დღეს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში შეხვდებით საქონლის მრავალფეროვნებას, რომელთა შორის სხვაობას თითქმის ვერ შეამჩნევთ. უბრალოდ დააკვირდით, რამხელა მრავალფეროვნებაა სახლისა და სხეულის მოვლის საშუალებებში! ცხოვრების თანამედროვე რიტმი კი თითოეული მათგანის შემადგენლობის შესწავლის საშუალებას არ გვაძლევს. ამავდროულად, მყიდველთა უმრავლესობას ზოგიერთი პროდუქტის პოტენციური მავნე თვისებები აწუხებს, იქნება ეს სარეცხი ფხვნილი, შამპუნი, დეზოდორანტი თუ სხვა.
მე ყოველთვის მაინტერესებდა დეზოდორანტების უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ, სულ ცოტა ხნის წინ, ამ პრობლემის შესწავლა გადავწყვიტე. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, რამდენად ხშრიად უნდა გამოიყენოთ დეზოდორანტი, რამდენად უსაფრთხოა ნაყიდი საშუალებები და არსებობს თუ არა ნატურალური ალტერნატივები.
შეიძლება თუ არა დეზოდორანტების გამოყენება?
ძირითადი კომპონენტი, რომლის გამოც მომხმარებლები დეზოდორანტებს უფრთხიან, ალუმინი გახლავთ. ზოგიერთი მათგანი ამას ონკოლოგიური დაავადებების რისკს უკავშირებს, თუმცა, დღეისათვის, ამის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.
ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ ალუმინის მრავალწლიანი გამოყენების შემდეგ, იგი მართლაც გროვდება ორგანიზმის ქსოვილებში. აგრეთვე, შეუძლია ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა.
მაშ, რა მოვუხერხოთ უსიამოვნო სუნს, თუ ალუმინის შემცველი საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმა გვინდა? დავიწყოთ იმით, რომ დეზოდორანტის რეგულარული გამოყენება ყველასთვის აუცილებელი არაა. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი უბრალოდ არ ფლობს ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნის გაჩენაზე აგებს პასუხს.
თუ თქვენ ამ ადამიანებს შორის არ ხართ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ოფლის სუნის მინიმუმამდე დაყვანაში დაგეხმარებათ.
- სწორად იკვებეთ. რაციონში ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა იყოს;
- დალიეთ დღეში არანაკლებ 2 ლ სუფთა წყალი.
- მიიღეთ შხაპი დღეში ორჯერ.
- უარი თქვით ალკოჰოლის მოხმარებაზე.
- აირჩიეთ სპორტი და ივარჯიშეთ.
- მიმართეთ ენდოკრინოლოგს, შესაძლო ჰორმონული დარღვევები რომ გამორიცხოთ.
აგრეთვე, გირჩევთ ისეთი დეზოდორანტების შერჩევას, რომლებიც არ შეიცავს მავნე კომპონენტებს. რა თქმა უნდა, დიდ ქალაქებში ასეთი ჰიგიენური საშუალებების შოვნა უფრო მარტივია.
გარდა ამისა, ალუმინის შემცველი დეზოდორანტის ჩანაცვლება ხალხურ საშუალებებსაც შეუძლია. ასეთია ლიმონი, ძმარი, სოდა, საპონი, ეთერზეთები და წყალბადის ზეჟანგი. თუმცა, ამ საშუალებების გამოყენება მოუხერხებელია. მათი უარყოფითი მხარეა ის, რომ არაუნივერსალურია. თქვენი ორგანიზმისთვის შესაფერისი შემადგენლობის საპოვნელად (რომელიც დაგიცავთ ოფლის სუნისგან და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს) საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ.
რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა მაღაზიის პროდუქტზე უარის თქმა. უბრალოდ, აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენი ცხოვრების წესს ყველაზე მეტად უხდება. ბოლოს და ბოლოს, ყველა თავად წყვეტს, როგორ იპოვოს ბალანსი ნატურალურ საშუალებებს, მოხერხებულ გამოყენებასა და ეკონომიას შორის.