სულ უბრალო ნივთებიც კი მრავალ საიდუმლოს იტევს. ჩვენ ამ ნაცნობ უცნობებს ყოველდღე ვიყენებთ ისე, რომ ვერც კი ვხვდებით, რას ვაკეთებთ არასწორად. მაგალითად, აიღეთ უნიტაზის სურნელოვანი ბლოკი.
სარეკლამო დაპირებების შესავამისად, ეს პროდუქტი უნიტაზს ჰიგიენურ სისუფთავეს უნარჩუნებს და ხელს უშლის კირის ნადების დაგროვებას, საპირფარეშოში კი მტკიცე, სასიამოვნო არომატს აყენებს. ერთი შეხედვით უბრალო ნივთის უნიტაზზე დამაგრება ძალიან მარტივია. თუმცა, ვიღაც ამტკიცებს, რომ ამას მთელი ცხოვრება არასწორად ვაკეთებდით.
უნიტაზის არომატული ბლოკები
პირველად, ასეთი ბლოკი 1968 წელს დამზადდა. თავიდან, იგი მხოლოდ სასიამოვნო არომატის დაყენებას უზრუნველყოფდა, დროთა განმავლობაში კი ფუნქციები დაემატა – ჰიგიენის შენარჩუნებაც დაიწყო. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპირფარეშოებში, რომლებშიც წყლის ჩარეცხვისას ბაქტერიები ყველა ზედაპირზე, მათ შორის, კბილის ჯაგრისებსა და პირსახოცებზე აღმოჩნდებიან ხოლმე.
სურნელოვანი ფერადი ბურთულები მილიონობით ოჯახისთვის ყოველდღიურ ნივთად იქცა. როცა წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სანტექნიკოსი გამოვიძახე, სწორედ მან მითხრა, რომ ბლოკებს თითქმის ყველა არასწორად კიდებს უნიტაზზე.
მაჩვენა, რომ სამაგრი ისეა გაკეთებული, პირდაპირ უნიტაზის სარტყლის ქვეშ, ჭრილში შეიძლება მისი დამაგრება. ამ შემთხვევაში, ბლოკი საიმედოდაც დამაგრდება და უნიტაზის სარტყელიც აღარ წამოიწევა.
საინტერესოა, რომ Bref-ის საიტზე, “გამოყენება” დანაყოფში, ნათქვამია: დაკიდეთ Bref ქოლორ აქტივი უნიტაზის სარტყლის ქვეშ. თუმცა, თუ შეფუთვაზე დატანილ ნახატს დავუჯერებთ, მოქნილი საკიდი მაინც კედელზე ჩამოსაკიდებლადაა გათვლილი.
მაშ, რომელი მეთოდია სწორი? ინტერნეტ-მომხმარებლების აზრები გაიყო. ზოგმა მაშინვე ჩაამაგრა ბლოკი ჭრილში, ზედა სარტყელი მჭიდროდ რომ დაფარებოდა უნიტაზს. სხვები წერენ, რომ შიგნიდან უნიტაზის შეხება ცუდი აზრია და ეშინიათ, რომ ბლოკი შეიძლება ჩამოვარდეს და უნიტაზი გაჭედოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, უნიტაზის ბლოკის ასე დამაგრება ყველას შეუძლია. ეს რეალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნიტაზში სარტყლის ქვეშ ჭრილია. გირჩევთ, ახლავე გამოსცადოთ!