რით გამოვკვებოთ მარწყვი გაზაფხულზე, რომ ზაფხულზე თითო ძირიდან ერთი ვედრო კენკრა მოკრიფოთ.

3816

მარწყვის სასუქი ამ პრეტენზიული კულტურის მოვლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გამოცდილმა მიწათმოქმედებმა იციან, რომ ამ პროცესის გადადება არ შეიძლება. აპრილის ბოლოდან, მარწყვი უკვე აქტიურად უნდა შესუქდეს, იგი მავნებლებისგან რომ დაიცვათ და უხვი მოსავლისკენ უბიძგოთ მას.

ზოგი მარწყვის კომბინირებულ მინერალურ სასუქს იყენებს, სხვა კი ხალხურ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას. მე, მაგალითად, უკვე დიდი ხანია ვითვალისწინებ მეზობლის რჩევებს – ის ხო ყოველ წელს მარწყვის უხვ მოსავალს იღებს.

მარწყვის სასუქი საფუარით

ზაფხულში წვნიანი კენკრით რომ დატკბეთ, ღვეზელები აცხოთ და მურაბები ხარშოთ, გაზაფხულზე უნდა გამოიყენოთ საფუვრიანი სასუქი. ნიადაგში მოხვედრისას, საფუარი მაშინვე იწყებს მარწყვის ზრდისა და ფესვთა სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას.

გარდა ამისა, საფუვრის სასუქი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილასა და აზოტს, რომლებიც მცენარისთვის აუცილებელია. საფუარი იზიდავს ფესვებისკენ სასარგებლო მიკროორგანიზმებს. ისინი შლიან ორგანულ ნივთიერებებს მარწყვისთვის ათვისებად ნაწილაკებამდე.

საფუვრის სასუქის მოსამზადებლად, უბრალოდ შეურიეთ 100 გ ჩვეულებრივი დატკეპნილი საფუარი 10 ლ წყალს. ასეთ საფუარს სურსათის მაღაზიაში იპოვით. დაუმატეთ რამდენიმე კოვზი შაქარი და მოურიეთ. დააყენეთ მასა 2 საათით, საფუარი რომ გააქტიურდეს.

რა თქმა უნდა, მარწყვს ყურადღებით უნდა მოუაროთ, გამანგლოთ და ეალერსოთ. ეს ყველაფერი კი სწორედ საფუვრის სასუქით უნდა დაიწყოს. მოსავლის რაოდენობა და ხარისხი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. თქვენ როგორ უვლით მარწყვს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს