რატომაა სასარგებლო პომიდვრის შევიწროვება და მის გარშემო მეზობლების დარგვა

1458

“როგორ დავრგო პომიდორი, ბევრი წითელი ნაყოფი რომ მივიღო?” – ვკითხე აგარაკის მეზობელს, ვერა დეიდას, ჯერ კიდევ გასული წლის მაისში. მას ყველა ბოსტნეულისთვის დარგვის განსაკუთრებული ტექნიკა აქვს. პომიდორს კი “მეზობლებს” ურგავს – ხახვს ან ნარგიზელებს. გადავწყვიტე, მისი მეთოდი მეც მეცადა. ყველა ბუჩქი ჯანმრთელი გაიზარდა, არც ერთი გამხმარა. წელსაც იმავე ტექნოლოგიით დავრგავ.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ პომიდვრის დარგვის ტექნიკას, რომელიც აგარაკის მეზობელმა მასწავლა. მხოლოდ ასე!

როგორ დავრგოთ პომიდორი ღია ნიადაგში

მაისი უკვე გახურდა, ესე იგი, ბოსტანში მუშაობის დროა. მეზობელი ამბობს, რომ პომიდვრის ბუჩქი პლასტელინივითაა: მისგან იმას გამოძერწავ, რაც გინდა. უბრალოდ დახედავ ბუჩქს და ის გეტყვის, რა სჭირდება. ამიტომ, დაიწყეთ პომიდვრის “ძერწვა” ჯერ კიდევ ჩითილების პერიოდში.

პირველი სასუქი პომიდორს 3 დღის შემდეგ სჭირდება, როგორც კი პირველ შვიდანაყოფიან ფოთოლს გაშლის: 1 ლ წყალზე 2 გ კალციუმის გვარჯილაა საჭირო. მეორე სასუქი პირველიდან 1 კვირის შემდეგ გამოიყენება. რაც შეეხება მესამე სასუქს – იგი პირველი ნამდვილი ფოთლების წყვილის გაჩენის შემდეგ ხდება საჭირო. 1 ლ წყალში 10 გ სუპერფოსფაი უნდა გახსნათ. ცხელ წყალთან გააზავეთ სასუქი, მორწყვამდე 24 საათით ადრე.

მეოთხედ პომიდორი მესამედან 1 კვირაში უნდა შესუქდეს. 1 ლ წყალზე 2 გ კალციუმის გვარჯილა. მეხუთე სასუქი 4 წყვილი ნამდვილი ფოთლების გაჩენას მოსდევს.

ვერა დეიდა მეუბნება, რომ პომიდორს არა ჩვეულებრივი წყლით, არამედ ნებისმიერი კომპლექსური სასუქის ძალიან სუსტი ხსნარით რწყავს.

პომიდვრის ღია ნიადაგში გადარგვამდე, აუცილებელია მისი გაკაჟება. ფესვიდან 3 სმ-ის ზემოთ ღეროს იისფერ-მოლურჯო შეფერილობა იმაზე მეტყველებს, რომ მცენარე გაკაჟდა და გადასარგავადაც მზადაა. გადარგვამდე, მას ორი ქვედა ფოოლი უნდა გააცალოთ.

ახლა კი მნიშვნელოვანი: პომიდორი დიდ ადგილს იკავებს და, როცა ნაკვეთი პატარაა, ეს კულტურა მოუხერხებლად გვეჩვენება. გამოსავალი არსებობს – მეზობელი მცენარეები. ასეთი კავშირი ორივეს არგებს: როგორც პომიდორს, ისე მის მეზობელ კულტურასაც.

რისი დარგვა შეიძლება პომიდვრის მეზობლად? გირჩევთ, ეს ბოსტნეული “დაამეგობროთ” საფილოსთან, პეკინურ კომბოსტოსთან, ველურ მარწყვან, პარკოსნებან, ნიორთან ან სალათის ფოთლებთან.

აგრეთვე, კარგი იქნება, თუ პომიდვრის ღეროს გარშემო მდოგვს დათესავთ. მდოგვის ფოთლები წვნიანი და გემრიელი იქნება, თავად მცენარე კი დაიცავს პომიდორს ფიტოფტორისა და ლპობისგან, თან ნიადაგსაც გაამდიდრებს.

მეზობელი რეჰანი პომიდორს მავნებლებისგან დაიცავს და მის გემოსაც გააუმჯობესებს. ბოლო დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდება ბაღის პიტნა, მელისა, ქონდარი და სალბი. აგრეთვე, შეგიძლიათ ბოსტნეულს გვერდით ხახვი დაურგოთ.

აგრეთვე, კარგი იქნება, თუ პომიდორს გვერდით ნარგიზელებს დაურგავთ. ყვავილები დაამშვენებს არაპრეზენტაბელურ ნაკვეთს და დააფრთხობს მწერებს.

რამდენიმე სიტყვა მორწყვის შესახებ: მეზობლობის დროს, მცენარეები უხვად უნდა მორწყოთ, ორივე კულტურას რომ ეყოს.

აი, კარტოფილი კი პომიდორთან არ უნდა დარგოთ. ორივე კულტურა ერთსა და იმავე ოჯახს მიეკუთვნება, ამიტომ, ერთი და იგივე დაავადებებისა და მავნებლების წინაშე არიან მოწყვლადი. ერთად სწრაფად აიკიდებენ ფიტოფტოროზს და სხვა უარყოფითი მოვლენებიც მათზე შემზარავი სისწრაფით გავრცელდება.

პომიდვრის ცუდი მეზობელია კიტრიც, რამდენადაც მათ სხვადასხვანაირი ნიადაგი სჭირდებათ. პირველისთვის აუცილებელია აზოტი, მეორესთვის – კალციუმი და ფოსფორი.

პომიდვრის დასარგავად, 40 სმ-მდე სიღრმის თხრილი უნდა გათხაროთ. ნერგი ნიადაგში პირდაპირ მიწიანად უნდა გადარგოთ. დაბალი მცენარეები დარგეთ სწორად, მაღლები – დახრილად.

თითოეულ ნერგს მოაყარეთ ფხვიერი მიწა, დატკეპნეთ ხელის გულებით. დაბოლოს, მოაყარეთ მულჩა: გასული წლის კომპოსტი, ღეროები, ნახერხი, თივა. ზოგიერთი მიწათმოქმედი, პომიდვრის თითოეული ნერგის გვერდით, ტოვებს პატარა თხრილს – ეს ფესვის შესუქებას გაამარტივებს.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა დარგოთ პომიდორი ნიადაგში. თუ თქვენც გაქვთ ამ კულტურასთან დაკავშირებული ხრიკები, აუცილებლად გაგვიზიარეთ გამოცდილება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს