ჩემი ბიძაშვილი სუფრასთან სიხარულით ჯდება, თუ კომბოსტოს მწნილის კერძები მაქვს მომზადებული.

141

კომბოსტოს მწნილი გვავსებს ვიტამინებით, აუმჯობესებს საკვების მონელებას და სამართლიანად ითვლება ჯანსაღ საკვებად. Paparazzi.ge-ის რედაქციამ მოამზადა ამ სასარგებლო მწნილის კერძების რამდენიმე რეცეპტი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

კომბოსტოს მწნილის კერძები

სამარხვო წვნიანი კომბოსტოს მწნილით

ინგრედიენტები:

  • 4 კარტოფილის ბოლქვი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 300 გ მჟავე კომბოსტო
  • მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი გემოვნებით
  • 3 ლ წყალი

მომზადება

  1. აადუღეთ წყალი და მოათავსეთ მასში გრძელ ზოლებად დაჭრილი კარტოფილი.
  2. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით და დაუმატეთ კომბოსტო.
  3. წვრილად დაჭერით ხახვი, დახეხეთ სტაფილო წვრილად. თუშეთ სტაფილო და ხახვი 10 წუთი ზეთზე.
  4. დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი წვნიანს. ხარშეთ კიდევ 15 წუთი ნელ ცეცხლზე და, მირთმევამდე, დაუმატეთ მწვანილი.

ჩეხური წვნიანი 

ჩეხური წვნიანი “ზელნიაჩკა” ნოყიერი და გემრიელი კერძია, რომელიც მჟავე კომბოსტოს, ბოსტნეულისა და დიდი რაოდენობით ხორცისგან შედგება. როგორც წესი, არაჟანთან ან ნაღებთან ერთად მიირთმევენ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ღორის ხორცი
  • 600 გ ქათმის ხორცი
  • შებოლილი ძეხვი
  • 50 გ ღორის ქონი
  • 500 გ კომბოსტოს მწნილი
  • 2 კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • ქონდარი, შაქარი და მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი და ძეხვი სასურველი ზომის ნაჭრებად.
  2. გაათბეთ ღორის ქონი ზეთზე, სქელძირიან ქვაბში. მოათავსეთ ქათამი და ღორის ხორცი იქვე და შეწვით ნელ ცეცხლზე, დაბრაწვამდე. სულ ბოლოს დაუმატეთ ძეხვი.
  3. ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შეწვით კიდევ 2 წუთით, ურიეთ მუდმივად.
  4. მოაყარეთ ხორცს პაპრიკა, მოურიეთ და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მთლიანად დაიფაროს.
  5. დაახურეთ თავსახური და თუშეთ ნელ ცეცხლზე 1.5 საათით, დარბილებამდე.
  6. დაჭერით კარტოფილი ოთხ ნაჭრად, ამოიღეთ ქვაბიდან ხორცი და მოათავსეთ ბულიონში კარტოფილი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით.

პოლონური ბიგოსი

ბიგოსი (პოლონურად bigos) ან ბიგუსი (გერმანულად beiguss) პოლონური, ლიეტუვური და გერმანული სამზარეულოების ტრადიციული კერძია, რომელიც კომბოსტოსა და ხორცისგან მზადდება. კერძის მომზადების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.

ბიგოსი მზადდება კომბოსტოს მწნილის, ღორის ხორცის, შებოლილი ხორცისა და სხვადასხვა დანამატისგან: ძეხვით, ქლიავით, სოკოთი, ხახვით, სტაფილოთი, კარტოფილით. ამტკიცებენ, რომ ბიგოსი გარეთ, ყინვაში უნდა გაგრილდეს – ასე უფრო გემრიელი ყოფილა.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ღორის ხორცი
  • 200 გ ღორის შებოლილი ნეკნი
  • 600 გ კომბოსტო
  • 400 გ კომბოსტოს მწნილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 40 გ ტომატ-პასტა
  • 150 გ ქლიავის უკურკო ჩირი
  • მარილი, ქინძი, პილპილი გემოვნებით
  • 2-3 დაფნის ფოთოლი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. შეწვით ღორის ხორცი მცირე რაოდენობით ზეთზე, მსუბუქი ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.
  2. მსხვილად დახეხეთ სტაფილო, რკალებად დაჭერით ხახვი, დააქუცმაცეთ კომბოსტო.
  3. სტაფილო და ხახვი დაუმატეთ შებრაწულ ხორცს. შეწვით, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.
  4. შებოლილი ნეკნები დაჭერით შეძლებისდაგვარად. მოათავსეთ ხორცი ბოსტნეულის მასაში, დაუმატეთ ტომატ-პასტა და მარილი, მოურიეთ.
  5. 5 წუთში დაუმატეთ ნედლი და მჟავე კომბოსტოები. მოურიეთ. წყლის დამატება საჭირო არაა, ის წვენიც საკმარისია, რომელიც კომბოსტოს აქვს.
  6. კარგად დაახურეთ და თუშეთ ბიგოსი 30 წუთით, პერიოდულად მოურიეთ.
  7. ამავდროულად, მდუღარე წყალი დაასხით ქლიავის ჩირს. გაჭერით შუაზე თითოეული მათგანი.
  8. 30 წუთში ჩაყარეთ ბიგოსში ქლიავის ჩირი, პილპილი, ქინძი და დაფნის ფოთოლი.
  9. კიდევ ერთხელ მოურიეთ, დაახუღეთ და თუშეთ 10 წუთით.
  10. პოლონური ბიგოსი მზადაა!

ვიტამინებით სავსე სალათი

ინგრედიენტები:

  • 400 გ კომბოსტოს მწნილი
  • 1 ვაშლი
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 15 ცალი შტოში
  • 1 ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. დაწურეთ კომბოსტოს მწნილი.
  2. გაფცქვენით და წვრილად დახეხეთ სტაფილო და ვაშლი.
  3. დაჭერით ხახვი თხელ რკალებად.
  4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.
  5. შეაზავეთ ლიმონის წვენითა და ზეთით.
  6. დაუმატეთ კენკრა და მოურიეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!

როგორც სხვე ფერმენტირებული პროდუქტი, კომბოსტოს მწნილი ორგანიზმს ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში. იგი ასტიმულირებს მადას, არეგულირებს საკვების მონელებას, აქვს მატონიზებელი მოქმედება ორგანიზმზე და აძლიერებს იმუნიტეტს. მიირთვით კომბოსტოს მწნილის კერძები და იყავით ჯანმრთელი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს