აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ოთახის ყვავილები. ეს მცენარე თქვენი სახლის ნამდვილი ექიმია

1668

უმეტესობა ჩვენგანს სახლში სხვადასხვა ოთახის მცენარე აქვს, მაგრამ წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ ზოგიერთ მათგანს რა სარგებლის მოტანა შეუძლია. „პაპარაცი“ ერთ-ერთ შესანიშნავი მცენარეს გაგაცნობთ. მას კალანჰოე ეწოდება – უბრალოდ ჯადოსნური მცენარეა!

კალანჰოე მარადმწვანე მცენარეა, რომელიც მსუქანასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ამ მცენარის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა კალანჰოე დეგრემონა.

როგორც აღმოჩნდა, კალანჰოეში შემავალი ნივთიერების წყალობით მცენარეს ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შეხორცების, სიმსივნის საწინააღმდეგო და კიდევ ბევრი სხვა თვისება გააჩნია.

ამ მცენარის მთავარი სასარგებლო თვისება მის წვენში მდებარეობს, ის მცენარის 90%-ს წარმოადგენს.

ამ წვენის შემადგენლობაში აღმოჩენილია:

  • ფლავონოიდები
  • კატეხინები
  • ტანინები
  • ორგანული მჟავები – ვაშლის, ლიმონის, იზოლიმონის, მჟაუნმჟავა,
  • პოლისაქარიდები
  • ფერმენტები
  • მიკრო და მაკროელემენტები – მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, სილიკონი, ალუმინი.
  • P, C ვიტამინები და სხვა ნივთიერებები

სწორედ ამიტომ, მცენარე ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს, იმუნურ სისტემას აძლიერებს, სისხლდენას აჩერებს, დამწვრობას და ნაკაწრებს კურნავს.

ასევე კალანჰოე წყლულოვანი დაავადების, ტუბერკულოზის, რინიტის, ანგინის, ლარინგიტის, ჰაიმორიტის, ბრონქიტის და ეპილეფსიის ნიშნებს ებრძვის.

კალანჰოეს წვენი აქტიურად გამოიყენება სტომატოლოგიაში, ქირურგიაში, ოფთალმოლოგიასა და გინეკოლოგიაშიც კი.

კალანჰოეს წვენი გამოიყენება ტროფიკული, ვარიკოზული და დაზიანების შემდგომი წყლულების სამკურნალოდ. ამისთვის წყლულოვან ზედაპირზე წვენში გაჟღენთლი მარლის რამდენიმე ფენას იდებენ. მცენარის წვენი წვის შეგრძნებას აქრობს – ამისთვის კალანჰოეს წვენი 1 %-იან ნოვოკაინის ხსნარს თანაბარი პროპორციით აურიეთ. ასეთ სახვევს დღეში 2-ჯერ მცენარის წვენით ატენიანებენ და 2 დღის შემდეგ ცვლიან.

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადების და პარადონტოზის დროს კალანჰოეს წვენით აეროზოლის ინჰალაციას იკეთებენ. ეს მეთოდი ღრძილებიდან სისხლდენას ეფექტურად ამცირებს, ქავილს აქრობს, ასევე ჩირქის გამოყოფას აფერხებს.

კალანჰოეს წვენი მშობიარობის დროს დარჩენილი ნახეთქების სამკურნალოდაც გამოიყენება

თუ მეძუძურ დედას ძუძუს თავებზე ნაკაწრები აქვს, რეკომენდებულია ბავშვის გამოკვების შემდეგ ძუძუს თავებზე რამდენიმე წვეთი კალანჰოეს წვენი წაისვათ ან აფთიაქებში შეძენილი კალანჰოეს მალამო შეიზილოთ.

კალანჰოეს მალამო

ამ ჰომეოპათიურ მალამოს ჭრილობის შეხორცების, ტკივილის გაყუჩების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნატურალურ კომპონენტებს შეიცავს. უნიკალური ჭრილობის შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილის გაყუჩების თვისებები გააჩნია.

კალანჰოეს მალამო ტროფიკული წყლულების, შეუხორცებელი ჭრილობების, დამწვრობის და ნახეთქების სამკურნალოდ გამოიყენება. ასევე გამოიყენება ბუასილის, ძუძუს თავებზე ნახეთქების, სტომატიტის და გინგივიტის დროს. კალანჰოეს მალამო ჭრილობის გაწმენდას და შეხორცებას ხელს უწყობს.

კუჭის წყლულის დროს 1 ჩ/კ მცენარის წვენს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე სვამენ.

კალანჰოეს წყლიანი ხსნარი

 

მომზადების მეთოდი: კალანჰოეს ახალი ფოთლები წვენის მისაღებად დაჭყლიტეთ, წყალი 1:5 პროპორციით დაასხით და 1 საათით დააყენეთ. სითხე ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 2-3 წუთით ადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ და მარლაში გადაწურეთ.

მიღებული ნაყენი კანის დაავადებების დროს სახვევად, ანთების, ასევე პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ.

ეგზემა, გამონაყარი, დერმატიტი

რეკომენდებულია, დღეში რამდენჯერმე კანის ზედაპირი კალანჰოეს ახალ დაწურული წვენით დაიმუშაოთ.

ჰემატომას, სისხლჩაქცევების, ეგზემას და სახსრების ტკივილის დროს

40 გრ ახალ დაწურული მცენარის წვენი გამდნარ ღორის ცხიმს (დაახლოებით 50 გრ) აურიეთ. ეს მალამო დაზიანებულ ადგილას წაისვით. საშუალება აუცილებლად მაცივარში შეინახეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს