ყაბაყის სეზონი უკვე მოვიდა, მე კი მის ხიზილალაზე დავიწყე ფიქრი. ცოტა ხნის წინ შემომხვდა ამ კერძის ბოშური რეცეპტი და გადავწყვიტე, გამომეცადა. შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ ახლა იგი თქვენც უნდა გაგიზიაროთ.
Paparazzi.ge-ის რედაქციისთვის საკვები წმინდა თემაა. რაც შეეხება ყაბაყის ხიზილალას – ვფიქრობთ, რომ იგი ყველამ უნდა გასინჯოს.
ყაბაყის ხიზილალის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 3 კგ ყაბაყი
- 800 გ სტაფილო
- 270 გ ტომატ-პასტა
- 250 გ ზეთი
- 2 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. 9%-იანი ძმარი
- 1 ს.კ. მარილი (გადავსებული)
- 1 ს.კ. პაპრიკა
- 1 ჩ.კ. ცხარე წიწაკა (სურვილისამებრ)
- 1 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
მომზადება
- პირველ რიგში, მოამზადეთ ორი ტაფა, ყველა ინგრედიენტი რომ დაატიოთ. მსხვილად დაჭერით სტაფილო და თუშეთ 10 წუთით მაღალ ცეცხლზე. თითოეულ ტაფაზე დაასხით მომზადებული ზეთის მესამედი, რაც დარჩება, ჩაასხით ქვაბში.
- ასევე მოექეცით ხახვს: დაჭერით მსხვილად და შეწვით ცეცხლზე. თუშეთ ნელ ცეცხლზე არანაკლებ 10 წუთით. ერთ ტაფაზე სტაფილო გაქვთ, მეორეზე კი – ხახვი. ასე პროცესს დააჩქარებთ.
- სანამ სტაფილო და ხახვი ითუშება, დაჭერით ყაბაყიც. ეცადეთ, ახალგაზრდა ბოსტნეული აირჩიოთ, მსხვილი თესლი რომ არ ჰქონდეს. გაჭერით ისინი შუაზე, შემდეგ – კუბებად. რაც უფრო ნაკლები ნაჭერია, მით უფრო სწრაფად მომზდდება ხიზილალა.
- სანამ ყაბაყს ქვაბში ჩაყრით, არ დაგავიწყდეთ ხახვისა და სტაფილოს მორევაც, რომ არ მიიწვას. ხახვი რომ გამჭვირვალდება, სტაფილო კი დარბილდება, ჩაყარეთ ისინიც ქვაბში, დადგით ცეცხლზე და დაახურეთ თავსახური. თუ ქვაბი გაივსო, არაუშავს, თანდათან დაიკლებს.
- ურიეთ მომავალ ხიზილალას, ცეცხლზე იგი 30 წუთით უნდა გააჩეროთ. მანამდე გაასტერილეთ ქილები და გამოხარშეთ თავსახურები, ხიზილალა რომ მოხუფოთ – ასე უფრო დიდხანს რომ შეინახოთ.
- 30 წუთის შემდეგ, დაუმატეთ ტომატ-პასტა. ეცადეთ, არ მოურიოთ მაშინვე, რომ არ მიიწვას. ადუღეთ დაახლოებით 20 წუთით, დაუმატეთ სუნელები და კიდევ რამდენიმე წუთით ხარშეთ.
- შეიარაღდით ხელის ბლენდერით და გამორთეთ ცეცხლი – დროა, ყაბაყი ხიზილალას მდგომარეობამდე ათქვიფოთ. თქვიფეთ 4-5 წუთით, მჭიდრო, ერთიანი კონსისტენცია რომ მიიღოთ. დააბრუნეთ ქვაბი ქურაზე, ძალიან ნელ ცეცხლზე.
- დაუმატეთ ძმარი და ისევ, 10 წუთით შემოდგით ცეცხლზე. ხიზილალა ოდნავ დუღილს რომ დაიწყებს, გამორთეთ ცეცხლი. მალევე გადაასხით კერძი ქილებში, მოხუფეთ და ჩაატრიალეთ. გააჩერეთ ასე დილამდე. შეფუთვა არ სჭირდება.
ყაბაყის უგემრიელესი ხიზილალა მზადაა. დარწმუნებული ვარ, ის თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების გულებს ისევე დაიპყრობს, როგორც ჩემს შემთხვევაში. ამაზე უნივერსალურ გარნირს ვერასდროს მოიფიქრებდით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს