ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება საშიში დარღვევებით აიხსნას

147

მაგნიუმის დეფიციტით შეიძლება ორგანიზმის ისეთმა საშიშმა პრობლემებმა იჩინოს თავი, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი და კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

ჯანდაცვის ბტირანული სამსახურის, NHS-ის მონაცემებით, ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ერთ-ერთი სიმპტომია კუნთოვანი სპაზმები, რომლებსაც, ხშირად, ფეხებზე გრძნობთ. ასეთი სპაზმები ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ადამიანთა უმეტესობას ეს ღამით ან დასვენების დროს ემართება. სპაზმები რამდენიმე წამიდან 10 წუთამდე გრძელდება და, შედეგად, კუნთში ტკივილსაც იწვევს.

მაგნიუმის ძალიან დაბალი დონე უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომელიც მკურნალობას მოითხოვს. მისი არარსებობის შემთხვევაში, პრობლემა უფრო მასშტაბურ და დრამატულ ხასიათს მიიღებს – ადამიანი გულის რიტმის დარღვევებსა და კორონარულ სპაზმებს, მაღალ არტერიულ წნევას, ოსტეოპოროზსა და შაკიკს დაექვემდებარება.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება ისეთი უსიამოვნებებით იყოს გამოწვეული, როგორებიცაა:

  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები – კრონის დაავადება (ნაწლავის ანთებითი დაავადება) ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია, რომელიც მნიშვნელოვანი მინერალის დეფიციტს იწვევს. ამ პათოლოგიას ახასიათებს დიარეა, ცხიმის ათვისების დარღვევა, რაც, დროთა განმავლობაში, ორგანიზმში მაგნიუმის მარაგს გამოფიტავს.
  • შაქრიანი დიაბეტი – ამ დაავადებას გახშირებული შარდგამოყოფაც ახასიათებს – სითხესთან ერთად, ორგანიზმს დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებაც ტოვებს.
  • ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები ორგანიზმიდან მაგნიუმის დიდ ნაწილს კარგავენ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტები გვაფრთხილებენ, რომ დეფიციტის რისკ-ჯგუფში შედიან მოხუცები. მათ, დიდი ალბათობით, ექნებათ ქრონიკული დაავადებები ან იღებენ წამლებს, რომლებიც მაგნიუმის რაოდენობას შეამცირებს.

NHS-ის ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ ორგანიზმში მაგნიუმის დონის განსაზღვრა მხოლოდ სისხლის ანალიზითაა შესაძლებელი.

“სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე ამ სამიდან ერთ-ერთზე მიუთითებს: რაციონში ეს მინერალი არასაკმარისი რაოდენობითაა, ნაწლავი ვერ ითვისებს მას ან თირკმლები ზედმეტად დიდი რაოდენობით მაგნიუმს ხარჯავს. თერაპევტთან გაიხილეთ, რომლი ფაქტორი მოქმედებს თქვენს შემთხვევაში.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს