არაჟნის რეცეპტი, რომელმაც დამავიწყა მაღაზიის პროდუქტი

901

როგორ მოვამზადოთ არაჟანი სახლის პირობებში? აღმოჩნდა, რომ ეს არც ისეთი რთულია. ჩემი ნათესავი იტალიაში ცხოვრობს. ამბობს, რომ კეფირი იქ ძალიან გემრიელია, მაგრამ, არაჟანი არაჟანს არ ჰგავს. ამიტომ, იგი იყენებს რეცეპტს, რომელსაც დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია თქვენ შემოგთავაზებთ.

უმარტივესი სამზარეულო მოწყობილობების გამოყენებით, ჩვეულებრივი მაღაზიის კეფირი შეგიძლიათ არაჟნის მსგავს ცხიმიან მასად აქციოთ. გასაგებია, რომ ეს ძროხის რძის არაჟანი არ იქნება, თუმცა, ესაა შინ მომზადებული პროდუქტი ყოველგვარი ქიმიის გარეშე, რაღაც სქელ არაჟანსა და რბილ ხაჭოს შორის.

როგორ მოვამზადოთ არაჟანი სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 1 ლ კეფირი (2.5% ცხიმიანობის)
  • საცერი და მარლა

მომზადება

1. ამისთვის საღი რძის ხარისხიანი კეფირი და კეფირის სოკოს დედო დაგჭირდებათ.

2. შედგით კეფირის ბოთლი ან კოლოფი მაცივარში 1 დღით.

3. მოამზადეთ თასი, საცერი და მარლა.

4. მოათავსეთ საცერი თასზე, დააფინეთ მარლის რამდენიმე ფენა.

5. ფრთხილად, აუჩქარებლად გადაასხით კეფირი საცერში.

6. რამდენიმე საათში, კეფირი დაიწრიტება, სქელი მასა კი მარლაზე დარჩება. 2-3 საათში მისი გამოყენება შეგიძლიათ, თუმცა, არაჟნის მისაღებად, თასი მაცივარში კიდევ 1 დღით უნდა შედგათ.

7. ახლა უბრალოდ გადადეთ არაჟანი ცალკე ჭურჭელში და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

8. არ დაგავიწყდეთ შრატიც. სწორედ მასში რჩება 20%-მდე ცილა, B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი და რძის მინერალთა 60-80%.

უნდა მიიღოთ 600 გ-მდე არაჟანი, დანარჩენი კი შრატი იქნება, რომელსაც, მაგალითად, ცომის მოსამზადებლად გამოიყენებთ.

უზბეკეთში, აზერბაიჯანსა და თათრეთში ასე ამზადებენ რძის პროდუქტ სუზმას. მას სუფთა სახით მიირთმევენ, იყენებენ სოუსების მოსამზადებლად, აზავებენ სალათებს წიწაკითა და მწვანილით, უმატებენ ცივ წვნიანებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს