ერთ წუთიანი სავარჯიშო: თითების გადაჯვარედინება, რომელიც ჯანმრთელობას დაგიბრუნებთ.

0
519

ჩემი აგარაკის მეზობელი, ვერა დეიდა თქვენთან არაერთხელ მიხსენებია. ეს ქალი ჩემს გაოცებას არ წყვეტს! წინა კვირას ბაზარში მივდიოდი. გავიხედე მისი სახლისკენ და რას ვხედავ – სახლის წინ ძელსკამზე ზის და ფეხები უჭირავს. თავიდან ვიფიქრე, რომ ფეხები იტკინა. ხშირად ხომ ვერ დაინახავ ადამიანს, რომელიც ხელებისა და ფეხების თითებს ასე უბრალოდ აჯვარედინებს. დეიდა ვერამ მაშინვე ამიხსნა.

როგორც აღმოჩნდა, ჩემი უფროსი დაქალი გამოჯანმრთელების აღმოსავლური ტექნიკით დაინტერესდა. იმის გათვალისწინებით, რომ დროის დიდ ნაწილს, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ნაკვეთზე ატარებს, ფეხები ძალიან ეღლება. მათი დივანზე გაშლის ნაცვლად, იგი ხელებისა და ფეხების თითებს აჯვარედინებს. აი, თურმე რატომ აკეთებს ამას.

რატომაა სასარგებლო ხელ-ფეხის თითების გადაჯვარედინება?

როგორც ჩინური მედიცინის ექსპერტები ამტკიცებენ, ორგანიზმში პირველი ფეხები იღლება. რა გასაკვირია – მთელი ცხოვრების განმავლობაში ხომ სწორედ მათ აწევს უზარმაზარი დატვირთვა. ტერფებზე, განსაკუთრებით კი თითებზე, თავმოყრილია უამრავი რეფლექტორული ზონა და ნერვული დაბოლოება. აი, რატომ უნდა გაიკეთოთ მასაჟი და ხელ-ფეხი ერთმანეთს ჩააწნათ.

  • სისხლის მიმოქცევისა და ლიმფის ნაკადის გასაუმჯობესებლად. ასე შეძლებთ ფეხებიდან შეშუპებისა და დაღლილობის მოხსნას, აგრეთვე, ხელს შეუშლით ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.
  • ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკისა და სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებისთვის. ხელ-ფეხის თითების რეგულარული გადაწნა ართროზს დაგავიწყებთ.
  • რთული სამუშაო დღის ბოლოს, ფეხების მოდუნებისა და გამოფხიზლებისთვის. ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება განწყობასაც აგიმაღლებთ.

როგორ გადავაჯვარედინოთ თითები?

ჩვეულებრივ, ეს სავარჯიშო ჯდომისას სრულდება. დაჯექით და მოხარეთ მარცხენა ფეხი, ტერფი კი მარჯვენა ფეხის მუხლზე დაადეთ. ჩაეჭიდეთ მარჯვენა ხელის თითებით და გაჩერდით ასეთ ჩაკეტილ მდგომარეობაში 1 წუთით. პროცესში მოთელეთ ტერფები.

ანალოგიურად შეიძლება სავარჯიშოს შესრულება წოლისას. ჩართეთ იგი ყოველდღიურ სავარჯიშოთა კომპლექსში, ყოველ დილით ენერგიის მოზღვავება რომ იგრძნოთ. თუ ჩაკეტვა არ გამოგდით, უბრალოდ ხელის გულით ტერფი დაიჭირეთ. მოთელეთ თანმიმდევრობით, სანამ სახსრების მოძრაობის უნარი არ გაუმჯობესდება.

მიუხედავად ჩემი მეზობლის დადებითი გამოხმაურებისა, დედაჩემი ჯერაც ვერ დავარწმუნე ამ სავარჯიშოს სარგებლიანობაში. ამბობს, რომ უკვე მოხუცია მსგავსი მოძრაობებისთვის. მე კი მჯერა, რომ მთავარი არა ასაკი, არამედ ისაა, თუ როგორ გრძნობთ თავს. მეთანხმებით?