ჩემს ქმარს ხახვი არ უყვარს, ამ კერძში კი თავებად ჭამს და ხორცს არც კი ეტანება

239

ხახვი უნიკალური ბოსტნეულია, რომლის დახმარებითაც მრავალი კერძის გარდასახვა, არომატისა და გაჯერებული გემოს მინიჭება შეიძლება. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ხახვის მომზადებას ღუმელში, დასაყოლებლის სახით. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს რეცეპტი ხახვზე წარმოდგენას შეგიცვლით.

როგორ მოვამზადოთ ხახვი ღუმელში

ეს ძალიან მარტივი პროცესია, მომზადების პროცესი კი დიდ დროს არ წაგართმევთ. არც ქურასთან ტრიალი მოგიხდებათ. სხვათა შორის, კერძი არაერთხელ გამოსცადეს ადამიანებმა, რომლებსაც ხახვი არც ერთი სახით არ მოსწონთ. ამ კერძს ისინიც კი ბოლომდე მიირთმევენ. თანაც, მას ისეთი სურნელი აქვს, თავს ვერავინ შეიკავებს.

ინგრედიენტები:

  • ხახვი
  • შავი პილპილი
  • შებოლილი ტკბილი პაპრიკა
  • სოიოს სოუსი
  • ზეთი

მომზადება

  1. ჩვეულებრივ, პროდუქტს თვალის ზომით ვიღებ. მიხვდებოდით, რომ სუნელების რაოდენობა ხახვის თავების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაშ ასე, გაფრცქვენით ხახვი.
  2. გაჭერით თითოეული ხახვი ოთხ ნაწილად. არ მოაჭრათ ხახვს ძირი, ფენებად რომ არ დაიშალოს.
  3. ჩაალაგეთ ხახვი ღრმა თასში. მოაყარეთ პილპილი და პაპრიკა. აღვნიშნავ, რომ პაპრიკა მხოლოდ შებოლილი უნდა გამოიყენოთ. მაშინ მზა ხახვს ისეთი გემო ექნება, თითქოს მაყალზე მომზადდა. მოურიეთ, სუნელებით კარგად რომ გაიჟღინთოს.
  4. შემდეგ დაუამტეთ სოიოს სოუსი და ზეთი, კიდევ ერთხელ მოურიეთ. მარილის დამატება საჭირო არაა – სოიოს სოუსი ისედაც მარილიანია.
  5. შეგიძლიათ, ხახვი ცოტა ხნით მარინადში დატოვოთ ან პირდაპირ ღუმელში შედგათ.
  6. ხახვი მოათავსეთ სპეციალურ საცხობ პარკში. თანაბრად გადაანაწილეთ, ერთი ფენა რომ მიიღოთ. პარკი დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას, ორთქლი რომ გამოვიდეს.
  7. აცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

სულ ეს იყო. ძალიან მარტივია, არა? თან რა გემრიელია! გამომცხვარი ხახვი კარტოფილს, ხორცს ფაფას ან, თუნდაც, პურს უნდა მიატანოთ. გამოვა უფრო გემრიელი, ვიდრე შემწვარი, არც ქურასთან ტრიალი მოგიწევთ. გირჩევთ, მოუმზადოთ მას, ვინც ხახვს ვერ იტანს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს