ბრუსელის კომბოსტო შეფ-მზარეულისგან, სასარგებლო ბოსტნეულს პრეტენზიული ბავშვებიც იტაცებენ

0
157

არ გიყვართ ბრუსელის კომბოსტო? უბრალოდ მისი მომზადება არ იცით! როგორ მოვამზადოთ ბრუსელის კომბოსტო გემრიელად – ეს რესტორნის შეფ-მზარეულმა მასწავლა. რეცეპტი ძალიან მარტივია, თანაც, გემო მოსწონთ როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს.

ბრუსელის კომბოსტოს პატარა თავები იმდენივე სასარგებლო ამინომჟავასა და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, როგორც კომბოსტოს სხვა სახეობები: ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, რკინა, ფტორი, მანგანუმი, იოდი, კობალტი და თუთია. მხოლოდ C ვიტამინიც კი, ბრუსელის კომბოსტოში ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის მსგავს სახეობებში. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ორთქლზე მომზადებული ან ზეითუნის ზეთზე შემწვარი ბოსტნეულის მირთმევა თვალქვეშ შეშუპებას აქრობს.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ბრუსელის კომბოსტოს საუკეთესო რეცეპტს, რომელიც ამ ბოსტნეულს ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრს შეაყვარებს.

როგორ მოვამზადოთ ბრუსელის კომბოსტო გემრიელად

ინგრედიენტები:

  • 400-500 გ ბრუსელის კომბოსტო
  • 5-6 ფირფიტა მდნარი ყველი ტოსტებისთვის
  • 4-5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1-2 ს.კ. დაფქული გახუხული პური
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეათვალიერეთ კომბოსტოები: ზედა ფოთლები, თუ დაზიანებულია, გააცალეთ. თუ უხეში ღერო აქვს, ისიც მოაჭერით. შუაზე გაჭერით ზედმეტად დიდი ზომის ნაყოფი. პატარები შეგიძლიათ მთლიანად მოამზადოთ.
  2. ზეითუნის ზეთით დასველებულ ტაფაზე დაალაგეთ კომბოსტო. თუშეთ იგი თავდახურული 10 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. თუ კომბოსტო დიდხანს არ დარბილა შიგნიდან, გარედან კი კარგად დაიბრაწა, ტაფაში ცოტა წყალი ჩაასხით.
  3. გადააბრუნეთ კომბოსტოები და მოაყარეთ დაფქული პურის ნაწილი. შეწვით 2 წუთით, ისევ გადააბრუნეთ და მოაყარეთ პური. შეწვით კიდევ 1 წუთით.
  4. დაადეთ კომბოსტოებს ყველის ნაჭრები. დაახურეთ ტაფას თავსახური და გამორთეთ ცეცხლი. როგორც კი ყველი დადნება, კერძი მზად იქნება.
  5. სულ ესაა. მადისაღმძვრელი, მსუყე კერძი მზადაა. სხვათა შორის, იტალიელები ასეთ კომბოსტოს სქელ მაკარონებთან ერთად მიირთმევენ. მაკარონს კალმარი და დახეხილი ყველიც უხდება. ძალიან გემრიელი პასტა გამოდის. თუმცა, ეს კერძი ცალკე კერძადაც მშვენიერია.

გარკვეული მიზეზების გამო, ასეთი კომბოსტო მძაფრი, მომწარო გემოთი გამოირჩევა. მის მოსაშორებლად, დაასხით კომბოსტოს ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ რამდენიმე წუთით, ლიმონის წვენის დამატებით.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოამზადოთ ბრუსელის კომბოსტო გემრიელად. დარწმუნებული ვარ, ეს კერძი მათაც მოეწონებათ, ვისაც ეს კომბოსტო ჯერ კიდევ არ გაუსინჯავთ.