რომელი შეცდომებისთვის აგებენ მშობლები პასუხს მოხუცთა სახლში ცხოვრებით? მარტოხელა დედა, რომელიც ბედის ანაბარა საკუთარმა შვილებმა დატოვეს, გვიმხელს ჭეშმარიტებას, რომელიც სხვებისთვის მაგალითი იქნება, მისი შეცდომა რომ არ გაიმეორონ.
მარტოხელა ცხოვრება
ელიკო ბებო 5 საათი იჯდა ეზოში და ფიქრობდა, სადღაც შორს იყურებოდა. დღეს მისი იუბილეა, სახეზე კი არც სიხარული, არც ამ მოვლენის აღნიშვნის სურვილი…
მან იცოდა, რაც ელოდა: უბრალოდ მორიგი მარტოხელა საღამო და დიეტური ნამცხვარი, რომელიც მედდებმა მოამზადეს. უკვე მესამე წელია, თავის დაბადების დღეს ასე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც იქ ვაჟიშვილმა მიიყვანა.
მეხსიერებაში წარსული ამოუტივტივდა. ის და მისი შვილი სხედან, ჩაის სვამენ, განიხილავენ მასზე ბინის გადაფორმების საკითხს. აი, დოკუმენტებს მოაწერა ხელი და ელოდება, როდის გადავა მისი მზრუნველი ვაჟი თავისი ოჯახით დედასთან საცხოვრებლად.
ესეც კამათი ქალიშვილთან, რომელიც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. “დე, არც იფიქრო! არ იცნობ დიტოს? ბინას როგორც კი მიიღებს, გარეთ მოგისვრის!” – მოგონებებმა მოიცვა ჩვენი ელიკო ბებო, ღაწვებს კი ცხარე ცრემლები ნამავდა იმის გამო, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ქალიშვილი აფრთხილებდა.
ბედის საჩუქარი
საღამოს 6 საათი შესრულდა, ამ დროს მოხუცთა სახლის პერსონალი გეგმურ შემოვლას აწარმოებს. შენობაში დაბრუნების დრო იყო. ელიკო ბებო აუჩქარებლად ავიდა მეორე სართულზე, თავისი პალატის კარი გააღო და გაოცებისგან ლამის გული წაუვიდა! ვიწრო ოთახში მის ნივთებს მისი უმცროსი ქალიშვილი, ლია ალაგებდა, მაგიდაზე კი დედამისის საყვარელი ტიტები ელაგა.
ცრემლებმა ჩვენი გმირის ღაწვები ისევ დაასველა. ამჯერად, ეს ბედნიერების ცრემლები იყო. როცა პირველი მღელვარება ჩაცხრა, გოგონამ დედას აუხსნა, რომ ამდენი წელი მას ეძებდა და ვერ პოულობდა. ძმას ბინა გაუყიდია და საზღვარგარეთ წასულა, თითქმის 3 წელია, მისგან არაფერი სმენია. ჰოდა, დედის ძებნა თვითონ მოუხდა.
თხრობის დასრულების შემდეგ, ლია დივნიდან წამოდგა და გასასვლელისკენ გაეშურა. ელიკო ბებო დაბნეული უყურებდა მის ზურგს. კართან მდგარი გოგო შემობრუნდა და ღიმილით წარმოთქვა: “ჰე ახლა, ადექი, არ მოდიხარ?”
როგორ ფიქრობთ, რამ აიძულა ჩვენი გმირის ვაჟიშვილს დედის მიმართ ასე ცუდად მოქცევა? არსებობს იმედი, რომ ოდესმე ინანებს?