როგორ უნდა მოუაროთ ყაბაყს, რომ უწყვეტი, უხვი მოსავალი მიიღოთ.

357

დარაბებს მიღმა მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაღ-ბოსტანში სამუშაო მომრავლდა. მშრომელი მიწათმოქმედები სულ რამდენიმე თვეში მიიღებენ პირველ ნაყოფებს. ამ სტატიაში Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა დარგოთ და მოუაროთ ყაბაყს, მოსავალმა ყველა მოლოდინს რომ გადააჭარბოს.

როგორ დავრგოთ ყაბაყი

არსებობს ყაბაყის დარგვის ორი გზა: თესლისა და ჩითილების გზები. პირველი მეთოდი გამოდგება, თუ კლიმატი პირდაპირ ნიადაგში დათესვის შესაძლებლობას გაძლევთ ან უბრალოდ არ გაქვთ ჩითილის ადგილები. ყაბაყი ნიადაგში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში უნდა დათესოთ. ნუ დაელოდებით ძლიერ სიცხეებს, მაგრამ არც იჩქაროთ. ყინვები მცენარეზე დამღუპველად იმოქმედებს.

დათესვამდე, ნიადაგი მოამზადეთ: თხრილები ერთმანეთისგან 70 სმ-თი უნდა დააშოროთ, მათში კომპოსტი ან ნეშომპალა უნდა მოათავსოთ. შემდეგ უკვე თესლი ჩაყარეთ. ყაბაყის მოსაყვანად ოპტიმალური ნიადაგი მსუბუქი ქვიშიანი და თიხიანი მიწაა. აგრეთვე, ყაბაყს უყვარს შუქი და სითბო, ამიტომ, იგი მზიან მხარეს უნდა დარგოთ. რაც უფრო მეტ შუქს მიიღებს ყაბაყი, მით უფრო უხვ მოსავალს მოგცემთ იგი.

ზოგიერთი მიწათმოქმედი უპირატესობას ჯერ ჩითილების გაზრდას ანიჭებს. ამისთვის მცირე ქოთნებში ან ჭიქებში ყრიან ტორფისა და ნეშომპალას ნარევს, ოდნავ რწყავენ და თესლებს ალაგებენ. მოაყარეთ ნიადაგის მასა 2-3 სმ სისქეზე. ჩითილები 10 დღეში ერთხელ მორწყეთ. სულ ორი სასუქია საჭირო. პირველი – გაღვივებისთანავე, მეორე – 10 დღეში. ჩითილები ღია ნიადაგში გადარგვამდე 30-35 დღით ადრე უნდა დათესოთ.

ყაბაყის მოვლა

ის მონაკვეთი, რომელზეც ყაბაყი მოგყავთ, ნიადაგი ფხვიერი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ნიადაგი წყალს კარგად ატარებდეს. მის ზოგიერთ სახეობას გამაგრებისკენ აქვს მიდრეკილება – ზედაპირზე ქერქი ჩნდება. ასეთი ნიადაგის გაფხვიერება ხშირადაა საჭირო.

ყაბაყს რეგულარული, თუმცა არახშირი რწყვა სჭირდება. 10 დღეში ერთხელ სავსებით საკმარისია. 1 კვ.მ.-ზე 10 ლ წყალი იქნება საჭირო. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია მოსარწყავი წყლის სწორი ტემპერატურაც. ზედმეტად ცივი წყალი ლპობას გამოიწვევს. თუ მოსავლის აღებამდე 10 დღეა დარჩენილი, შეწყვიტეთ რწყვა.

ყაბაყის შესასუქებლად გამოიყენება ქერიფქლა ან სპეციალური სასუქები. იგი ორჯერ მაინც უნდა გამოიყენოთ: აყვავების პერიოდში და ნაყოფის განვითარების დროს. ეს მოსავლიანობის გაზრდის საშუალებას მოგცემთ. აგრეთვე, ყაბაყის დასამტვერიანებლად,, ყვავილობის დროს, გადაწიეთ ფოთლები. ეს მწერებს ყვავილებისკენ გაუხსნის გზას.

ყაბაყის ყველაზე უხვმოსავლიან საეობებად ითვლება ცუკეშა, ფარაონი, აერონავტი, თეთრნაყოფიანი, ჩაკლუნი, კავილი, ისკანდერი. ეს ჭეშმარიტად სასარგებლო პროდუქტია, რომლის მირთმევაც თითქმის ყველას შეუძლია.

ყაბაყის რომელი სახეობა მოგწონთ თქვენ ყველაზე მეტად? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ კულტურასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს