შემთხვევით ჩემი შვილის საუბარი გავიგონე და მივხვდი, რომ მათთვის ზედმეტი ვარ

0
2297

ორი დიასახლისი ერთ სამზარეულოში თავს ყოველთვის შევიწროვებულად გრძნობს. მაშინაც კი, თუ ამ ქალებს შორის ყველაზე მჭიდრო ნათესაური კავშირია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედა ქალიშვილთან ცხოვრობს, რათა მას, მაგალითად, პატარა ბავშვების მოვლაში დაეხმაროს, მაინც კონფლიქტით სრულდება ყველაფერი.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ისტორიას ერთი ქალბატონისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ღვიძლი ქალიშვილის საყოფაცხოვრებო საქმეებში დასახმარებლად. თუმცა, ახალგაზრდა ოჯახი უბრალოდ შევიწროვდა ბებიასთან ერთად ცხოვრებით. ახლა როგორ მოიქცნენ?

დედა ქალიშვილთან ცხოვრობს

“ჩემი დარინა, ჩემი აზრით, საკმაოდ გვიან გათხოვდა – 29 წლის იყო. მე ვაჩქარებდი, რომ მალე გაეჩინა შვილი. მინდოდა, შვილიშვილების ბედნიერებას მოვსწრებოდი.

საბედნიეროდ, ყველაფერი ისე გამოვიდა, უკეთესად რომ ვერ ვინატრებდი. მე ორი შესანიშნავი ტყუპის ბებია გავხდი. სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად ბედნიერი ვიყავით ყველა.

რა თქმა უნდა, დარინას უჭირდა ორი ბავშვის ტარება და გაჩენა. ამიტომ, როცა მასთან გადასვლა შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. რაზე უნდა დავფიქრებულიყავი მე, პენსიონერი, მარტოხელა ქალი? ბინაში არც ისე დიდი ადგილი აქვს, მაგრამ ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ და დავეტიეთ.

შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი, ჩემი შვილიშვილების ოთახში ვრჩებოდი, ღამით მათთან მე ვიყავი. დარინასა და მის ქმარს მშვიდად ეძინათ, არ ვაწუხებდით. დალაგებასა და საჭმლის მომზადებაშიც ვცდილობდი მიხმარებას, ჩემს შვილს დასვენება და ძალების მოკრება რომ შეძლებოდა.

ერთი ბავშვით დიდად არ გაუჭირდებოდა. ორს კი დაუხმარებლად ნამდვილად ვერ მოუვლიდა. თანაც, სიძე გვიანობამდე მუშაობს და სახლის საქმეებშიც ვერ ეხმარება დარინას. მერე ქმარსაც ხომ უნდა მოვლა, ჭმევა, სარეცხის რეცხვა… ამიტომ, ჩემი იქ ყოფნა უბრალოდ აუცილებელი იყო. ააბ რისთვის ვარ დედა.

მეგონა, რომ დარინა და სიძე აფასებდნენ ჩემს დახმარებას. მე ხომ მათთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს. ვცდილობდი, რომ მათთვის ცხოვრება გამემარტივებინა. ხან ვკარნახობდი, ხან ვუხსნიდი, ხან მე ვაკეთებდი… მალე ბინაში თავი ზედმეტად ვიგრძენი. ეს იმიტომ, რომ უსიამოვნო საუბარი შემთხვევით მოვისმინე.

უსიამოვნო საუბარი

აღმოჩნდა, რომ სიძე მე არა დამხმარედ, არამედ ტვირთად მიმიჩნევს. დარინას პირდაპირ უთხრა, რომ დილაობით, საპირფარეშოში შესასვლელად, რიგის დაკავება უწევს. გოგონები რომ გაიზრდებიან, მერე რაღა იქნებაო; ჩემსავე ბინაში თავს შევიწროვებულად ვგრძნობო.

დარინამ უპასუხა, რომ მშობელ დედას ქუჩაში არ გააგდებდა. სიძემ განაცხადა, რომ უკეთესი იყო, სოფელში რომ ვცხოვრობდი და იქ ჩემი საქმე მქონდა. საუბარი აქ დამთავრდა. მე გული ძალიან მეტკინა, მაგრამ გადავწყვიტე, არ გამოვჩენილიყავი.

მარტის დღესასწაულებამდე სახლში წასვლა გადავწყვიტე. დარინას ვუთხარი, რომ ნათესავების სანახავად წავიდოდი. წინააღმდეგი არ ყოფილა. თან ბავშვები უკვე წამოიზარდნენ, კარგად სძინავთ. ჩემი გოგოც უკეთ გრძნობს თავს და უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება.

ჩემს ქალიშვილთან გატარებული წლების განმავლობაში, ჩემი სახლი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. გარემონტება სჭირდება, ამას კი როგორ მოვახერხებ, არ ვიცი. პენსიონერი ვარ. მაგრამ, როგორღაც უნდა ვიცხოვრო. დარინას კი ვუთხარი, რომ 1 კვირით წავიდოდი, მაგრამ დაბრუნებას არ ვაპირებ. 

რამდენიმე დღის წინ დამირეკა, როდის დაბრუნდებიო. მე ვუთხარი, რომ ცოტა ხანს სოფელში ცხოვრება გადავწყვიტე. ხმით მივხვდი, რომ გაუხარდა. მითხრა, რამე თუ გჭირდება, აუცილებლად მოგიტანთი. მე კი ვუყურებ ამ ჩამომპალ კედლებს და ვფიქრობ, რომ უკეთეს მოპყრობას ვიმსახურებ. როცა ვჭირდებოდი, მაშინ მეძახდნენ. როგორც კი აღარ დავრჩი საჭირო, მაშინვე დამივიწყეს.” – წერს ნათელა.

ამ ქალბატონის მესმის. მას ხომ ასაკში შესვლის შემდეგ უფრო მეტად მოუნდა ერთადერთ ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრება, და არა მარტოობაში. თუმცა, მანაც უნდა გაუგოს ახალგაზრდებს, რომლებსაც საკუთარ ბინაში სრულუფლებიან მფლობელებად სურთ დარჩენა. მათ თავიანთი ცხოვრების გაგრძელება სურთ. ბავშვებიც სწრაფად იზრდებიან, მეტი სივრცე სჭირდებათ. ისინი ხომ ბებიასთან ერთად ერთ ოთახში დიდხანს ვერ იცხოვრებენ.

განაწყენება გამოსავალი არაა. კარგი იქნება, თუ ქალიშვილს გულახდილად დაელაპარაკება და აუხსნის, რომ სახლის გარემონტებაში დახმარება სჭირდება. მაშინ ბებიაც დამოუკიდებლად და კომფორტულად იცხოვრებს, ახალგაზრდა ოჯახიც შეძლებს მასთან დასასვენებლად ან სტუმრად ჩასვლას. ნუთუ ეს არ სჯობს პატარა ბინაში ჭეჭყვას?