იაპონური ფუმფულა ბლინები, რომლებიც ტაფაზე მზადდება, არამხოლოდ ძალიან გემრიელი საუზმე, არამედ ნამდვილი შედევრია, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს გასიამოვნებთ. ძალიან მაღალი ბლინები ბისკვიტს ან მცირე ზომის ტორტებსაც კი მოგაგონებთ. აგრეთვე, ისინი დიდებულად იწოვს სოუსებსა და სიროფებს.
ფუმფულა ბლინები ტაფაზე
თუ რათაც მიზეზის გამო საფუვრიანი ცომი დიდად არ გიყვართ ან უბრალოდ საფუარი აღარ გაქვთ, ეს რეცეპტი თქვენთვის ყოფილა. სორედ ასეთი ბლინები ანათებს ხშირად ინსტაგრამს. მე თვითონაც არაერთხელ მინახავს მსგავსი მადისაღმძვრელი საუზმე, რომელიც ფუნთუშებს უფრო ჰგავდა.
ინგრედიენტები:
- 50 გ ხორბლის ფქვილი
- 8 გ სიმინდის სახამებელი
- 4 გ გამაფხვიერებელი
- მწიკვი სოდა
- 40 გ შაქარი
- 4 კვერცხი
- 50 გ რძე
- ვანილი სურვილისამებრ
მომზადება
- შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ახლა ცილა და გული ერთმანეთს დააშორებთ და დაუმატეთ გულები მშრალ მასას. ჩაასხით აქვე რძე და კარგად მოურიეთ.
- ცილებს კი დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა და თქვიფეთ მყარი ქაფის მიღებამდე. იმოქმედეთ სწრაფად და ძალიან ფრთხილად: გადაღვარეთ ცილის მასა ძირითად მასაში და მოურიეთ ნიჩბით.
- ბლინები დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაში უნდა აცხოთ. უფრო მაღალი ბლინების მიღება თუ გსურთ, გამოიყენეთ მცირე ზომის ფორმები, რომლებსაც შიგნიდან კარაქი უნდა წაუსვათ (როგორც ტაფას). ჩაასხით ცომი ამ ფორმაში, ტაფაში კი, ფორმის გარშემო, ჩაასხით ცოტაოდენი წყალი.
- როცა ბლინები ერთი მხრიდან დაიბრაწება, გადააბრუნეთ. შემდეგ ფრთხილად გაუსვით დანა ფორმის შიდა კედლებს და გადმოატრიალეთ ბლინი თეფშზე. გემრიელადმიირთვით!
ჩემთვის სასიამოვნო სურპრიზი იყო, რომ ეს ბლინები ტაფაზე მზადდება. თუ ღუმელი არ გაქვთ ან მისი გამოყენება გეზარებათ, ეს ვარიანტი აუცილებლად მოგეწონებათ.
ვინაიდან იაპონური ბლინები რომლის რეცეპტიც მოგაწოდეთ, მინიმალურ თერმულ დამუშავებას ექვემდებარება, შესაძლებელია ვისაუბროთ სასარგებლო ნახშირწყლებზე, რომელიც თქვენი ორგანიზმის ხარისხიანი ენერგიით დამუხტვას ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს. ასევე ამ ნაზი ორცხობილის შესანიშნავი გემო თქვენს შესანიშნავ განწყობას უმაღლეს დონეზე აიყვანს.