რძის კოქტეილის რეცეპტი: ბავშვობის გემო მათთვის, ვისაც ნოსტალგია მოაწვა

0
179

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ბავშვობაში გასინჯული რძის კოქტეილის გემო ვერც ერთ თანამედროვე ანალოგს ვერ შეედრება. ადრე ხომ გემრიელი რაღაცების მომზადება კარგად გამოსდიოდათ. რთულია იმ ნაჯერი ნაღების გემო – მინდა, ერთი წამით დავბრუნდე ბავშვობაში, ეს სიამოვნება კიდევ ერთხელ რომ განვიცადო. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქციამ ბავშვობის გემოს აღდგენა გადაწყვიტა: ვამზადებთ რძის კოქტეილს ნაყინით.

რძის კოქტეილის რეცეპტი

იქნებ, საქმე არა გემოში, არამედ ახალგაზრდობის წლების თბილ მოგონებებშია. ჩვენ ხომ ყოველთვის გვგონია, რომ ადრე უფრო გემრიელი, კეთილი, მწვანე და ა.შ. იყო… მეორე მხრივ, არ შეიძლება იმის უარყოფაც, რომ დღევანდელი რძის კოქტეილები მნიშვნელოვნად ჩამორჩება გემოთ იმას, ოდესღაც ასე ძალიან რომ გვიყვარდა.

ადრე კოქტეილს ხარისხიანი პროდუქტის, ნაყინისა და სიროფისგან ამზადებენ, ახლა კი ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ათქვეფილ რძეს მივირთმევთ. ვერსად ვპოულობ ნამდვილ რძის კოქტეილს, რომელიც ოდნავ მაინც მომაგონებს ბავშვობის სასმლის გემოს. არსებობს გამოსავალი: თავად მოამზადოთ, სახლის პირობებში. მაშ ასე, ჩვენს მკითხველებს “საბჭოთა კავშირის” რძის კოქტეილის რეცეპტს ვჩუქნით.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ გრილი რძე (3.2-4.0%)
  • 200 გ ვანილის პლომბირი (ცხიმის მასობრივი წილი – 12%)
  • 2 ს.კ. კენკრის ან ხილის სიროფი (მურაბის გამოყენებაც შეიძლება

მომზადება

  1. მომზადების დაწყებამდე 15 წუთით ადრე, პლომბირი საყინულიდან გამოიღეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, ოდნავ რომ ჩამოდნეს. რძე კი ცივი უნდა იყოს – ასე სქელ ქაფს მივიღებთ. ამავდროულად, მოამზადეთ 200-250 მლ მოცულობის ჭიქები
  2. ბლენდერის დოქში ათქვიფეთ რძე და ნაყინი მაღალ ტემპერატურაზე, 1 წუთის განმავლობაში.
  3. დაუმატეთ სიროფი ან მურაბა და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ მაღალი სიმძლავრით, თეთრი ქაფის წარმოქმნამდე.
  4. გადაასხით მზა მასა ჭიქებში და რძის კოქტეილი მზად იქნება.

სსრკ-ში რძის კოქტეილის შეკვეთა თითქმის ნებისმიერ კაფეტერიაში შეგვეძლო. იგი ტკბილი, სქელი, გაჯერებული, მათრობელა იყო. უნდა ვაღიაროთ, რომ სახლის პირობებშიც კი არ გამოდის სასმელი ისეთი გემრიელი, როგორიც ბავშვობაში იყო. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

ჯერ ერთი, პროდუქტის ხარისხი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე ნაყინს მხოლოდ საღი რძისგან ამზადებენ. ახლა? თვითონაც იცით… რთულია არამხოლოდ ხარისხიანი პლომბირის, არამედ საღი რძის პოვნაც. მეორეც, ზემოხსენებულ კაფეტერიებში იდგა სპეციალური მიქსერები, რომლებიც სახლისაზე რამდენჯერმე უფრო მძლავრი იყო. ისინი წუთში 13 000 ბრუნს ასრულებდნენ და სპეციალური ფეხები ჰქონდათ.

მოკლედ, თუ რძის კოქტეილის მომზადება გინდათ, თან ცდილობთ, იგი ავთენტურ საბჭოთა პროდუქტს მიამსგავსოთ, მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი უნდა აირჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებთ იმ გემოს, რომელიც ბავშვობიდან შემოგრჩათ. იმედია, შეძლებთ იმ მოგონებების გაცოცხლებას.

თქვენ რისი გემო გენატრებათ ყველაზე მეტად იმ დროიდან? აუცილებლად მოგვიყევით!