მეზობელმა მასწავლა, როგორ უნდა ავიცილო თავიდან კიტრის ბუჩქებზე უნაყოფო ყვავილები

5065

“უნაყოფო ყვავილები კიტრის ბუჩქებზე – აი, როგორ გამოიყურება მიწათმოქმედის იმედგაცრუება.” – ხუმრობით თქვა დედაჩემმა. კარგია, რომ ჩვენმა საყვარელმა მეზობელმა, გამოცდილმა მებაღემ, ვერა დეიდამ გვითხრა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ უსიამოვნო მოვლენას საშინაო მეთოდებით. მიზეზების გაგებისა მათთან ბრძოლის საშუალებების პოვნის შემდეგ, ბუშტუკებიანი მწვანე ბოსტნეულის მდიდარ მოსავალს მიიღებთ.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რატომ ჩნდება ცარიელი ყვავილები კიტრის ბუჩქებზე და როგორ უნდა გამოასწოროთ ეს პრობლემა. ჩემი აზრით, ეს რჩევები ყველა მიწათქმოქმედმა უნდა გაითვალისწინოს.

უნაყოფო ყვავილები კიტრის ბუჩქებზე

მათ სხვანაირად მამრ ყვავილებსაც უწოდებენ – ბუტკოები არ აქვთ. გავრცელებული აზრით, უნაყოფო ყვავილები არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ანუ, კიტრს არ ჰყოფნიდა შუქი ან ძალიან მჭიდროდ დაირგო, ან ზედმეტად უხვად მორწყეს, ან წყლის ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო, ან იმ ადგილზე ციოდა, სადაც კიტრი დაირგო, ან არასწორი სასუქი გამოიყენეს…

როგორც ხედავთ, უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა, ისიც ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული.

როგორ მოვიქცეთ? არ დავუშვათ ზემოხსენებული შეცდომები. ხოლო, თუ უნაყოფო ყვავილები მაინც გაჩნდება, კიტრის კენწერო უნდა მოჭრათ, როგორი გრძელიც არ უნდა იყოს იგი. ამისთვის მოჭერით მთავარი ღერო, ჭრილს მოაყარეთ ნაცარი, დატოვეთ არაუმეტეს 3 გადაჭრილი ადგილი, ზედმეტად მჭიდროდ რომ არ გამოგივიდეთ, მთავარ ღეროს კი ყველა ფოთოლი გააცალეთ. ამავდროულად, ყვავილებს არ შეეხოთ. ეს მეთოდი, ხშირად, შესანიშნავად მუშაობს.

მაგალითად, დედაჩემმა კიტრის 2 ნერგი აივანზე დარგო, ორივე მათგანს უნაყოფო ყვავილები გამოუვიდა. მეზობლის რჩევით, მან გამოიყენა ეს მეთოდი და ბუტკოებიანი ყვავილები გვერდითა ღეროებზე გამოვიდა.

ყველას მშვენივრად ესმის, რომ რაც უფრო მეტად იზრდება კიტრი, მით უფრო მეტი სასუქი და წყალი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ბუტკო გაყვითლდება, გამოშრება და ჩამოვარდება.

მდედრი ყვავილების წარმოსაქმნელად უკუმოქმედებაა საჭირო. შეგიძლიათ, მოიშოროთ მამრი ყვავილები, თუ სასუქსა და მორწყვას შეწყვეტთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ რომ ესეც ზომიერად უნდა გაკეთდეს. მთავარია, ნიადაგი არ გამოაშროთ. როგორც კი ნანატრ მდედრ ყვავილს შენიშნავთ, მორწყეთ და შეასუქეთ მცენარე დაუყოვნებლივ.

თუ კიტრს ნაკვეთზე ფუტკრების გამოყენებით ამტვერიანებთ, მოიზიდეთ ისინი სხვადასხვა ბალახისა და ყვავილის არომატით. შეგიძლიათ, ნერგებს ასეთი ტკბილი ხსნარი მოასხათ: 1 ჩ.კ. შაქარი 1 ლ წყალზე.

მე მამრი ყვავილები ყოველწელს მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობას ვასრულებ და თვითმტვერვად თესლსაც ვიყენებ, თუმდა, 1-2 ყვავილი სტაბილურად კარგად ყვავის.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას? მამრი ყვავილები თქვენს ნაკვეთზეც ხშირია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს