ვაჟიშვილი მშობლების კეთილდღეობისთვის თავს არ ზოგავს, მათ კი უფროსი ძმა უფრო უყვართ

185

ოჯახში პირადი ურთიერთობები იცვლება, როცა ბავშვები იზრდებიან. რომელიმესთან კავშირი ფუჭდება, რომელიღაც კი მოხუცებული მშობლების ცხოვრებიდან სამუდამოდ მიდის. ამ შეთხვევაში, როგორ უნდა შევადგინოთ ანდერძი და ვიფიქროთ საკუთარ ოჯახზე?

ჩვენი გმირის ოჯახში არეულობაა. სანდრო მშობლებს ყველაფერში ეხმარება, მისი ძმა კი მხოლოდ ითხოვს. იმის გასაგებად, თუ რით დამთავრდა ასეთი დაძაბული ოჯახური ურთიერთობა, სტატიის კითხვა გააგრძელეთ.

პირადი ურთიერთობები ოჯახში

“ჩვენ ყოველთვის მეგობრული ოჯახი ვიყავით. როცა მე და ჩემი ძმა სკოლაში ვსწავლობდით, მშობლებს მაშინაც ვეხმარებოდით ყოველდღიურ საქმეებში. მოგეხსენებათ, სოფელში ზედმეტი ხელი არ არსებობს. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვლა, რაც ჩემი ძმა, სერგო უნივერსიტეტში მოხვდა და დედაქალაქში წავიდა. მე მშობლიურ სოფელში, ჩემს მშობლებთან დავრჩი.

უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, სერგო დაქორწინდა და ქალაქში დარჩა. მერე მეც მოვიყვანე ცოლად ულამაზესი გოგონა, ჩემი სკოლანდელი სიყვარული. მასთან ერთად ახლაც იმავე სოფელში, მშობლებთან ახლოს ვცხოვრობ. 

ჩემი ძმა მშობლებს თითქმის არ სტუმრობს. ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ნათესავი კი არა, სტუმარი გვგონია. სამაგიეროდ, მშობლები მას არ უჩივიან. აუცილებლად ატანენ უზარმაზარ, პროდუქტებით სავსე ჩანთასა და ფულით სავსე კონვერტს. დედაჩემი კაპიკს კაპიკზე აწებებს, რომ სერგო და მისი ოჯახი გაახაროს. თან, ხშირად, ბოლო თეთრსაც კი აძლევს.

სერგო ღარიბულად არ ცხოვრობს. ვიტყოდი, რომ ძალიანაც კარგად მოეწყო. ფული ჰყოფნის ცოლისა და ბავშვის სარჩენად, ბინისა და მანქანისთვის. თუმცა, დედას ფულს ყოველთვის ართმევს, უარის თქმა არასდროს უფიქრია.

მე კი მშობლები მხოლოდ იმას მიმტკიცებენ, თუ როგორ უჭირს სერგოს ქალაქში ცხოვრება. იქ ხომ ყველაფერი ძალიან ძვირია – ფული გამოადგება. მე კი, სოფელში რახან ვცხოვრობ, არაფერი მინდა, არც მანქანა მყავს. გამოიცანით, ვინ მოდის ყოველდღე მშობლების სახლში, კიდევ ერთხელ რომ დაეხმაროს? რა თქმა უნდა, მე, სანდრო. არა, არ ვშურიანობ და არ მინდა, დედაჩემმა ფული რომ მომცეს, ღმერთმა დამიფაროს! უბრალოდ მწყინს, რომ ჩემს ძმას ფეხებზე ჰკიდია, მშობლები კი ამას ვარდისფერი სათვალეებით უყურებენ.

ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს

ერთხელ ავად გავხდი და მშობლებთან დიდი ხანი ვერ მივედი დასახმარებლად. რამდენიმე დღეში დედა მომვარდა პრეტენზიით, კარტოფილის აღებაში რატომ არ მეხმარებიო. როცა გაიგო, რომ ავად ვიყავი და არ მინდოდა მისი შეწუხება, ტირილი აუტყდა.

მაშინვე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მითხრა: “ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ შენს ძმასა და შენზე. მამაშენი ამბობს, რომ მხოლოდ სერგოზე ვლაპარაკობ და მავიწყდება, რამდენს აკეთებ შენ ჩვენთვის. იმდენ ხანს არ მოსულხარ, რომ ვიფიქრე, უბრალოდ მოსვლა არ გინდოდა. პრეტენზიით მოვედი და, თურმე, ავად გამხდარხარ… ცუდი დედა ვარ, მაპატიე.”

ეს აღიარება ჩემთვის მოულოდნელი იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში, სერგო მისი საყვარელი შვილი იყო, მე ყოველთვის მის ჩრდილში ვცხოვრობდი. დედაჩემმა ეს მხოლოდ ახლა აღიარა. როცა გამოვჯანმრთელდი, ყველაფერი დალაგდა. რაღაც შეიცვალა კიდევაც: დედაჩემის ჩემ მიმართ დამოკიდებულა გაუმჯობესდა-სავით. ერთხელ, ბოსტანში მუშაობის დროს, მამაჩემმა დამიძახა და მითხრა: “მე და დედაშენმა გადავწყვიტეთ, ყველაფერი შენ გადმოგიფორმოთ. სამართლიანი იქნება.”

მთელი ცხოვრება მხოლოდ ის მინდოდა, რომ მეც საყვარელი ვაჟი ვყოფილიყავი, თუმცა, ამას არასდროს ვითხოვდი. გამიხარდა, რომ მშობლები მიხვდნენ ამას. მე ყოველთვის გულწრფელად მიყვარდა ისინი. იქნებ, ადრე თუ გვიან, დრო მართლაც ყველაფერს მკურნალობს?

რედაქციისგან

ძალიან კარგად ვიცი, როგორ შეიძლება შეიცვალოს ოჯახში პირადი ურთიერთობები. სამწუხაროდ, სანამ ერთი ნათესავი ვერაფერს ეჭვობს, მეორე გულს იღრღნის. კარგია, როცა პრობლემა მარტივად, ზედმეტი ჩარევის გარეშე წყდება. თუმცა, ხანდახან, ადამიანს წლების განმავლობაში უწევს ტანჯვა, აუტანელი ფიქრი იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა ჩრდილში მაინცდამაინც ის. იქნებ, მშობლები სერგოს სიამოვნებას მხოლოდ იმიტომ ცდილობდნენ, რომ ენატრებოდათ? ასეა თუ ისე, ასეთმა მოქმედებამ მშობლებსა და ვაჟს შორის კავშირის განმტკიცება ვერ შეძლო.

როგორ ფიქრობთ, რატომ ხვდება ზოგიერთი ბავშვი რჩეულთა სიაში, სხვებზე კი მშობლები არც კი ფიქრობენ? განიხილეთ ეს თემა კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს