რით უნდა მორწყათ ჩითილები ფანჯრის რაფაზე, ძალიან სწრაფად რომ გაიზარდოს

571

პანდემიის მიუხედავად, ბევრი მიწათმოქმედი არჩევს სახლიდან გასვლას და ქალაქგარეთ წასვლას. საყვარელ აგარაკზე ყოველთვის მოიძებნება გასაკეთებელი საქმე, დაინფიცირებულ ადამიანთან შეხვედრის შანსი კი ძალიან დაბალია. აგარაკზე ყოფნა უფრო დიდ სიამოვნებად რომ გექცეთ, Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რით უნდა მორწყოთ ჩითილები ფანჯრის რაფაზე, ჯანსაღი მცენარეები და უხვი მოსავალი რომ მიიღოთ.

ჩითილების მომზადება კი ქალაქის ბინაში ძალიან მოსახერხებელია. მათ ხომ განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება – უბრალოდ აირჩიეთ ხარისხიანი სათესი მასალა და არ დაგავიწყდეთ მორწყვა. ხოლო ჩითილი ძლიერ მცენარედ რომ იქცეს, პატარა საიდუმლოს გაგანდობთ. ესაა ხალხური საშუალება, რომელიც გაზრდის მოსავლიანობას, მაშინაც კი, თუ არც ისეთი მაღალი ხარისხის თესლი გამოიყენეთ.

რით მოვრწყოთ ჩითილები

პომიდვრის, წიწაკის ან ბადრიჯნის ჩითილები, ზოგადად, თითქმის უპრეტენზიოა. ბევრს მცენარეების გადარგვაც არ ეპიტნავება. როგორ მოვიქცეთ, თუ სუსტი და დაავადებული ჩითილი იზრდება? საუკეთესო მოვლის შემთხვევაშიც კი, ხშირად, ჩითილების 40% საწყის ეტაპზე იკარგება. ზოგიერთი უბრალოდ სანაგვეზე მოისვრის ასეთ მცენარეს.

ჩვენ კი საინტერესო შემოთავაზება გვაქვს – სასუქი. არავითარი ქიმია ან მსგავსი. წარმოგიდგენთ იაფ საშუალებას, რომელიც სულ რამდენიმე ლარი დაგიჯდებათ. სამაგიეროდ, კარგ შედეგს მიიღებთ და უხვი მოსავალიც გარანტირებული გექნებათ. მთელ საიდუმლოს იტევს ფეტვი, რომელიც სურსათის მაღაზიებში იყიდება.

1 ლ სუფთა წყალზე 4 ს.კ. ფეტვი დაგჭირდებათ. უბრალოდ დაასხით მას წყალი და დაახურეთ. დააყენეთ რამდენიმე საათით. მიიღებთ გაუმჭვირვალე, ღია ფერის სქელ მასას, რომელიც ყველაზე უიმედო ჩითილის გამოცოცხლებას შეძლებს.

უბრალოდ მორწყეთ იგი, როგორც ამას აკეთებდით, ოღონდ, წყლის ნაცვლად, ამ ნაყენით. ნახავთ, მცენარე თვალსა და ხელშუა მოძლიერდება. კარგი ჩითილი ხომ აუცილებელია იმისთვის, რომ მცენარე არ დაინფიცირდეს და კარგი მოსავალი მოიღოს. როცა ნაყენი გათავდება, გამოიყენეთ იგივე ფეტვი – წყალს ისევ გაავსებს სასარგებლო ელემენტებით, თუმცა, ხსნარი იმდენად კონცენტრირებული აღარ იქნება.

ალტერნატივა

გთავაზობთ კიდევ ერთ ვარიანტს – კალიუმის გუმატს, 2მლ 2 ლ წყალზე გაზავებულს. ეს ნატურალური საშუალება არ შეიცავს “მავნე” ქიმიას, ამიტომ, ბუნების მოყვარულებს მისი გამოყენება თამამად შეუძლიათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს