სულისშემძვრელი ისტორია დედისა, რომელიც ზრდასრულ შვილებს აღარ სჭირდებათ

0
1448

ხშირად, დედებისთვის ზრდასრული შვილები ნამდვილ ტრაგედიად იქცევიან ხოლმე. როცა ბავშვში მთელ ჩვენს სიყვარულსა და ზრუნვას ვდებთ, სულის სიღრმეში იმის იმედი გვიჩნდება, რომ ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებიან. თუმცა, ასე არ ხდება. მათ წინსვლა, საკუთარი ცხოვრების აწყობა სჭირდებათ. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ დედისა და შვილების ისტორიას. ამ ისტორიაში დედა შვილებს აღარ სჭირდებათ.

ზრდასრული შვილების შესახებ

“მე სამი შვილი მყავს. უკვე დატოვეს მამის სახლი და საკუთარი ბედნიერების საძებნელად გაეშურნენ. ვაჟიშვილი საზღვარგარეთ დიდი ხნის წინ წავიდნენ. მას შემდეგ იგი არ მინახავს. იქვე დაქორწინდა, უკვე შვილები ჰყავს. მათი რამდენიმე ფოტო უკვე ვნახე. ჩამოსვლის დრო არ აქვს. ტელეფონით ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შვილიშვილების ნახვა, რძლის გაცნობაც მინდა.

უფროსი ქალიშვილიც კარგად მოეწყო. გათხოვდა, შვილს ზრდის, კარიერას იწყობს. მებრძოლია, ვერ დააჩოქებ. ის და მისი ქმარიც იშვიათად, მაგრამ მაინც მოდიან. ცოტა ხნის წინ ბინა იყიდეს. ამ ქალიშვილზე გული არ მტკივა, აი, უმცროსის გამო კი ვნერვიულობ.

ნინომ ცხოვრების მოწყობა ვერ შეძლო. ადრე გათხოვდა, მაშინვე დაორსულდა. მისი ერთი ქმარი ძალიან ახალგაზრდა იყო, მეორე ცუდ გზას მიჰყვებოდა. მოკლედ, ორ წელიწადში ორივეს დაშორდა. მერე შვილიშვილი მე დამიტოვა და ქალაქში სამუშაოდ წავიდა. უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა, მუშაობა დაიწყო. 1.5 წელიწადში შვილიც წაიყვანა.

აქვს კი აზრი იმის თქმას, როგორ მენატრებიან? მეტი ურთიერთობა მინდა, მათი უფრო ხშირად ნახვა. მეც გადავწყვიტე, დღესასწაულზე უმცროს ქალიშვილთან წავსულიყავი. ის და შვილიშვილი 3 წელი არ მენახა. შეიძლება ასე? მე და ჩემი ქმარი დავიტვირთეთ და წავედით. 

მივდიოდი და ვფიქრობდი, როგორ ჩავეხუტებოდი შვილსა და შვილიშვილს. ისე მომენატრნენ! სადგურში არ დაგვხვდნენ, პირდაპირ მათთან წავედით. შვილიშვილი ვეღარ ვიცანი, იმხელა გაზრდილა. შვილი კი ცივად შეგვხვდა. მითხრა, რომ ვერ დამხვდა, რადგან სტუმრების მისაღებად ემზადებოდა.

შაბათს საღამოს ჩამოვედით, კვირას კი შვილი სტუმრებს ელოდა. ბევრი რამ მოამზადა, სუფრა გაშალა. მასთან დაქალები და მათი ქმრები მოვიდნენ. შვილი მაშინვე კარგ ხასიათზე დადგა, მათ გარშემო დაიწყო ტრიალი. როცა სუფრასთან დაჯდომის დრო მოვიდა, უხერხული ღიმილით მითხრა: “დე, ჩვენთან ხომ არ დასხდებით? ახალგაზრდებთან სალაპარაკო არაფერი გექნებათ…”

მეგობრების წინაშე რომ არ შემერცხვინა, გავიღიმე და ვუთხარი, რომ არ გვინდოდა მათთან დაჯდომა. სასეირნოდ წავიდოდით, ხელი რომ არ შეგვეშალა. თან ყელში ბურთი გამეჩხირა. ავდექით და წავედით. ქალაქი ხომ არ ვიცით, მთელი დღე სადარბაზოს შესასვლელთან, ძელსკამზე გავატარეთ. კარგია, მზიანი დღე მაინც რომ იყო.

როცა საღამოს დავბრუნდით, შვილმა ლამის ზღურბლთან გვკითხა, რამდენი ხნით ჩამოვედით. ვუთხარი, რომ 1 კვირა ვაპირებდით დარჩენას. უხერხულად გაიღიმა და მითხრა, რომ ვერ მოვახერხებდით, რადგან შვილთან ერთად აგარაკზე აპირებდა წასვლას, მეგობრებთან ერთად. მეორე დღეს შინ დავბრუნდით.

სამარშუტო ტაქსიში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა სწრაფად ჩაიფრინა ცხოვრებამ. რა სწრაფად გავხდით საკუთარი შვილებისთვის უსარგებლონი. გავზარდეთ, მთელი სიყვარული, ზრუნვა, სითბო ჩავაქსოვეთ, ახლა კი ჩვენი დანახვაც არ სურთ. აღარ ვჭირდებით, აღარ…”

ეს ისტორია სულში ჩამწვდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. რა თქმა უნდა, ბავშვები მთელი ცხოვრება მშობლებთან ვერ დარჩებიან, თუმცა, არც მათი დავიწყება არ შეიძლება.

ალბათ, ნებისმიერი დედა განიცდის ბავშვების გაზრდას, მხოლოდ განსხვავებული ძალით. თუმცა, ეს მოცემულობად უნდა მიიღოთ და ცხოვრება გააგრძელოთ. თქვენ რამდენად ახლოს ხართ ზრდასრულ ბავშვებთან?