მზარეულმა მასწავლა ხორცის ისე მომზადება, უკბილო მოხუცმაც რომ შეძლოს მისი დაღეჭვა

538

ამ რეცეპტს დიდხანს ვეძებდი, რამდენადაც “ტუშონკა” ბავშვობიდან მიყვარს. არ ვიცოდი, როგორ უნდა მომემზადებინა იგი სახლის პირობებში. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ავტოკლავში ხორცის მომზადების გზას, რომელიც მას იმდენად დაარბილებს, უკბილო ადამიანსაც შეეძლება დაღეჭვა.

თუ ავტოკლავი არ გაქვთ, ჩაშუშული ხორცი კი ძალიან გიყვართ, ჩემსავით, გირჩევთ, ეს მოწყობილობა შეიძინოთ. არა, ეს სარეკლამო სტატიაა არაა, ამიტომ ავტოკლავის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვით, თუმცა, რეცეპტი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.

ჩაშუშული ხორცი ავტოკლავში

რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდი ზომის აპარატია, თუმცა, მისი გამოყენება სამზარეულოში, საკუთარ ქურაზეც შეიძლება. არსებობს ელექტრონული ავტოკლავიც, თუმცა, მთავარი ეს არაა. მოშუშულ ხორცს მხოლოდ მისი გამოყენება გვაძლევს. როგორც კი მას იპოვით, მაშინვე შეუდექით საქმეს.

რეცეპტისთვის ნებისმიერი ხორცი, თუნდაც ძვლიანი ქათამი გამოდგება. ნუ დაკავდებით ხრტილების წმენდით ან რამე მსგავსით, ავტოკლავის გამოყენების შემდეგ, ხორცი პირში დადნება. მოკლედ, დაგჭირდებათ მხოლოდ ხრახნიანი ქილები.

ინგრედიენტები:

  • ღორის ან საქონლის ხორცი
  • 5 მარცვალი შავი პილპილი (ყოველ ქილაში)
  • 1 მარცვალი სურნელოვანი პილპილი (ყოველ ქილაში)
  • 6 გ მარილი

მომზადება

1. თითოეულ ქილას დაუმატეთ პილპილები. შემდეგ დაჭერით ხორცი ნაჭრებად და ჩაალაგეთ ქილაში ნახევრამდე. დაუმატეთ მარილი და მოათავსეთ ხორცის კიდევ ერთი ფენა. პირთამდე 2 სმ ცარიელი სივრცე დატოვეთ.

2. ხორცის დატკეპნა საჭირო არაა. სულ ესაა. რაც შეეხება ქილებსა და თავსახურებს, მათი დამატებით გასტერილება საჭირო არაა; უბრალოდ გარეცხეთ ცხელი წყლით.

3. ახლა უბრალოდ მოათავსეთ ქილები ავტოკლავში. ჩვენს მოწყობილობაში ერთბაშად 8 ქილა ჩაეტია. უბრალოდ, 0.65-ლიტრიანი. ისინი მჭიდროდ იკეტება და სპეციალურ მოწყობილობაში ლაგდებ. წნევა 120 გრადუსს უნდა უდრიდეს, ასე ხორცი 40 წუთით ითუშება.

ახლა უბრალოდ დაელოდეთ ავტოკლავის გაგრილებას და ამოიღეთ მზა ხორცი. ერთი ქილა შეგიძლიათ მაშინვე გახსნათ, დანარჩენი კი შეინახეთ თაროზე – რამდენიმე თვეს გასტანს! თუმცა, ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. რატომ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ ჩაშუშული ხორცით, თუ ამავე წარმატებით შეიძლება ფაფის მომზადებად.

ფაფა ავტოკლავში

ინგრედიენტები:

  • 170 გ ხორცი
  • 4 ს.კ. ხახვისა და სტაფილოს ნარევი
  • 4 ს.კ. მშრალი წიწიბურა
  • 1 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 3 მარცვალი შავი პილპილი
  • 6 გ მარილი

ეს ყველაფერი მოათავსეთ ნახევარლიტრიან ქილაში. შეგიძლიათ, არ შეურიოთ და ფენებად ჩაალაგოთ. არ დაგავიწყდეთ წყლის დამატება, ოღონდ პირთამდე არა – 1-1.5 სმ ცარიელი სივრცე დატოვეთ. მოათავსეთ ავტოკლავში, მოშუშულ ხორცთან ერთად.

აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტებიც, რომლებისთვისაც ავტოკლავს იყენებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს