მიწათმოქმედების სეზონი უკვე გახურდა, მე კი ჯერ მხოლოდ სარევლების მოშორება მოვასწარი. ჩითილებსა და სასუქებზე ჯერ არც კი მიფიქრია. ამ საქმეებში ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემი მეზობლის, ვერა დეიდას რჩევებს. მას, მაგალითად, მარწყვის სასუქის ყოველწლიური გრაფიკიც აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ მის ასეთ წინდახედულობას ყოველთვის აქვს შედეგი!
ვერა დეიდა ჩემს შვილებს ხშირად უმასპინძლდება დიდი ზომის ტკბილი კენკრით. ისინი ამბობენ, რომ ამაზე გემრილი მარწყვი ჯერ არ უჭამიათ და მთხოვეს, რომ მეც დამერგო. რა თქმა უნდა, სურვილი ავუსრულე და ვერა დეიდასგან რჩევებიც გამოვითხოვე. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რომელი სასუქი განაპირობებს მარწყვის უხვ მოსავალს.
მარწყვის ეფექტური სასუქი
10 ლ სასუქი ხსნარის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
- 0.5 ჭიქა ხის ნაცარი
- 2-3 გ კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა)
- 0.5 ჩ.კ. იოდი
- 0.5 ჩ.კ. ბორის მჟავა
ნაცარი ჩაყარეთ სათლში და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. მოურიეთ და დააყენეთ 3 საათით. ამ დროის შემდეგ, ცალკე ჭურჭელში გახსენით 100 მლ მდუღარე წყალი და ბორის მჟავა. “მარგანხოვკა”ც ნახევარლიტრიან ქილაში, ცხელ წყალთან გააზავეთ.
ახლა ხსნარის მომზადების დროა. პერმანგანატის ხსნარი ჩაასხით 10-ლიტრიან სათლში. მიიღებთ ღია იისფერ შეფერილობას. ძალიან მუქი ფერის ხსნარი ფოთლებს დაწვავს. ამავე სათლში ჩაასხით ნაცარის და ბორის მჟავის ხსნარები, დაუმატეთ იოდი. მოურიეთ.
როგორ გამოვიყენოთ სასუქი
ასეთი ხსნარი გამოკვებავს მარწყვსმ გაზრდის მის მოსავლიანობას, დაიცავს დაავადებებისა და მავნებლებისგან. ბორი აძლიერებს ყვავილის სადგამებს, ხოლო კალიუმის პერმანგანატი ნიადაგის დეზინფექციას უზრუნველყოფს. იგი იცავს მცენარეს სოკოვანი ინფექციებისგან.
მარწყვის ბუჩქების განოყიერებამდე, ისინი აუცილებლად უნდა მორწყოთ. ასე მცენარე გაცილებით მეტ სასარგებლო ელემენტს შეიწოვს. თუ ბუჩქი მცირე ზომისაა, ნახევარი ჭიქა სასუქი ეყოფა.
ვერა დეიდა ამბობს, რომ მარწყვს სასუქი ყოველ 2 კვირაში სჭირდება. თანაც, კენკრას მრავალფეროვნება ჰყვარებია. ამიტომ, ჩემი მეზობელი ბუჩქებს ხან საფუვრის სასუქს “აჭმევს”, ხან გუმატებს, ხან ნეშომპალას. თქვენ როგორ უვლით მარწყვს? გაგვიზიარეთ თქვენი რჩეული სასუქების რეცეპტები.