ჩემი ქმარი სატაცურს ისე გემრიელად ამზადებს, რომ ეს ბოსტნეული ბავშვებსაც შეაყვარა

0
1367

სატაცურის გემრიელად მომზადების გზა ჯერ კიდევ ძველ რომში იყო ცნობილი. ახლა კი რთულია მოდური რესტორნის თანამედროვე საშემოდგომო მენიუს წარმოდგენა ბოსტნეულის დედოფლის გარეშე.

სატაცურის სეზონი (იგივე ასპარაგუსი) საკმაოდ მოკლეა (ნაადრევი აპრილიდან ივნისის ბოლომდე), ამიტომ უნდა იჩქაროთ, რომ ამ შესანიშნავი ბოსტნეულით პირი ჩაიტკბარუნოთ. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ სატაცურის მომზადების ნაცადი რეცეპტების ნაკრებს. მოამზადეთ იგი რაც შეიძლება სწრაფად.

როგორ მოვამზადოთ სატაცური გემრიელად

გამომცხვარი სატაცური – ინგრედიენტები:

  • 500-600 გ სატაცური
  • 100 გ ლორი ან ბეკონი
  • 200 გ ნაღები
  • 50 გ ყველი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოჭერით სატაცურს ღია ფერის მყარი დაბოლოებები. ბოსტნეულის სათლელით გათალეთ სატაცური შუაგულიდან ბოლომდე
  2. ხარშეთ სატაცური 5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ, ამოიღეთ ბოსტნეული წყლიდან, დაალაგეთ ხელსახოცებზე, სითხე რომ შეიწოვოს. წაუსვით საცხობ ფორმას ზეითუნის ზეთი. ლორი ან ბეკონი დაჭერით თხლად.
  3. 3-4 ღერო გაახვიეთ ბეკონში. შეგიძლიათ, 1 ან 2 ნაჭერი ლორი ან ბეკონი აიღოთ, თქვენი გემოვნებით. გახვეული სატაცური მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან მოასხით სქელი ნაღები ან არაჟანი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მოაყარეთ დახეხილი ყველი.
  4. აცხვეთ სატაცური წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

ყველაზე მარტივი რეცეპტი

სატაცურის მომზადების ყველაზე მარტივი საშუალება: ჯერ მოხარშეთ სატაცური (წინასწარ გათლილი, თეთრი ბოლოების გარეშე) მარილიან წყალში 3 წუთით მაინც. ტაფაზე დაადნეთ რამდენიმე ნაჭერი კარაქი, ჩაყარეთ დაკეპილი ნიორი (ან დახეხეთ წვრილად) და დაალაგეთ ტაფაზე სატაცურიც. შეწვით 3 წუთის განმავლობაში, პერიოდულად გადაატრიალეთ.

მზა სატაცურს მოაყარეთ დაფქული პილპილი და დახეხილი ყველი. სულ ესაა, გემრიელად მიირთვით!

სატაცური ძეხვით – ინგრედიენტები:

  • ძეხვი
  • 6 ღერო სატაცური
  • 1 თავი ხახვი
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ძეხვი სასურველ ზომაზე, შეწვის დროს ცხიმი რომ გამოუვიდეს. მოათავსეთ იგი ტაფაზე და წვით ნელ ცეცხლზე მომზადებამდე. დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.
  2. ხახვი გაფცქვენით და მსხვილად დაჭერით. მოათავსეთ იგი ტაფაზე და შეწვით 4 წუთით. პარალელურად, გარეცხეთ სატაცური.
  3. მოაჭერით ბოსტნეულს თეთრი კუდები, ოდნავ გათალეთ ღეროები. მოათავსეთ სატაცური ტაფაზე.
  4. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დაახურეთ თავსახური და თუშეთ 5 წუთით.
  5. ხანდახან შეგიძლიათ ახადოთ და მოურიოთ, გემოები რომ გაერთიანდეს.
  6. როგორც კი სატაცური დარბილდება, გამორთეთ ცეცხლი. მიირთვით ხრაშუნა პურთან ერთად.

რამენი სატაცურით – ინგრედიენტები:

  • კორეული ატრია-რამენი
  • 6 ღერო სატაცური
  • 8-10 ც კრევეტი
  • 3-4 მწყრის კვერცხი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1-2 ც მწვანე ხახვი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დადგით წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე. პარალელურად, ტაფაზე, ზეთზე შეწვით სატაცური და ნიორი 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კრევეტები და შეწვით კიდევ 2-3 წუთით.
  2. მდუღარე წყალში ჩაყარეთ კრევეტები და სატაცური. ხარშეთ 2 წუთით, ჩაყარეთ ატრია, სუნელები და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
  3. მოხარშეთ მწყრის კვერცხიც. მზა კვერცხი გაფრცქვენით და გაჭერით შუაზე.
  4. დაასხით წვნიანი თეფშებში, დაუმატეთ კვერცხი და წვრილად დაჭერით ხახვი. გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოამზადოთ სატაცური გემრიელად. რთულია ისეთი კერძის მოფიქრება, რომელშიც ეს უკიდურესად დიეტური, სასარგებლო პროდუქტი შეუფერებელია. სატაცური ძალიან უხდება შემწვარ კვერცხს საუზმეზე, ავსებს ქათმის ფილეს ან ბეკონს სადილზე. შეუდარებელ გემოს ქმნის თევთან და ყველთან ერთად.

თქვენ რასთან გიყვართ სატაცურის მირთმევა?