3 მთავარი შეცდომა მიწათმოქმედებაში, რომლებიც მცენარეებს ვნებს

3699

ახლა ძალიან პოპულარულია სასუქად ხის ნაცრის გამოყენება. ბევრმა უკვე რეგულარულად დაიწყო ამ საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამოყენება, თუმცა, ყველა არ ითვალისწინებს იმ წესებს, რომლებიც ამ დროს უნდა დაიცვას. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის გამენდო ხის ფერფლის გამოყენების დროს ყველაზე ხშირად დაშვებული 3 შეცდომა, რომლებიც მცენარეს ღუპავს ხოლმე.

ხის ნაცარი მიწათმოქმედებაში

1. ნაცარის შერევა მინერალურ სასუქებთან

ეს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. არ მესმის, საიდან გაჩნდა ეს მეთოდი, თუმცა, მის ავტორს ყველაფერს ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ! აიღეთ ფურცელი და ჩაიწერეთ: ნაცარისა და მინერალური სასუქების ერთდროულად გამოყენებას აზრი არ აქვს. მათი შერევა იწვევს ქიმიურ რეაქციას, რამდენადაც ამიაკი მიდის, მიწაში მიკროელემენტების ბალანსი ირღვევა. არ შეიძლება ნაცართან სულფატის, ამიაკის გვარჯილასა და ამონიას გამოყენება.

ეს ეხება ფოსფორიან სასუქსაც – არ შეურიოთ ნაცარს ზედმეტი რაოდენობით ფოსფორი. ამ შემთხვევაში, მცენარე ქლოროზით დაავადდება. ზოგადად, ნაცარი, სუფერფოსფატის დამატებით, მიწისთვის მავნე ხდება. მოერიდეთ ნიადაგში მათ ერთდროულად დამატებას.

2. რაც მეტი – მით უკეთესი

როგორც კი ითქვა, რომ ნაცარი ნაკვეთისთვის სასარგებლოა, ზოგმა იგი ყველგან დაყარა. ასე ნუ მოიქცევით! უნდა დაფიქრდეთ, სანამ მცენარეს ნებისმიერი სახის სასუქს მისცემთ.

დაფიქრდით: ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნაცარი ნიადაგს ამჟავებს, თუმცა, არსებობს მცენარეები (მაგალითად, ძახველი, ვარდისა და შროშნის ზოგიერთი სახეობა, მოცვი) – რომლებსაც მჟავე ნიადაგი არ სჭირდება. დანარჩენ შემთხვევებში კი აუცილებელია ზომიერების დაცვა. დაუშვებელია ფერფლის გამოყენება საზამთროსთან, მჟაუნასთან, ბოლოკთან – იგი მათ ზრდას შეუშლის ხელს.

3. ნებისმიერი ფერფლის გამოყენება

მწვადების ნაცარი გამოდგება, დამწვარი ღობე – გამოდგება, დამწვარი ნაგვის ნაცარიც გამოდგება – ასე არ შეიძლება! ასეთი ნარჩენი უბრალოდ არ უხდება მცენარეებს. აი, რატომ:

ჯერ ერთი, მწვადის მომზადების დროს, ჩვენი უმრავლესობა ნახშირს სპეციალურ აალებად ნივთიერებებს ვასხამთ, ისინი კი ქიმიურია! ასეთი ნაცარი ნიადაგს მხოლოდ ავნებს და მავნე ქიმიურ ელემენტებს დაუმატებს.

რაც შეეხება ღობეს – უმეტესად, ეს ნაგებობა გალაქული ან შეღებილია. ლაქი და საღებავი მცენარეს ხომ კარგს არაფერს მოუტანს. მის შემადგენლობაში არსებული მთელი მავნე მასა ხომ ნაცარში რჩება. არამგონია, ეს ნიადაგს არგებდეს.

ნაგავი: ალბათ, ახსნა საჭირო არცაა. ეს ხომ ყველანაირი პარკის, ბოთლისა და ყუთის ნარჩენია. ნაგავთან ერთად იწვება გაზეთები და ჟურნალებიც. იცოდით, რომ საღებავი, რომლითაც ტექსტს ბეჭდავენ, მძიმე მეტალებს შეიცავს? არც ამ “უვნებელი ქაღალდების” გამოყენება შეიძლება ნაცარის მისაღებად.

აქვე ჩნდება კითხვა: რისგან მივიღოთ სასუქი ნაცარი? მხოლოდ იმ კოცონისგან, რომელიც ტოტებისა და შეშისგან შედგება. სწორედ ასეთი ნარჩენი იქნება გაჟღენთილი კალციუმითა და კალიუმით, თანაც, ნაკვეთისთვის სულაც არ წარმოადგენს საფრთხეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს