მეუღლე გულში წყენას ინახავს, მაშინაც კი, როცა მართალი არაა

0
61

ადამიანს ტყუილად არ სწყინს. ჩვეულებრივ, იგი თავს იჩენს გარკვეული მოქმედებების შემდეგ, რომლებიც ადამიანის შინაგან საზღვრებს სცდება. სწორედ ამ საზღვრების გადაკვეთა იწვევს სიბრაზეს, წყენასა და სხვა სულიერ უკმაყოფილებას. თუმცა, რამდენადაა წყენა მსგავს მოვლენაზე რეაქცია?

წყენა სხვა ადამიანზე

გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა თქვენი მწყენინებელი გაბრაზებულა და თქვენ გამხდარხართ იძულებული, მისთვის ბოდიში მოგეხადათ? მსგავსი ქცევა თანამედროვე ოჯახებში იშვიათობა არაა. ხანდახან, ასეთი ურთიერთობა მშობლებსა და ბავშვებს, ხანდახან კი – მეუღლეებსაც ახასიათებთ. ჩემი მეგობარი, მაგალითად, დაიღალა იმით, რომ მის ქმარს მუდმივად რაღაც სწყინს. ეს კი მაშინ ხდება, როცა თვითონაა ნაწყენი.

პირველ რიგში, სიტუაციაში უნდა გაერკვეთ და წყენის ჭეშმარიტი მიზეზი განსაზღვროთ. ხანდახან, ამ სიტყვების ქვეშ სხვადასხვა ემოციათა (ბრაზი, გაღიზიანება, შფოთვა, შიში ან დარდი) მთელი სპექტრი მოიაზრება. მაგალითად, ვდარდობთ იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანი ნაკლებ ყურადღებას გვითმობს. გვეშინია, რომ მისი გრძნობები ჩვენდამი ცივდება, რასაც წყენა მოაქვს.

თუმცა, ჩვენს პარტნიორს ჩვენი აზრების კითხვა არ შეუძლია. ის ვერც კი ხვდება, რომ რამე დააშავა. ეს ხომ ჩვენი შიშია, ჩვენს თავს ეს ჩვენ თვითონ შთავაგონეთ. ამ სიტუაციაში არ ჩაიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში, ნუ დაკავდებით თვითშეწყალებით, ღიად, გულახდილად ისაუბრეთ. ჰკითხეთ საყვარელ ადამიანს, რა გაშფოთებთ, რისი გეშინიათ.

ჩაკეტილობა, მუდმივი წყენა და საკუთარი თავის წაქეზება ემოციური მოუმწიფების ნიშნებია. ადამიანები, რომლებიც თავიანთ შეგრძნებებში ვერ ერკვევიან, ცხელი გონებით მოქმედებენ და უმარტივესი გზით მიდიან. რატომ უნდა იპოვონ ამ მდგომარეობის საწყისი მიზეზები, თუ საკუთარ თავში ჩაკეტვა შეიძლება? არამგონია, რომელიმე ურთიერთობა აიტანდეს მსგავს ქცევებს, განსაკუთრებით, თუ ისინი ხშირად მეორდება.

ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ლიმიტები. ვიღლებით გაუგებრობითა და უხერხული სიჩუმით, მუდმივი კამათითა და დაძაბულობით, როცა სახლში მივდივართ. სახლში ხომ სიმშვიდე და მოდუნება გვჭირდება, სწორედ ამ ადგილს უნდა მოჰქონდეს ჩვენთვის ყველაფერი კარგი.

თუ თქვენი მეორე ნახევარი მუდმივად იბუტება თქვენი წყენის საპასუხოდ, დაფიქრდით იმაზე, თქვენით ხომ არ მანიპულირებს. თუ თქვენ ცუდად მოგექცათ, პარტნიორს კი მობოდიშება და საკუთარ თავზე ბრალის აღება არ სურს, საუბრის ნაცვლად კი პირველი თავდასხმას ამჯობინებს და თქვენ გაიძულებთ ბოდიშის მოხდას – ეს მანიპულაციაა.

რაღა თქმა უნდა, ასეთი ქცევა ტოქსიკურია და ურთიერთობის არაჯანსაღ პატერნად ითვლება. ჩვეულებრივ, იგი ბავშვებს ან ინფანტილურ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებსაც საკუთარ ქცევებზე პასუხისგების ეშინიათ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ასეტ ურთიერთობაში აღმოვჩნდით? ეს თქვენი კომფორტის დონეზეა დამოკიდებული. თუ მზად ხართ, მოითმინოთ, როდის გაიზრდება თქვენი პარტნიორი, კარგი. თუ ვერ აგრძელებთ მშვიდად ცხოვრებას, რადგან პარტნიორი მუდმივად იმეორებს მსგავსს, პირდაპირ უთხარით მას ამის შესახებ.