ღია იისფერი ხსნარი ძლიერ და წვნიან სტაფილოს გაზრდაში დაგეხმარებათ.

0
346

არომატული, წვნიანი, ოდნავ ტკბილი სტაფილოს მოყვანა თითქმის ნებისმიერი მებაღე-მიწათმოქმედის ოცნებაა. ასეთი ბოსტნეულის ჭამა პირდაპირ ბოსტანში შეიძლება, თუ კარგად გარეცხავთ. თუმცა, როგორ მივიღოთ ნამდვილად მადისაღმძვრელი და ხარისხიანი პროდუქტი? დაიცავით ეს მარტივი წესები.

როგორ მოვიყვანოთ სტაფილოს შესაშური მოსავალი

სტაფილო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეული კულტურაა. ეს ხომ ბუნებრივია – სტაფილოსგან უამრავი კერძის მომზადება ან მისი ნედლი სახით მირთმევა შეიძლება. იგი არც ისეთი პრეტენზიულია მოვლაში და არც მავნებლების ზემოქმედება აშინებს დიდად, რაც ამ ბოსტნეულის მოყვანას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

თუმცა, არსებობს სტაფილოს მოყვანის გარკვეული ალგორითმი. თუ ამ მარტივ პუნქტებს მიჰყვებით, უგემრიელეს, უხვ მოსავალს დამწყები მიწათმოქმედის მიიღებს.

სტაფილოს მოვლა

ლამაზი და დიდი ზომის ბოსტნეულის მოსაყვანად, სულ რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო. მისთვის უნდა აირჩიოთ მზიანი და სარეველებისთვის მიუწვდომელი ადგილი. სარეველები ბოსტნეულისთვის დამღუპველი იქნება! ისინი მაშინვე უნდა გაანადგუროთ.

სასურველია, სტაფილო არ დათესოთ ერთსა და იმავე ადგილზე, ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში. მოიყვანეთ ბოსტნეული იქ, სადაც წინა წელს კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, კიტრი, ხახვი ან ნიორი იყო დარგული.

დაუთმეთ ყურადღება უხვ რწყვას, გამოხშირვასა და ნიადაგის დამუშავებასაც, სტაფილოს ნაკვეთზე. ლამაზი და დიდი ზომის სტაფილო მხოლოდ დატენიანებულ და გათოხნილ მიწაზე მოვა. ნუ დაუშვებთ მყარი ქერქის გაჩენას ნიადაგის ზედაპირზე. ასეთ დროს სტაფილო დიდი კი გაიზრდება, მაგრამ უშნო ფორმას მიიღებს.

რეგულარული მორწყვა

საიდუმლო არაა, რომ სტაფილოს წყალი უყვარს. თანაც, რეგულარული, ხარისხიანი რწყვა დიდი, თანაბარი და ლამაზი ნაყოფების გაზრდის საშუალებას მოგცემთ. ასეთი ბოსტნეულის ჭამა უფრო სასიამოვნოა და კერძებიც უფრო სიამოვნებით მზადდება.

არასაკმარისი მორწყვის შემთხვევაში, სტაფილო იქცევა პატარა, გამხმარ და მრუდე რაღაცად. ასეთი ბოსტნეულის საკვებად გამოყენება ერთი ტანჯვაა. მისი გაფრცქვნაც კი დიდ დროს წაგართმევთ.

სტაფილო მისი ზრდის მიხედვით უნდა მორწყოთ. მაგალითად, ნიადაგის დატენიანების სიღრმე უკვე მწიფე ბოსტნეულისთვის 30 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუმცა, მორწყვაშიც ზომიერებაა საჭირო. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მცენარე არ გამოშრეს, მაგრამ არც ზედმეტად დასველდეს.

პარაზიტებისგან დაცვა

მართალია, სტაფილოს ბევრი არაკეთილისმსურველი არ ჰყავს, მაგრამ ისინი არსებობენ. ბოსტნეულის მთავარი მტერი სტაფილოს ბუზი გახლავთ. ეს მავნებელი სტაფილოს ნაკვეთის პირველი გამოხშირვის დროს მოფრუნდება, საყვარელი საკვების სურნელის შეგრძნებისთანავე. მისი შემჩნევა მარტივი არაა და, შესაბამისად, შეიძლება გამოგეპაროთ ის მომენტი, როცა ბუზი კვერცხებს დადებს და, დროთა განმავლობაში, ბოსტნეულს შეჭამს.

მსგავსი რამ რომ არ დაუშვათ, პირველი გამოხშირვის შემდგ, დაამუშავეთ სტაფილო შავი ან წითელი ფაფქული პილპილის/წიწაკის წყალხსნარით. 1 ს.კ. ფხვნილი 10 ლ წყალზე საკმარისია. შეაშხეფეთ ხსნარი გამოხშირულ სტაფილოებს. ეს მწერ-მავნებლებს დააფრთხობს.

მეორე გამოხშირვის შემდეგ, შეგიძლიათ სტაფილო პარაზიტებისგან კიდევ ერთი მეთოდით დაიცვათ: მორწყეთ ნარგავები ბორის მჟავისა და კალიუმის პერმანგანატის ხსნარით. 10 ლ წყალზე აიღეთ 2-3 გ თითოეული ინგრედიენტი, კარგად მოურიეთ და დაიწყეთ ბოსტნეულის დამუშავება. დაახლოებით 3 კვ.მ. ნარგავზე 1 სათლი სასუქი იქნება საჭირო. 20 დღეში პროცედურა გაიმეორეთ. მნიშვნელოვანია სტაფილოს ჩვეულებრივი წყლით მორწყვა, სანამ ამ მასას გამოიყენებდეთ. არ დაგავიწყდეთ ნიადაგის გაფხვიერება სტაფილოს რიგებს შორის, ამ პროცედურის შემდეგ.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რომელი სახეობის ბოსტნეული გაქვთ დარგული. ეს დაგეხმარებათ ინტერნეტიდან მეტი სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა გამოცდილი მიწათმოქმედებისთვის.

მაშინაც კი, თუ მიწასთან მუშაობის ხრიკებსა და ნიუანსებს ახლა ეცნობით, დარწმუნებული ვარ, სტაფილოს მოყვანას მარტივად გაუმკლავდებით.