ქილა ძველი მურაბის მეორე სიცოცხლე. ამ დესერტზე ყველა გიჟდება

1949
photo credit: depositphotos.

ნებისმიერ ყაირათიან დიასახლისს პროდუქტების გადაგდება ენანება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სახლში მომზადებულ მურაბას, რომლის მომზადებაზე ამდენი დრო, ძალა და პროდუქტები დაიხარჯა. სწორედ ამიტომ, Paparazzi გასწავლით, როგორ მოამზადოთ შინაურული მარმელადი მურაბიდან, რომელიც რატომღაც არ შეჭამეს.

მეტიც, გემრიელი ტკბილეული შეგიძლიათ გასული წლის მურაბიდანაც გააკეთოთ. ასეთი მურაბა უფრო გვრჩება. სუფრაზე ახალი მურაბის გატანა გვსიამოვნებს, ხოლო გასული სეზონის მარაგი სარდაფში ან საკუჭნაოში იმტვერება.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი შინაურული მარმელადის მოსამზადებლად გამოგადგებათ როგორც მოცხარის, ასევე მარწყვის, ჟოლოს და სხვა ნებისმიერი მურაბა. ამასთან მურაბის სისქეს მნიშვნელობა არ აქვს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სახლში მომზადებული ჯემიც გამოიყენოთ.

photo credit: depositphotos.

შინაურული მარმელადი მურაბით

ინგრედიენტები:

  • 200 გრ მურაბა (ნებისმიერი)
  • 200 მლ ცივი წყალი
  • 10 გრ აგარ–აგარი

მომზადება:

1. თავდაპირველად, პატარა თასში აგარ–აგარი ჩაყარეთ. ეს ჩვეული ჟელატინის მცენარეული ალტერნატივაა და უფრო ძვირი ღირს, მაგრამ უპირატესობა აქვს. აგარ–აგარს ნეიტრალური გემო აქვს, ძალიან ცოტა დაგჭირდებათ, სწრაფად მაგრდება და სითბოში დნება. აგარ–აგარი უფრო ძლიერი შემასქელებელია, ვიდრე ჟელატინი, ამიტომ კანფეტის, თათარას ან იგივე მარმელადის მოსამზადებლად იდეალურად გამოგადგებათ.

photo credit: depositphotos.

2. აგარ–აგარს წყალი დაუმატეთ და კოვზით კარგად აურიეთ.

photo credit: depositphotos.

3. მიღებული ნარევი ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

photo credit: depositphotos.

4. ამის შემდეგ მურაბა დაუმატეთ, კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ და 2-3 წუთით ხარშეთ. რეგულარულად მორევა არ დაგავიწყდეთ.

photo credit: depositphotos.

5. ცხელი ნარევი შესაფერის ფორმაში ჩაასხით და გასამაგრებლად გააჩერეთ. ზუსტად 30-40 წუთში მარმელადი მზად იქნება.

photo credit: depositphotos.

6. ისღა დაგრჩენიათ ტკბილეული ნაჭრებად დაყოთ. სურვილის შემთხვევაში შაქარში, შაქრის ფხვნილში ან ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ. და შეგიძლიათ შინაურული ტკბილეულის მოყვარულები სუფრაზე მოიწვიოთ! გემრიელად მიირთვით!

photo credit: depositphotos.

ასეთი მარმელადი შეგიძლიათ უფრო ტკბილი და გაჯერებული გააკეთოთ, თუ ცოტა მეტ მურაბას დაუმატებთ. ასევე შეგიძლიათ მეტი წყალი და ნაკლები მურაბა დაუმატოთ, რომ ტკბილეული ნაკლებად ტკბილი გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში რეცეპტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ. მთავარია, ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს