დრო მოვიდა: კიტრს ღია ნიადაგში ვრგავ, მეზობლები ფეხდაფეხ იმეორებენ

1384

ალბათ, არ არსებობს კიტრზე უფრო პოპულარული ბოსტნეული. მისი მოყვანა შედარებით მარტივია. თუმცა, შესაშური მოსავლის მისაღებად მრავალი ნიუანსია გასათვალიწინებელი. უნდა იცოდეთ, როდის და როგორ უნდა გადარგოთ კიტრი ნიადაგში, მისთვის იდეალური ადგილი უნდა იპოვოთ, წინამორბედების გათვალისწინებით.

საჭიროა კიტრის შესაფერისი სახეობის შერჩევა, მისი სწორად მორწყვა, დროულად შესუქება და მავნებლების წინააღმდეგ დამუშავება. ამ ყველაფრის შესახებ, Paparazzi.ge-ის რედაქცია გირჩევთ.

როდის დავრგოთ კიტრი ნიადაგში

1. ვირჩევთ ადგილს

გოგრისებრთა ოჯახის ბოსტნეული კულტურა საკმაოდ სითბოსმოყვარულ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. ამიტომ, კიტრის დასარგავად იდეალური იქნებოდა სამხრეთი ფერდობი, რომელზეც თხრილები უკეთ განათდება და ცივი ქარებისგანაც დაცული იქნება.

თუ თქვენს ნაკვეთზე ფერდობი არაა, ცოცხალი ბარიერები შექმენით სიმინდის, მზესუმზირის, პარკოსნების ნერგებით. ეს ნარგავები ხელს შეუშლის ცივ ჰაერს კიტრამდე მიღწევაში, დაიცავს მას მწველი მზისგან და ნაკვეთზე შესაფერის მიკროკლიმატს შექმნის.

უნდა გახსოვდეთ, რომ კიტრს უყვარს ნიადაგი, რომელიც საკმარის ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს და ზედმეტ სითხეს არ იკავებს. კიტრისთვის შესანიშნავი წინამორბედი იქნება ჭარხალი, ხახვი, ნიორი. ამ მცენარეებს კიტრთან საერთო დაავადებები და მავნენლები არ აქვთ. კარგია პარკოსნებიც, როლებიც ნიადაგს აზოტით ამდიდრებს.

2. დროის შერჩევა მთვარის კალენდრისა და ცრურწმენების მიხედვით

კიტრის დასარგავად საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებია, როცა ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს. დარგვამდე მოამზადეთ ნიადაგი – ამოთხარეთ, შეასუქეთ ნაკელით, შემდეგ კი თესლი მოამზადეთ.

დათესვის ზუსტი დროის განსაზღვრა მთვარის კალენდრის მიხედვით შეგიძლიათ. ამისთვის ხელსაყრელი ფაზა მთვარის მზარდი პერიოდია. 2021 წელს ეს პერიოდი 6, 15-17, 20-21, 25-28 მაისსა და 2, 3-4, 16-18, 30 ივნისს ემთხვევა.

ხალხური ცრურწმენების მიხედვით, კიტრის დასარგავად შესაფერისი დრო ის პერიოდია, როცა აყვავებული ვაშლის ხეებიდან ყვავილები სრულად დაცვივდება, ბაბუაწვერები კი ყვითლად აყვავდება. კიტრს ძველად 28 მაისს რგავდნენ.

3. ვთესავთ კიტრს

კიტრის დათესვა ჩითილების გასაზრდელად დროსა და ძალისხმევას არ წაგართმევთ. მანამდე თესლს დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ. აიღეთ მხოლოდ მსხვილი, თანაბარი და ღია ფერის თესლი. დეზინფექციის გაკეთება შეგიძლიათ “ფიტოსპირინით” ან “მარგანცოვკის” 1%-იანი ხსნარით.

ორგანული მიწათმოქმედების მომხრეები, “მარგანცოვკის” ნაცვლად, ნივრის ნაყენს (3-4 კბილი 100 მლ წყალზე) ან ალოეს ხსნარს (50 მლ წვენი 50 მლ წყალზე) გვირჩევენ. დაამუშავეთ თესლი 30 წუთის განმავლობაში და გარეცხეთ სუფთა წყლით.

რჩეული თესლი ჩარგეთ მრგვალ ან გრძელ თხრილში. რიგებს შორის დაშორება არანაკლებ 40 სმ უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში კარგად გაიზრდება და ერთმანეთს გადაეწნება.

თესლი 5 სმ სიღრმეზე უნდა ჩარგოთ, ერთმანეთისგან 20 სმ დაშორებით. შემდეგ მოაყარეთ მიწა და მორწყეთ. თუ მრგვალ თხრილში რგავთ, თითოში ორი თესლი ჩადეთ. გაღვივების შემდეგ, დატოვეთ მხოლოდ ერთი ამონაცენი. თხრილის სიღრმეც 5 სმ უნდა იყოს, თხრილებს შორის დაშორება – 60 სმ.

4. სასუქი და მორწყვა

არსებობს სასუქის მინერალური და ორგანული სახეობები. მისი გამოყენების გზა კი სამნაირია: ღეროს გარშემო, ფოთლებზე, ფესვის გარშემო. შესაფერისი სასუქის შესარჩევად, აუცილებლად გაითვალისწინეთ მათი თავისებურებები.

კიტრის ფესვები შესანიშნავად უმკლავდება მკვებავი ნივთიერებების ათვისებას, როცა ტემპერატურა 10-12 გრადუსს აღემატება. თუმცა, თუ აცივდება, მისი მოქმედების ეფექტურობა მცირდება. ამ სიტუაციაში, სასუქის ხსნარის შეშხეფება იქნება გამოსავალი.

ზრდისა და ნაყოფის ჩამოყალიბების დროს, კიტრს დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება. შეძლებისდაგვარად, მორწყეთ ბოსტნეული თბილი წყლით. აყვავებამდე – ყოველ 6-8 დღეში, ნაყოფის მოსხმის დროს – 3-4 დღეში ერთხელ. ოღონდ, გადაჭარბების გარეშე, თუ წვიმა წამოვა, გამოტოვეთ მორწყვა.

არ დაგავიწყდეთ მოსავლის დროულად აღებაც. დამწიფებული კიტრი მცენარეს ძალებს ართმევს და ახალ კიტრს განვითარებაში უშლის ხელს, თუ მას არ მოწყვეტთ. ნაყოფი უზარმაზარ ზომას მიაღწევს, წყლიანი და უგემური გახდება. ოპტიმალურია ახალგაზრდა კიტრის ყოველ 4 დღეში მოკრეფა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს