რისთვის უხდის ბოდიშს მუხლმოდრეკილი ვაჟიშვილი დედას

888

როგორ ფიქრობთ, ცოლისთვის რომელი სულმდაბალი ქცევის პატიებაა შეუძლებელი? რა უბიძგებს მოსიყვარულე ქმარსა და მამას ოჯახის დანგრევისკენ? ფიქრობთ, არ არსებობს ისეთი ქცევა, რომლის პატიებაც არ შეიძლება, თუ ადამიანი გიყვართ? ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი, ლადო მოგიყვებათ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივი არაა და, ხანდახან, ძალიან მტკივნეული არჩევნის გაკეთება გვიხდება.

სულმდაბალი ქმედება

“მე და ანა დიდი ხანი ვფიქრობდით იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრების შეცვლის დრო დადგა. ქალიშვილები სწრაფად იზრდებიან, მათი მოთხოვნილებები კი წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, მათი უზრუნველყოფა სულ უფრო მიჭირს. ამიტომაც, ნახევარი წლის წინ სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტეთ.

მე ჩეხეთში წავედი სამუშაოდ. ხოლო ოჯახი, ჩემი არყოფნის დროს, ნორმალური ცხოვრებით რომ უზრუნველმეყო და ყველა საჭირო დოკუმენტი რომ გამეფორმებინა, დედაჩემის ბინის გაყიდვა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, დედამ მხარი დამიჭირა. მას მოსწონდა შვილიშვილებთან ცხოვრების პერსპექტიკა, ამიტომ მისი დაყოლიება საჭირო არ იყო, თავიდანვე თანხმობა განმიცხადა. ამისთვის მისი მადლიერი ვარ!

ისიც გამიხარდა, რომ ჩემი ცოლიც სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. დამპირდა, რომ დედაჩემზე ისე იზრუნებდა, როგორც საკუთარზე. მოკლედ, დამშვიდებული სინდისით, სრულიად თავდაჯერებული მივდიოდი, რამდენადაც ვფიქრობდი, რომ ამ მომენტიდან ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

თუმცა, დაბრუნებისას ჩემი იმედები ბედნიერი, ერთობლივი მომავლის შესახებ გაცამტვერდა.

შინ დაბრუნება

უკანა გზაზე, საზღვრის გადმოკვეთისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ცხოვრობდნენ ჩემი საყვარელი ქალბატონები. ახლა რას აკეთებენ? რაზე ფიქრობენ? იმდენადვე ვენატრები, როგორც მე ისინი? გოგონებიდან რომელი გამოიქცევა და ჩამეხუტება?

მშობლიური სახლის ზღურბლს რომ გადავაბიჯე, ძალიან გამიკვირდა ჩემი საყვარელი ადამიანების სიმშვიდე. გოგონებმა დამნაშავეებივით დახარეს თავი და თვალები ამარიდეს, ანამ კი ჩემთვის მოულოდნელი, საომარი მზადყოფნის ტონით მკითხა: “რატომ არ გამაფრთხილე, რომ დღეს მოდიოდი?” დედაჩემი არსად ჩანდა…

თავიდან ვიფიქრე, რომ სასეირნოდ ან დაქალთან შესახვედრად წავიდა. რამდენადაც გზამ ძალიან დამღალა, კითხვები არ დამისვამს, უბრალოდ დავწექი. დილით კი გავიგე, რომ დედა ისევ არ იყო სახლში და უკვე ავღელდი. ცოლს ვკითხე, რაში იყო საქმე.

ანა დიდხანს ცდილობდა პასუხის გაწელვას. შემდეგ კი იმავე საომარი მზადყოფნის მზერით შემომხედა, როგორითაც სახლში შესვლისას დამხვდა, და განმიცხადა, რომ დედაჩემს აქ არაფერი ესაქმება.

გაირკვა, რომ ჩემს ცოლს მოჰბეზრდა დედაჩემთან ერთად ცხოვრება და მოხუცთა სახლში დატოვა. რა თქმა უნდა, ტვინში სისხლი ამიდუღდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი საყვარელი ქალი ასე სულმდაბლურად მოიქცეოდა.

დედაჩემი იმავე დღეს წამოვიყვანე სახლში, ცოლს კი ვუთხარი, რომ განქორწინება მინდა. რა თქმა უნდა, არ მინდოდა, რომ ამ სიტუაციას გავლენა ჩემს შვილებზე მოეხდინა, თუმცა, ვერც სხვანაირად მოვიქცეოდი. ჩემთვის აუტანელია იმაზე ფიქრიც კი, რომ კიდევ რამდენიმე დღეს გავატარებ ქალთან, რომელიც დედაჩემს ასე მოექცა.”

როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა გმირმა? ან, იქნებ, ლადო გაცხარდა და არასწორად მოიქცა? თქვენ რას ურჩევდით მას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს