აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა ჩაიარა, მაცივარში კი მოხარშული კვერცხი უხვად დაგვიტოვა. პროდუქტი რომ არ გამიფუჭდეს, მე კვერცხის პაშტეტს ვამზადებ. გემოთი ძალიან ნაზი გამოდის და ხორცის პაშტეტისგან დიდად არ განსხვავდება. ასეთი კერძის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ, გემოთი გასიამოვნებთ.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ კვერცხის პაშტეტის რეცეპტს. ეს კერძი დილის ყავას უნდა მიაყოლოთ!
რა მოვამზადოთ მოხარშული კვერცხისგან
ინგრედიენტები:
- 3 მოხარშული კვერცხი
- 1/3 ჭიქა ბერძნული ნიგოზი
- 1 თავი ხახვი
- 1 ს.კ. მაიონეზი და არაჟანი
- 2 ს.კ. ზეთი
- 1 ჩ.კ. მდოგვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გაფრცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად, შემდეგ შეწვით ზეთზე, ოქროსფრამდე.
- ხორცსაკეპში ან ბლენდერში გაატარეთ ნიგოზი.
- კვერცხი გაფრცქვენით და ჩანგლით დაჭყლიტეთ.
- ბლენდერის თასში ჩაყარეთ დაჭყლეტილი კვერცხი, შემწვარი ხახვი, ნიგოზი. დაუმატეთ მაიონეზი და არაჟანი, მარილი და პილპილი. ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
- სულ ესაა. მსუყე და გემრიელი პაშტეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თქვენ რამდენი კვერცხი მოგრჩათ აღდგომის შემდეგ? რის მომზადებას აპირებთ მათგან?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს