აქტიური და ამტანები იყვნენ.
მეცნიერმა “ასწლოვნების” ფენომენი ბულგარელი ხალხის კვების თავისებურებებს დაუკავშირა. საქმე ისაა, რომ ისინი მოიხმარენ რძემჟავის პროდუქტს, რომელიც ძალიან ჰგავს მაწონს, თუმცა, იგი ბულგარული ჩხირის კულტურის გამოყენებით მზადდება. ამის წყალობით, ბულგარელების მიკროფლორის მდგომარეობა, სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით, ყველაზე ოპტიმალური გახლდათ.
ზოგადად, კაცობრიობამ რძემჟავის პროდუქტის მოხმარება უძველესი დროიდან დაიწყო. ყოველ ერს აქვს სასმელებისა და კერძების მომზადების თავისეული მეთოდები. რა თქმა უნდა, მეცნიერული ცოდნებისა და დასკვნების გარეშეც კი, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ასეთი პროდუქტი ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. მეტიც, მიიჩნევდნენ, რომ იგი სიცოცხლესაც ახანგრძლივებს.
ილია მეჩნიკოვის დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ მან მეცნიერულად შეძლო რძემჟავის პროდუქტებში არსებული ბულგარული ჩხირისა და თერმოფილური სტრეპტოკოკის სარგებლიანობის დამტკიცება. სწორედ ასე დაერქვა ამ პროდუქტს “მეჩნიკოვის მაწონი”.
ამ პროდუქტის მთავარი სასარგებლო თვისებებია:
- სასარგებლო მიკროორგანიზმები ცილების ამინომჟავებად დაშლას უწყობს ხელს.
- იგი კვებავს “კარგ’ ბაქტგერიებს რძემჟავით, რომელიც რძის შაქრისგან იწარმოება.
- შესაბამისად, კნტ-ს ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი “ცუდი” ბაქტერიები ითრგუნება.
- მჟავე რძე შეიცავს B ჯგუფის, A და C ვიტამინებს, აგრეთვე, შეუცვლელ ამინომჟავებს.
მაწვნის რეცეპტი
მაშ ასე, ამ სასწაულმოქმედი მაწვნის რეცეპტს გიზიარებთ. მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. ამისთვის ნატურალური ხაში უნდა მოამზადოთ. მასში ორი ძირითადი კომპონენტი შედის: ბულგარული ჩხირი და თერმოფილური სტრეპტოკოკი. იკითხეთ ისინი აფთიაქში.
მომზადება
- პირველ რიგში, აადუღეთ და 38-40 გრადუსამდე გააგრილეთ რძე. ტემპერატურის გასაზომავად, გამოიყენეთ სამზარეულოს თერმომეტრი.
- დაუმატეთ რძეს ხაში. 1 ლ რძეზე 2 ჩ.კ. საფუარია საჭირო.
- ჭურჭელს დაახურეთ და გაახვიეთ საბანში, საჭირო ტემპერატურა რომ დაიცვათ.
- 7 საათში, მაწონი მზადაა. შეინახეთ იგი მაცივარში, არაუმეტეს 2 დღით.
აი, ასეთი მარტივია ამ სასარგებლო პროდუქტის მომზადება. მზა პროდუქტის დაუმატეთ ხილი, ქატო, შვრიის ფანტელები, სელის თესლი – სურვილისამებრ, რაც გენებოთ. არ ვიცი, სიცოცხლის გახანგრძლივებას როგორ მოახერხებს, თუმცა, ჯანმრთელობას სარგებელს აუცილებლად მოუტანს. თანამედროვე კვლევებმა ხომ დაამტკიცა, რომ ნაწლავების მიკროფლორის ბალანსი მტკიცე ჯანმრთელობისა და კარგი თვითშეგრძნების წინაპირობაა.