ჩვენი ქორწინება ყველას იდეალური, ჩემი ცოლი კი წმინდანი ეგონათ,რადგან სიმართლე არ იცოდნენ

7963

მეუღლის მხრიდან ღალატი მეორე მეუღლისთვის მძიმე დარტყმაა. შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელმაც ჭირსა და ლხინში შენთან ყოფნის ფიცი დადო, ანადგურებს ყველაფერს, რაც ერთად ააშენეთ. უცებ, შენი ცხოვრება იცვლება. ფეხვეშ მიწა გეცლება… როგორ მოვიქცეთ აწი? მით უმეტეს, როცა ბავშვები გვყავს და იპოთეკური სესხი გვაქვს? ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირმა გამოსავალი იპოვა.

Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ ისტორიას, რომელშიც მამაკაცმა ცოლის მხრიდან ღალატი განიცადა და მასთან შეგუება შეძლო.

ცოლის ღალატი

“ღირს კი იმაზე საუბარი, რომ ჩვენი ოჯახი ყველას იდეალური ეგონა? ასეც იყო, მანამ, სანამ ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ვაშენეთ, მოულოდნელად არ დაინგრა. 14 წლის წინ დავქორწინდით. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. სახლი იპოთეკური სესხით ვიყიდეთ, იქ სასურველი რემონტი გავაკეთეთ. შემდეგ ქალიშვილები შეგვეძინა. ბედნიერები ვიყავით, გარშემო ყველა აღფრთოვანებული იყო იმით, თუ რამდენად კარგად ვუგებდით ერთმანეთს.

მე პატარა რესტორანში მზარეულად ვმუშაობდი. საკმაოდ კარგი ხელფასი მქონდა, თუმცა, ჩემი ცოლი მეტს იღებდა. მაინც, ყველაფერში გვყოფნიდა, ამიტომ სამსახურის შეცვლაზე არ მიფიქრია. ცოლი კი სულ მივლინებებში იყო. კონფერენციები, მიტინგები, შეხვედრები… ყოველ შემთხვევაში, მე ამის მჯეროდა.

გაგრძელება კი იაფფასიან სერიალს ჰგავს. სახლში დარჩა ტელეფონი. სანამ არ იყო, ვიღაცამ ტელეფონი აუფეთქა ზარებითა და მესიჯებით. ცალი თვალით შევხედე, ვინ წვალობდა ამდენს. მაშინვე მივხვდი. ბევრი არაფერი წამიკითხავს, მაგრამ საჭირო არც იყო. მაშინვე მივხვდი, რომ ცოლს ვიღაც ჰყავდა. ცოლის მხრიდან ღალატმა ფეხქვეშ მიწა გამომაცალა.

როცა ტელეფონის წასაღებად დაბრუნდა, სკანდლის მოწყობა მომინდა, მაგრამ მხოლოდ გაჩუმება შევძელი. თავში მილიონობით აზრმა გამიელვა. ახლა როგორ მოვიქცე? გოგონებს რა მოვუხერხო? სესხი? მივხვდი, რომ სესხს მარტო ვერ გავქაჩავდი, ვერც გოგონებს დავტოვებდი. რამდენადაც თვითონ მიღალატა, რაღაც მოვიფიქრე.

იდეალური გეგმა

როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მას აუცილებლად ვასრულებ, როგორც არ უნდა გამიჭირდეს. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ ჯერ არავის არაფერს ვეტყოდი და ისე მოვიქცეოდი, ვითომ არაფერი მომხდარა. 1 თვეში სამსახურიდან წამოვედი და უფრო ხელსაყრელ შეთავაზებას დავთანხმდი. ახალი სამსახური დიდად არ მომწონდა, მაგრამ ხელფასი მქონდა მაღალი. სხვაობის დაგროვება დავიწყე, სამომავლოდ ფული რომ მქონოდა. თან მინდოდა, რომ გოგონები გაზრდილიყვნენ, სანამ ოჯახი დაენგრეოდათ.

ასე გრძელდებოდა 4 წელი, ცოლისთვის არაფერი მიმიხვედრებია. ცოტა ხნის წინ, სახლის იპოთეკური სესხი დავხურეთ. საღამოს ჩემს მშობლებთან ერთად აღნიშვნა გადავწყვიტეთ. მათაც ძალიან უყვარდათ დიანა. ყოველთვის ამბობდნენ, რომ ოქრო ცოლი მყავს, ვერაფერს დაუწუნებდნენ. ჰო, აბა რა…

გადავწყვიტე, რომ დრო იყო, თავი აღარ შემეკავებინა. ვახშმის დროს მოვყევი, რომ ვიცოდი ჩემი ცოლის საყვარლის არსებობის შესახებ, რომ უკვე არანაკლებ 4 წელია მღალატობს. არც საუბრის ტონსა და სიტყვებს დავკვირვებივარ. მშობლები გაყუჩნდნენ და საუბრის შეწყვეტინება არც უფიქრიათ. დიანამ კი დაიწყო ყვირილი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. როცა ვთქვი, რომ ამის შესახებ მე თვითონ გავიგე, მან ბრალი მე დამდო. თურმე, როგორ შეეძლო ასეთ არარაობასთან ცხოვრება.

ამის შემდეგ ადგა და რესტორნიდან წავიდა. მე და მშობლები კიდევ დიდხანს ვსაუბრობდით, ყველაფერი ავუხსენი. მომხდარმა მათ ელდა დასცა. ახლა მესმის, რომ ურთიერთობა მათ თვალწინ არ უნდა გამერკვია, თუმცა, მაშინ მინდოდა, რომ დიანასთვის მეტკინა გული.

მეორე დღეს დაიწყო ბოდიშების მოხდა, პატიებას მევედრებოდა. მარწმუნებდა, რომ საყვარელს მიატოვებდა და ძველებურად გავაგრძელებდით ცხოვრებას. თუმცა, მე უკვე მას აღარ ვენდობოდი. არამგონია, რომ ოდესმე შევძლებ მის პატიებას. შენ აპატიებდი?”

რედაქციის აზრი

ყველას არ შეუძლია ღალატის პატიება. ჩვენი ისტორიის გმირმა ეს ვერ შეძლო, რაშიც ვერ დავადანაშაულებთ. ზოგადად, ჩვენ ვთვლით, რომ არ შეიძლება სხვა ადამიანის გრძნობების შეფასება და მისი ქცევების განსჯა. როგორც ამბობენ, სანამ ვინმეს განსჯიდეთ, მისი ფეხსაცმლით მისი გზა უნდა გაიაროთ. იქნებ, ამ მამაკაცსაც დაუშვია შეცდომები, ზოგგან ბრაზიანი და თავშეუკავებელი იყო, ზოგგან – იტყუებოდა, თუმცა, მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც სწორად მიაჩნდა.

ეს მხოლოდ მისებური მეთოდი იყო ცოლის ღალატთან გასამკლავებლად, აგრეთვე, საკუთარი თავისა და შვილებისთვის სტაბილური მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს