თანამედროვე სამყაროში, რომელიც სამეცნიერო აღმოჩენებითა და ახალი ტექნოლოგიებითაა სავსე, ქვების სამკურნალო თვისებებს სკეპტიკურად უყურებენ. და მაინც, ჩვენ მათზე უარს სრულად ვერ ვამბობთ. სახის მასაჟორებსაც კი ნახევრადძვირფასი ქვებით ამზადებენ. მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქარვით.
ქარვა ხალხური მედიცინის ვარსკვლავია. მგონი ყველას გვიპოვია ბებიას ზარდახშაში ქარვის მძივები. თურმე, საქმე მხოლოდ მათ სილამაზეში არ არის.
ქარვის სარგებელი ორგანიზმზე
დღეს ვისაუბრებთ ბალტიურ ქარვაზე, რომელიც ყველაზე ძვირფასად ითვლება. სწორედ ის შეისწავლეს ამერიკელმა მკვლევარებმა იმის გასაგებად, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ორგანიზმზე. დადებითის თუ უარყოფითის?
სამეცნიერო სამუშაოები არა რომელიღაც საეჭვო ორგანიზაციამ, არამედ ამერიკის ქიმიური საზოგადოების სპეციალისტებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტისთვის, მათ ბალტიური ქარვა ფხვილად აქციეს, შეურიეს გამხსნელს, გაფილტრეს და შეისწავლეს მიღებული ექსტრაქტი.
მეცნიერებმა ათობით იშვიათი ნაერთი აღმოაჩინეს. მათ შორის აღმოჩნდა იმდენად ძვირფასი ბიოაქტიური მჟავები, როგორებიცაა:
- დეჰიდროაბიეტის,
- აბიეტისა და
- პალუსტრის მჟავები.
სასარგებლო ნივთიერებების ამ კომბინაციას ხალხი ქარვის მჟავას უწოდებს. მას წაიკითხავდით შამპუნების, სახის ტონიკებისა და ბალზამების შემადგენლობაში. მას ზოგიერთ ვიტამინურ კომპლექსშიც ურევენ.
ყველაზე უფრო გასაკვირი ის იყო, რომ ქარვის მჟავას შეუძლია ოქროსფერი სტაფილოკოკის ზოგიერთ შტამთან და სხვა მავნე ბაქტერიებთან ბრძოლა. უბრალოდ, გასაგებია, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა სასარგებლო მჟავები ორგანიზმში ხვდება.
აი, სასუნთქი სისტემის დაავადებებს კი ქარვა დაფქვის გარეშეც გაუმკლავდება. გახურებისას, იგი გამოყოფს მსუბუქ არომატს, რომელსაც ინჰალაციური ეფექტი აქვს. აი, რატომ ატარებენ ამ ქვის სამკაულებს.
გუმფისიც დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ებრძვის უძილობას მხოლოდ 36 გრადუსამდე გათბობის შემდეგ ( ეს სხეულის ტემპერატურაა).
ესეც ხალხური მედიცინა! რა თქმა უნდა, ქარვა ყველა დაავადების პანაცეა არაა, თუმცა, ყოფაცხოვრებაში ნამდვილად ძვირფასი რამაა. თან ლამაზიც. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ ქვისადმი? შეგინიშნავთ მისი გავლენა ჯანმრთელობაზე?