ფანჯრის პლასტმასის რაფების დაზიანება ძალიან მარტივია აგრესიული სარეცხი საშუალებების გამოყენების დროს. როგორ მოვიქცეთ, თუ რაფაზე ლაქები არ იწმინდება? ნებისმიერი სახის ლაქის ამოსაყვანად, უბრალოდ უნდა აირჩიოთ ის საშუალება, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად შეგეფერებათ.
ფანჯრის რაფის წმენდა
ქოთნების ყვითელი ლაქების მოშორება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ფანჯრის რაფის გამოცვლა აუცილებელი არაა. გახსოვდეთ, რომ რაფები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საშუალება მათ საწმენდად არ გამოდგება. თეთრ რაფებზე ლაქების წარმოქმნა თავიდან რომ აიცილონ, ბევრი მას ცელოფანს ან რამე სხვას აფენს.
უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ქუჩიდან შემოსული მტვერი არსად მიდის და ყველაზე რთულად მისაწვდომ ჭრილებში გროვდება. როგორც არ უნდა იყოს, სველი ქსოვილით ფანჯრის რაფა ლამის ყოველდღე უნდა წმინდოთ, რთულად მოსაწმენდი ჭუჭყის ფენა რომ არ დაგროვდეს. და მაინც, ლაქების ბუნება იმდენად განსხვავდება, რომ დიასახლისებს უწესრიგობაში ვერ დავდებთ ბრალს. უბრალოდ, რამდენიმე ნაცად საშუალებას უნდა იცნობდეთ, რომლებიც ჭუჭყს გაუმკლავდება.
სარეცხი საპონი
ის, რაც ცოდვებსაც კი წმენდს. ლაქების ამოსაყვანად და რეცხვისთვის უკეთესი საშუალება არ მოუგონიათ. აგრეთვე, იგი უსაფრთხოა, თანამედროვე საყოფაცხოვრებო ქიმიისგან განსხვავებით. ეფექტის გასაძლიერებლად და რაფის გასათეთრებლად, დაუმატეთ დახეხილ საპონს კბილის პასტაც. წაუსვით ფაფა ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით რაფას და მოაშორეთ ლაქები. ძველ ლაქებზე შეგიძლიათ საწმენდი ფაფა 10 წუთით გააჩეროთ, შემდეგ კი ყველაფერი სველი ჩვრით გადაწმინდოთ.
სარეცხი ფხვნილი
წაუსვით ფანჯრის რაფას 1 ჩ.კ. სარეცხი ფხვნილი და ააქაფეთ ღრუბლით. ჯერ წაუსვით ფხვნილი ლაქას, შემდეგ ჩამორეცხეთ მთელი რაფა. წმენდის შემდეგ, რამდენჯერმე გაამშრალეთ რაფა ქსოვილით და გაანიავეთ ოთახი. არ ხეხოთ რაფა მყარი ჯაგრისებით – ისინი პლასტმასის საფრის ზედა ფენას დააზიანებს და რაფას გააფუჭებს. ამავე მიზეზით არ შეიძლება სპირტის შემცველი საშუალებების გამოყენება.
მელამინის ღრუბელი
დაასველეთ ღრუბლის წვერი და საშლელივით გადაატარეთ იგი ჭუჭყს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ღრუბელი აშორებს ლაქებს, თუმცა, ხანდახან ტოვებს ნაწიბურებს, შეიძლება დაზიანდეს პლასტმასიც და ვერც ყველა ლაქას უმკლავდება. გარდა ამისა, ეს საშუალება არ ითვლება ადამიანისთვის უსაფრთხოდ. ღრუბელთან აუცილებლად ხელთათმნით უნდა იმუშაოთ.
ფანჯრის საწმენდი საშუალებები
არსებობს პლასტმასის საწმენდი სპეციალური საშუალებები, თუმცა, რატომ უნდა დაიხარჯოთ, როცა ლაქების მოშორება ფანჯრის საწმენდი საშუალებითაც შეიძლება. ვიღაც იყენებს ავტომობილის საწმენდ ქიმიას, ვიღაც ფანჯარას ვინილის აბაზანის საწმენდით წმენდს. თქვენ კი სცადეთ რაფის წმენდა შუშის საწმენდი საშუალებით და ნახავთ, რომ მას შეუძლია მელნის, ფლომასტერისა და ქოთნის ლაქების მოშორებაც კი.
არაა სასურველი რაფების წმენდა “ბელიზნათი” ან სპირტით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სოდისა და ძმრის თანაბარი რაოდენობის გამოყენება. ამასთან, ასეთი საშუალება კარგად შლის ცხიმებს და აპროალებს ზედაპირს. თქვენ როგორ აშორებთ ლაქებს ფანჯრის რაფებს?