კუპრის სუნის დავიწყება შეუძლებელია. თუ ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ კუპრის საპონი, გეცოდინებათ, რამდენად სპეციფიკურია იგი. ჩვენს ბებიებს უყვარდათ ამ ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალების გამოყენება. ახლა კი ბევრი მასზე უარს სწორედ მძაფრი არომატის გამო ამბობს, რაც მიწათმოქმედებს არ აწუხებთ. გამოცდილი მებაღეები არყის კუპრს მცენარეების დასამუშავებლად, ქიმიკატების მაგივრად იყენებენ.
კუპრის სარგებლობაზე ლეგენდები დადის. მას არამხოლოდ დადებითი გავლენა აქვს ჩვენი კანისა და თმის მდგომარეობაზე, არამედ ეს საშუალება შეუცვლელია მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
არყის ხის კუპრის გამოყენება
- როგორ დავიცვათ მცენარეები გაზაფხულზე – მწერებთან და სხვა მავნებლებთან ბრძოლის დრო სწორედ ადრეულ გაზაფხულზე დგება. ამიტომ, როგორც კი სიცივეები შეწყდება, კუპრით სავსე ქილა გამოიღეთ. გაჟღინთეთ მასით ჩვრები და შემოახვიეთ ხეებისა და ბუჩქების ძირებს, ბუგრები და ჭიანჭველები რომ დააფრთხოთ.
- ჩვარი მიწიდან 20-30 სმ-ს დაშორებით უნდა მიამაგროთ. 1 თვეში პროცედურა გაიმეორეთ, ამჯერად 1:1 თანაფარდობით წყალთან გაზავებული კუპრი გამოიყენეთ.
- როგორ დავაფრთხოთ თხუნელები და სხვა მღრღნელები – ჩვრები მიწისქვეშა მავნებლებზე გავლენას არ ახდენს. ეს უფრო ღრმა პრობლემაა. მისი გადაჭრისთვის, ჩაასეთ ნიადაგში ნახევარი მეტრი სიღრმის მილები, ჩაასხით არყის კუპრისა და წყლის ნაზავი. თანაბარი დაშორებებით განალაგეთ მილები, წვრილი მღრღნელები თქვენს ბაღს გაერიდებიან.
- კუპრი კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ – თუ 10 ლ წყალში კუპრის პატარა ქილას გახსნით, შესანიშნავი შესაშხეფებელი დამცავი საშუალება გამოგივათ. იგი დაიცავს პომიდვრის, ბადრიჯნის, კარტოფილის, ხახვის, ნივრისა და წიწაკის ნერგებს კოლორადოს ხოჭოსა და სხვა მავნებლებისგან. მცენარე აყვავებამდე უნდა დაამუშავოთ.ამავე მიზნით შეგიძლიათ, რიგებს შორის ხის ჯოხები ჩაასოთ და პერიოდულად კუპრი წაუსვათ.
- მცენარის საგანგებო დახმარება – ხელთ გაზავებული არყის კუპრის ქონა ძალიან მოსახერხებელია. დაუმატეთ იგი წყალს და დააყენეთ 2 დღით, ოდნავ რომ გაიხსნას. შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და დადგით ნაკვეთის სხვადასხვა ნაწილებში. როგორც კი ჭიანჭველების გაჩენას შენიშნავთ, მაშინვე დააცალეთ ბოთლი მიწას.
კუპრის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. იგი არ კლავს მწერებს, პესტიციდებისგან განსხვავებით. მხოლოდ მძაფრი სუნით აშინებს მათ. შეგიძლიათ, იგი ტკიპებისა და კოღოებისგან დასაცავადაც გამოიყენოთ – ბუნებაში გასეირნებისას, უბრალოდ წაისვით კუპრი ფეხსაცმლის ძირებზე. იმედია, ეს ხრიკები დაგეხმარებათ.