შაქრიანი დიაბეტის პირველი ნიშნები: სიმპტომები, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს

592

ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, შაქრიანი დიაბეტის ნიშნები დროულად შეამჩნიოთ (ზოგიერთი მათგანი უწყინარი ჩანს ხოლმე) – ეს მის წამლების გარეშე განკურნების ალბათობას ზრდის.

ხშირად, დაავადების პირველ სიმპტომებს ყურადღებას არც კი აქცევენ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ახდენს ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას. არადა, რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ დაავადებას, მით უფრო მარტივი იქნება მასთან ბრძოლა (ზოგ შემთხვევაში, პროფილაქტიკის წესების დაცვაც საკმარისია). როგორ მივხვდეთ, რომ შაქრიანი დიაბეტი გვაქვს? ყურადღებით დააკვირდით საკუთარ თავს – ზოგიერთი ნიშანი სავსებით უწყინარი ჩანს.

შაქრიანი დიაბეტის ნიშნები პირველი ნიშნები

  1. წონაში სწრაფი კლება – ჩვეულებრივ, გახდომა გვახარებს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეს საშიში მოვლენაა. თუ დიეტაზე არ ხართ, სპორტ-დარბაზში არ დადიხართ, წონა კი თავისით ქრება – ეს ცუდი სიმპტომია, რომელიც ჯანმრთელობის დარღვევებზე მიუთითებს. წონა მცირდება ინსულინის უკმარისობის გამო. სწორედ ეს ნივთიერება შლის საკვებს და ორგანიზმს ეხმარება მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში. ამ მდგომარეობაში კი ისინი უბრალოდ გაივლის ორგანიზმს, მას სარგებელს არ მოუტანს და წონასაც დაკარგავთ.
  2. ძლიერი დაღლილობა – ძალების დაკარგვა და სისუტე ბევრ სხვა დაავადებაზეც შეიძლება მეტყველებდეს. როცა ინსულინის გამომუშავება შეფერხებულია, ორგანიზმი ცუდად ითვისებს სასარგებლო თვისებებს, შესაბამისად, ძალები ეცლება.
  3. მუდმივი შიმშილი – კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომი – უეცრად ჩნდება დაუჯერებელი მადა, ყველაფერს ზედიზედ, ხარბად ჭამ, არადა, სულ ცოტა ხნის წინ დანაყრდი. შიმშილის გრძნობა კი არ ქრება, რეგულარულად იჩენს თავის. ამის მიზეზი ორგანიზმში შაქრის მიმოცვლის პროცესის დარღვევაა.
  4. წყურვილი – არამხოლოდ წყლის საკმარის რაოდენობას, არამედ წვენებს, კომპოტებსს, მორსს, ჩაის სვამთ და მაინც სულ დალევა გინდათ, პირი გიშრებათ. ეს საკმაოდ საშიში ნიშანია.
  5. თვალებში “ქვიშის” შეგრძნება და მხედველობის პრობლემები – თვალებში შეიძლება ჩხვლეტა, ქავილი, გაორება ან ყველაფრის ადღვება დაიწყოს – ეს იმიტომ, რომ უჯრედისი არასწორად იწყებს მუშაობას, სისხლში შაქრის დონის გაზრდის დროს.
  6. ხშირი შარდვა – იგივე ნიშანი აქვს ცისტიტს – სულ ტუალეტში გარბიხართ. თუმცა, დიაბეტის შემთხვევაში, ორგანიზმი ამას ჭარბი შაქრის გამოდევნის მიზნით აკეთებს. თუ იგი ძალიან დიდი რაოდენობითაა, ტუალეტშიც ხშირად მოგიწევთ შესვლა.
  7. შეუხორცებელი ჭრილობები და კანის ქავილი – უწყინარი ნაკაწრებიც კი არ ქრება, სისხლი მოგდით, გტკივათ, უეცრად კი უჩვეულო წყლულები ჩნდება ან კანი უბრალოდ გექავებათ (თანაც, ხშირად, ინტიმურ ზონაში) – ეს ყველაფერი შეიძლება პათოლოგიაზე მეტყველებდეს. თუ დერმატოლოგთან ან გინეკოლოგთან წახვალთ, ისინი შემოგტავაზებენ ენდოკრინოლოგთან მისვლასაც.

რატომაა მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა?

გარეგანი გამოვლინებებისთვის ყურადღების მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. საეჭვო სიმპტომებს შეუძლია პრედიაბეტის (მდგომარეობა, როცა ნახშირწყლოვანი მიმოცვლა უკვე დარღვეულია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა დაავადება) გამომჟღავნდება. ზუსტ ანალიზს მიიღებთ ლაბორატორიაში. მთავარია, იქამდე მიხვიდეთ!

თუ დაავადებას პირველ ეტაპზევე აღმოაჩენთ, მის სამკურნალოდ სამედიცინო პრეპარატები არ დაგჭირდებათ. გადახედეთ ცხოვრების წესს:

  1. ჩაასწორეთ რაციონი. დაუმატეთ ბოსტნეული და ხილი, შეამცირეთ შაქრის მოხმარება;
  2. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა – ძალისმიერი სავარჯიშოები (თუნდაც სეირნობა ან ვარჯიში);
  3. შეამცირეთ სხეულის მასა – სიმსუქნე დაავადების გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

სასარგებლო ჩვევები და ცხოვრების ჯანსაღი წესი დაავადების განვითარების რისკს 70%-ით შეამცირებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს