სად წავიღოთ ძველი ტანსაცმელი, რომლის გაჩუქებაც არ შეიძლება

20445

არსებობს უამრავი ტანსაცმელთან დაკავშირებული ცრურწმენა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ტანსაცმელი იწოვს იმ ადამიანის ენერგეტიკას, რომელსაც იგი აცვია. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი უფრთხის ძველი ნივთების გაჩუქებას ან ნაგვის ურნასთან გატანას. ენერგიის უკუგადაცემის ეშინიათ. ვის უნდა იმის ფიქრი, რომ მის ტანსაცმელს ვიღაც არაკეთილსინდისიერი ჩაიცვამს ან იატაკს მოწმენდს. მოდით, გავარკვიოთ, რა შეიძლება ვუყოთ ძველ ტანსაცმელს.

ძველი ნივთების გაჩუქება

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს აქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამს, თუმცა, წლების განმავლობაში კარადაში ინახავს. გასაჩუქებლადაც ენანება, არც ჩაცმის სურვილი აქვს… რეალურად, ძველი ტანსაცმლის გამოყენების უამრავი გზა არსებობს. მაგრამ, ბევრი ვერ ბედავს მის გაჩუქებას, რამდენადაც ფიქრობს, რომ ტანსაცმელი ადამიანის ენერგეტიკას აგროვებს.

მაგალითად, სლავურ ქვეყნებში, მშობლები შვილებს ტანსაცმელს თავიანთი ნაცვამი ნივთებისგან უკერავდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ ასე მშობლები ბავშვებს თავიანთი ენერგიით იცავდნენ, უზრუნველყოფდნენ საიმედო ფარს. აგრეთვე, დიდ იღბლად ითვლებოდა ტანსაცმლის მიღება მბრძანებლის მხარს უკან, თითქოს, ასეთი ნივთი წარმატებით იყო გაჟღენთილი. ზოგადად კი, ყველამ ვიცით, რომ ადრე ტანსაცმელი უფრო ხარისხიანი იყო და დიდხანს ძლებდა.

მახსოვს, ბებიას თავისებური მეთოდიც კი ჰქონდა ნაცვამი ტანსაცმლის ენერგეტიკისგან გასათავისუფლებლად. იგი 1 მუჭა მარილს ყრიდა ტანსაცმლის პარკში ან ჩანთაში და მთელი ღამე ტოვებდა. ეს რიტუალი არამხოლოდ უცხოსგან ტანსაცმლის მიღების დროს, არამედ საკუთარი ტანსაცმლის სხვისთვის მიცემამდეც ტარდება.

ინტუიტურ დონეზე, უცხო ადამიანის ტანსაცმელს დისკომფორტის გამოწვევაც შეუძლია. თითქოს, არ გინდათ, ცრურწმენის გჯეროდეთ, თუმცა, შიგნიდან მაინც რაღაც გღრღნით. თუ სხვის ტანსაცმელში თავს კომფორტულად არ გრძნობთ, უბრალოდ ნუ ჩაიცვამთ მას. განსაკუთრებით, თუ იგი უცნობ ადამიანს ეკუთვნოდა. თუ ნივთი ბებიას, დედის ან საყვარელი დაქალისგან გადმოგეცათ და დადებით ასოციაციებს იწვევს, სადარდებელი არაფერია.

როგორ მოვექცეთ საკუთარ ძველ ტანსაცმელს, რომლის დატოვებაც ნაგვის ურნასთან არ გვინდა? თუ ნივთი კარგია, გაცვეთილი არ არის და უბრალოდ არ მოგწონთ ან გადაგინდათ, აჩუქეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანს. ნივთები, რომლებიც უკვე შეუხედავია, გადასამუშავებლად გაგზავნეთ. ახლა ბევრ მაღაზიაში შეხვდებით სპეციალურ ყუთებს, რომლებშიც ძველ ნივთებს მოათავსებთ.

აგრეთვე, ძველი ნივთების გადაკეთება და ხელახლა შეკერვას შეგიძლიათ. თუ ამის ნიჭი გაქვთ, რატომაც არა? თუ არ გაქვთ, დახმარებისთვის მკერავს მიმართეთ.

დავწვათ თუ არა?

თუ მაინც არ გასვენებთ აზრი იმის შესახებ, თუ ვინ ჩაიცვამს თქვენს ტანსაცმელს ან როგორ გამოიყენებს მას, შეგიძლიათ ძველებურ გზას მიმართოთ – უსარგებლო ნივთები დაწვათ. ასე ისინი ნამდვილად არავის შეხვდება. თუმცა, საუკეთესო გზა მაინც ის იქნებოდა, ზედმეტი არაფერი რომ გეყიდათ.

თანამედრობვე მოდა ყვირის: “იყიდე ახალი, წინა წლის კაბა დაძველდა”. ეს არამხოლოდ ჩვენს ბიუჯეტსა და ფსიქიკას, არამედ მთელ პლანეტას ურტყამს. მოხმარების კულტურა ეკოლოგიის მთავარი მტერია. შეიძინეთ ერთი ხარისხიანი ნივთი, რომელიც მოგეწონებათ და წლების განმავლობაში გამოიყენებთ, ვიდრე 5 მოდური ჩვარი, რომლებსაც რამდენიმე თვეში გადაყრით.

მახსოვს, როგორ გაპოპულარდა ათეული წლის წინ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. დედაჩემი ცდილობდა, ჩემთვის იქ ტანსაცმლის ყიდვა გადაეფიქრებინა, ზემოხსენებული ენერგეტიკული წრის გამო. მე არ მოვუსმინე და ხშირად ვპოულობდი ექსკლუზიურ ნივთებს. სიამოვნებითაც ვიცვამდი მათ. დროთა განმავლობაში, მეორადებისადმი ლტოლვა გამიქრა, ახლა ასეთ მაღაზიებში შინაგან დისკომფორტს განვიცდი

საუკეთესო გამოსავალი მაინც ზომიერი მოხმარებაა. სანამ კიდევ ერთ ჯინსს ან ტოპს შეიძენთ, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა იგი. იქნებ, ფასდაკლებამ მოგხიბლათ, ნივთები კი დიდად არ მოგეწონათ? ყოველ 6 თვეში კარადიდან ტანსაცმლის გადარჩევა რომ არ მოგიხდეთ, ნუ შეიძენთ ახალ ნივთებს იმპულსურად, მიაქციეთ ყურადღება ხარისხსა და ზომებსაც. შეიძინეთ მხოლოდ ის, რომელიც 100%-ით გიხდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს