უნდა მოხსნათ თუ არა სოსისებს ცელოფანი მოხარშვამდე

3619

მოდით, ცოტა ხნით მოვწყდეთ მიწიერ საქმეებსა და საზრუნავებს და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ. როგორ მოვხარშოთ სოსისი ისე, რომ მაქსიმალური გემო მივიღოთ? კითხვა ნამდვილად მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა მას პასუხს გავცემთ.

ალბათ, იმით უნდა დავიწყოთ, რომ გემრიელი სოსისის მოსამზადებლად ყველაზე იაფფასიანი პროდუქტი უნდა გამოირიცხოს. როგორც არ უნდა ვცადოთ, ბუზს სპილოდ ვერ ვაქცევთ. თუმცა, სოსისის გემოს გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია. Paparazzi.ge-ის რედაქცია ახლა ამ საკითხს განიხილავს.

როგორ მოვხარშოთ სოსისი

თეორიულად მაინც, სოსისი ხორცის პროდუქტია. შესაბამისად, მასთან ისე ვიმუშავებთ, როგორც ხორცთან.

პირველ რიგში, მას ვაშორებთ გარსს. ეს ძალიან მარტივია. ალბათ, ბანანის გაფრცქვნაზე უფრო მარტივი. ახლა ჩავყრით მას წყალში და მოვხარშავთ. არსებობს ორი ვარიანტი: ცივი და ცხელი წყალი.

ყველამ იცის, რომ კარგი ბულიონი მზადდება იმ ხორცისგან, რომელიც ცივ წყალში ნელ-ნელა თბება. რამდენადაც სოსისიც ხორც-პროდუქტია, ეს პრინციპი მასაც ეხება. რას მივიღებთ? სოსისის ცხიმი წყალში გავა, საბოლოოდ კი აბსოლუტურად უგემურ, გაბერილ ღრუბელს ვიღებთ, არასახარბიელო იერით.

მაშ, მოვათავსოთ გაფრცქვნილი სოსისი მდუღარე წყალში. სიმართლე რომ გითხრათ, არც ამის შედეგია შთამბეჭდავი. შეიძლება, გემოთი პირველ ვარიანტს სჯობდეს, მაგრამ სულ ოდნავ. ისევ გაბერილი ნაკეთობა, რომელიც 5 წუთში რაღაც გაუგებრად იქცევა. შესაბამისად, გამოგვაქვს დასკვნა: არ შეიძლება სოსისის გაფრცქვნა მოხარშვამდე!

თავიდან დავიწყოთ. იმავე ბულიონის ლოგიკით, ხორცს ხანგრძლივი დამუშავება იმიტომ სჭირდება, რომ მისგან გემრიელი წვენი მივიღოთ. ჩვენ კი წვენი არა, ხორცი გვაინტერესებს. მოკლედ, სოსისი მდუღარე წყალში მოათავსეთ.

ცდებმა და შეცდომებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ სოსისს 5-წუთიანი ხარშვა ჰყოფნის. რაც უფრო დიდი ზომისაა იგი, მით უფრო მეტხანს უნდა იხარშოს.

თუ წიგნს “გემრიელი და ჯანსაღი საკვები” მივმართავთ, წავიკითხავთ, რომ არც გარსის დახვრეტაა საჭირო. თუმცა, სამწუხაროდ, ხორც-პროდუქტის თანამედროვე სტანდარტები უარყოფითად შეიცვალა. ამიტომ, ჩანგლით რამდენიმე ნახვრეტის გაკეთება არ აწყენდა.

მარილი, დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები? ამის გაკეთებას აზრი არ აქვს – ცელოფანი სოსისს გემოს შეცვლის საშუალებას არ მისცემს. ნაკეთობას მარილიც საკმარისად აქვს.

მომზადების შემდეგ, სოსისი ფრთხილად, კავებით ან რამე მსგავსით უნდა ამოიღოთ და გაფრცქვნათ. არ იდარდოთ – იგი სპეციალური შემადგენლობითაა მომზადებული და ხარშვის შემდეგაც კი არაა მავნე. სწორედ ამისთვის მოიგონეს ეს გარსი. სოსისი მოუხდება პიურეს, წიწიბურას, მოთუშულ კომბოსტოს, მაკარონს…

შეიძლება თუ არა უმი სოსისის მირთმევა? თუ მოგწონთ – კი. შემადგენლობა მზადაა უმი სოსისის მოსახმარებლად. ზოგი სოსისით სალათებსაც ამზადებს და ეს ჩვეულებრივი ამბავია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს