რა მოხდება, თუ ყოფილ ცოლს კვლავ ყოფილ ქმართან დაბრუნება სურს, მაგრამ მას უკვე ახალი ოჯახი ჰყავს, ახალი ხედვა აქვს ცხოვრებაზე, ახალი ჩვევები და მოვალეობები. მაინც მოინდომებს მის ოჯახში დაბრუნებას, თუ ასეა, როგორ?
Paparazzi.ge-ის რედაქცია გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის ისტორიას, რომელიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. მისი ახალი შეყვარებული ძველი ურთიერთობის სრულად გაწყვეტას ვერ ახერხებს, თუმცა ძველი ოჯახიდან უკვე წლების წინ წამოვიდა. რას უნდა ელოდოს, სჯობს თუ არა ეჭვები მოიშოროს და თავის შეყვარებულს ბოლომდე ენდოს?
ყოფილი ცოლი განქორწინების შემდეგ
„გამარჯობა, მე ელენა ვარ, 37 წლის. უკვე წელიწადნახევარია მამაკაცთან ურთიერთობა მაქვს. მას ვახტანგი ჰქვია და 42 წლისაა. პრაქტიკულად, თავიდანვე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მცირე ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ორმხრივი და თანასწორი კავშირი გვაქვს. თითქმის ერთნაირად გამოვიმუშავებთ, თან გარეგნობასაც არასდროს ვუჩიოდი.
თუმცა, ერთი პრობლემა არსებობს. საქმე იმაშია რომ ვახტანგმა ოჯახი მიატოვა და ჩემთან გადმოვიდა. არა, მე არ წამომიყვანა, თავიდან არც ვიცოდი, რომ დაქორწინებული იყო. საქმე ასე იყო: საშუალო შემოსავლის მიუხედავად, მის ყოფილ ცოლს მესამე ბავშვის გაჩენა სურდა. თავად ყოველთვის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა და არასდროს მუშაობდა. ცხადია, ფული არ ყოფნიდათ. აქ, კი მესამეს გაჩენა.
ვახტანგმა ნივთები ჩაალაგა და ნაქირავებ ბინაში გადავიდა. ამასთან, ცოლისთვის ხელფასის ნაწილიც მიცემა არ დავიწყებია. მათ საერთო ენა ვერ იპოვეს და დაშორდნენ. ცოტა ხანში ერთმანეთი გავიცანით და თითქმის მაშინვე ჩენთან გადმოვიდა. დიდი ბინა მაქვს, მაგრამ მამაკაცის ხელი აკლდა.
ცოტა ხანი ერთად შეხმატკბილებურად ვცხოვრობდით. მისი წარსულის შესახებ გავიგე, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. მანამ, სანამ ქეთიმ პირველად არ დარეკა. ყოფილი ცოლის ჩვეულებრივი ზარი, მათ უფროს შვილს რაღაც პრობლემა ჰქონდა სკოლაში. ბავშვი უნდა წამოიყვანოს, მასწავლებლის საყვედურებს მოუსმინოს და სახლში მოიყვანოს. რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება, თან შვილსაც მოინახულებს.
შემდეგ სხვა შემთხვევებიც იყო, როცა „ვახტანგის გარდა, სხვა ვერავინ“ დაეხმარებოდა. მაგალითად, ძველი სარეცხი მანქანის სარემონტოდ წაღება, ადგილობრივ პროვაიდერთან მოლაპარაკება, რომ ბინაში ინტერნეტის კაბელი გაეყვანათ. და კიდევ ბევრი წვრილმანი რამ.
გესმით, ხო? ჩემი შეყვარებულის ყოფილ ცოლს ჰყავს მშობლები, ძმა და ბევრი დაქალი, რომლებიც მუდმივად სტუმრობდნენ, სანამ ვახო მუშაობდა. ამ თხოვნების ნახევარს ბავშვიც კი გაუმკლავდებოდა, მაგრამ მაინც ვახოს დახმარება სურს. როგორღაც უცნაურია, არა? დამავიწყდა მეთქვა: ქეთის ნათესავები დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ ვახო ცოტას გაიგულავებს და უკან დაბრუნდება. თითქოსდა, ასეთი პერიოდი აქვს.
ვახო მეუბნება, რომ ძველი ურთიერთობა არ სჭირდება, შვილებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ყოფილი ცოლის გარეშე ნახავს – ეს მაქსიმუმია, რაც სურს. ის, რომ ქეთისთან ასე ხშირად დადის – უბრალოდ პერიოდია. თითქოსდა, ქეთი სწრაფად ისწავლის, როგორ იცხოვროს მარტომ, მანამდე კი ცოტა დახმარება სჭირდება.
ჩემი აზრით, ქეთი ამაზრზენად იქცევა. ქმრის დასაბრუნებლად მსხვერპლის როლის გამოყენება. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო უნამუსობა?
ახლა გეტყვით, რატომ დავწერე მთელი ეს ისტორია. საქმე ქეთის „ბოლო“ თხოვნას ეხება. მე და ვახო სამზარეულოში ვვახშმობდით. ზარი გაისმა და უკვე მივხვდი, თუ ვინ აწუხებდა საღამოს 8 საათზე. ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ ვახომ ჩუმად შემომხედა და მომზადება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მათი შვილი ძლიერ ავად გახდა და ვირუსის ეჭვი აქვთ.
მთელი კვირა ვახო ტელეფონს არ პასუხობდა. კვირა დღის ბოლოს დამნაშავე სახით დაბრუნდა. ამბობს, რომ საშინელი მდგომარეობაა, ალბათ, ყველა დაავადდა. პასუხად ყვირილი დავიწყე (ვაღიარებ, ვერ მოვითმინე), რატომ დაუძახეს მას და არადა სხვა ნათესავს?! აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მისი მშობლები იყვნენ თავისუფლები, ისინი კი მოხუცები არიან – მათი ავად გახდომა არ შეიძლება. ჩემი კი, შეიძლება!
ასე რომ, ახლა ვფიქრობ ურთიერთობაში ცვლილებების შეტანაზე ან საერთოდ გაწყვეტაზე. რა გამოდის? ვახო ცოლთან ირბენს და ჩემთან იცხოვრებს? მე ხომ ნამდვილად ვრისკავ. თავად განსაჯეთ, ამდენი ხანი არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ, იქნებ ავად არავინაა და ეს უბრალოდ ასეთი მეთოდია, რომ ყოფილთან კანონიერად დრო გაატაროს? უკვე არაფერი მესმის.
ორ ოჯახში ცხოვრება კეთილსინდისიერი საქმე არაა. თუმცა, ასეა? იქნებ, ვახტანგი შვილების და ყოფილი ცოლის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან განქორწინების ინიციატორი თავად იყო?