დიდებული თაფლიანი კიტრი, რომელიც იდეალურად უხდება ნებისმიერი მწვადს

66

კიტრს თაფლისა და მდოგვის ნარევში ვამწნილებ, მწვადისთვის ყველაზე გემრიელი დასაყოლებელი რომ მოვამზადო. სუფრიდან იგი პირველი ქრება! კიტრი ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ მზადდება. სამაგიეროდ, ძალიან მადისაღმძვრელად ხრაშუნობს და ზაფხულის სუნი აქვს.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ კიტრის დასაყოლებლის რეცეპტს, რომელიც მწვადებთან ერთად უნდა მიირთვათ!

თაფლიანი კიტრის მწნილი

ინგრედიენტები:

  • 500 გ კიტრი
  • 25 მლ ზეთი
  • 25 მლ წყალი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. დიჟონური მდოგვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
  • 40 გ კამა
  • 1 ცხარე წიწაკა

მომზადება

  1. გარეცხეთ, ოღონდ არ გაფრცქვნათ კიტრი. დაჭერით სქელ რგოლებად.
  2. დაჭერით წითელი წიწაკა პატარა რგოლებად. აგრეთვე, წვრილად დაჭერით კამა, ნიორი კი წვრილად დახეხეთ.
  3. ღრმა თასში შეურიეთ კიტრს წიწაკა, კამა და ნიორი. ჩაასხით წყალი და ზეთი.
  4. აგრეთვე, დაუმატეთ ძმარი, მარილი, დიჟონის მდოგვი და თაფლი. კარგად მოურიეთ.
  5. დაახურეთ თასს ცელოფანი და დააყენეთ 1.5 საათით მაგიდაზე. ამ დროში კიტრს 2-3-ჯერ უნდა მოურიოთ. ამის შემდეგ, შედგით დასაყოლებელი მაცივარში 2 საათით.
  6. სულ ესაა, ხრაშუნა დასაყოლებელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თაფლისა და მდოგვის მარინადში კიტრი შესანიშნავად ერწყმის შემწვარ ხორცს, გამომცხვარ კარტოფილს ან სხვა ნებისმიერ კერძს. ამიტომ, ეს დასაყოლებელი აუცილებლად უნდა მოამზადოთ მაშინ, როცა მწვადების შეწვას, პიკნიკის ან ლაშქრობის მოწყობას აპირებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს