ხაჭოს უბრალო ღვეზელი: ერთხელ მოამზადეთ, 20-ჯერ მიირთვით

241

ღუმელში გამომცხვარი ხაჭოს უბრალო ღვეზელი 20 ადამიანს ეყოფა! არავითარი განსაკუთრებული სირთულე და უნარი, შედეგი აუცილებლად გემრიელი და ნოყიერი გამოვა. უბრალოდ მოიმარაგეთ ხელმისაწვდომი ინგრედიენტები და 40×40 საცხობი ფორმა. ყველაფერს თანმიმდევრულად გავაკეთებთ.

Paparazzi.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტს. აუცილებლად სცადეთ!

ხაჭოს ღვეზელი

ინგრედიენტები:

  • 140 გ კარაქი
  • 300 გ ფქვილი
  • 140 გ შაქრის პუდრა
  • 2 კვერცხი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 კგ ხაჭო
  • 3 კვერცხი ხაჭოში
  • 240 გ შაქრის პუდრა ხაჭოში
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 750 მლ რძე
  • 2 შეკვრა პუდინგი

მომზადება

  1. მოამზადეთ ცომი: მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაახალეთ 2 კვერცხი და შეურიეთ შაქრის პუდრა, დაარბილეთ და ოდნავ დაადნეთ კარაქი, შეურიეთ კვერცხის მასას და კარგად მოურიეთ. ამის გაკეთება კოვზით, ბლენდერის ან მიქსერის გარეშეც შეიძლება.
  2. ახლა დაუმატეთ ფქვილი. ოღონდ, მანამდე, მას გამაფხვიერებელი უნდა შეურიოთ. შეძლებისდაგვარად შეურიეთ ყველაფერი ჭურჭელში, შემდეგ კი ცომი მაგიდაზე გადმოდეთ. ისე უნდა ქნათ, რომ ცომმა მთელი ფქვილი შეიზილოს. შეიძლება, დამატებაც მოგიხდეთ. ცომი ხელებზე არ უნდა გეცხობოდეთ.
  3. გადაანაწილეთ ცომი პერგამენტის ფურცელზე, რომელიც ლანგარზე წინასწარ უნდა დააფინოთ. მიიღებთ ღვეზელის ფუძეს. მცირე ზომის კედლებით. არ შეგეშინდეთ, თუ ძალიან თხელი გამოვიდა – ეს ნორმალურია.
  4. ხაჭოს გულსართის ჯერიც მოვიდა. ხაჭოს შეურიეთ 3 კვერცხი და შაქრის პუდრა, ლიმონის წვენი, რძე და პუდინგი. კარგად მოურიეთ ბლენდერით. ახლა მზა გულსართი პირდაპირ ცომის ცენტრში მოათავსეთ და ოდნავ მოასწორეთ.
  5. ღუმელი უკვე 180 გრადუსამდე უნდა იყოს გახურებული. ღვეზელი 30-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიიწვას. ამ შემთხვევაში, ტემპერატურა შეამცირეთ.

მზადაა! გემრიელად მიირთვით.

შაქრის პუდრის ნაცვლად, ჩვეულებრივი შაქრის გამოყენებაც შეიძლება, პუდინგის სახეობა კი გემოვბნებისამებრ აირჩიეთ. განსაკუთრებული პიკანტურობისთვის, ხაჭოს ცოტაოდენი კურაგა ან ქიშმიში დაუმატეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს