სასარგებლო საშუალება მთელი ორგანიზმისთვის. თევზის ცხიმი – ნატურალური პროდუქტი სხეულის ჯანმრთელობის და ახალგაზრდობისთვის

250

თევზის ცხიმის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არის ცნობილი. საბჭოთა კავშირის დროს მას ბავშვებს, ხანდაზმულებს, მამაკაცებს და ქალებს აძლევდნენ. ამ ზეთოვან სითხეს უსიამოვნო და სპეციფიკური გემო ჰქონდა. ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით თევზის ცხიმი კაფსულებში გამოდის. გემოზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ და მისი სამკურნალო თვისებები ჯანმრთელობის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

დღეს „პაპარაცი“ თევზის ცხიმის სასარგებლო თვისებებისა და უკუჩვენებების შესახებ გიამბობთ.

თევზის ცხიმის შემადგენლობა

თევზის ცხიმი ცხოველური წარმოშობის სამედიცინო საშუალებაა, რომელიც D და A ვიტამინების ჯგუფით მდიდარია. (ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც ნატურალური პროდუქტისგან მიიღება). პრეპარატის უნიკალური შემადგენლობა ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს და მინერალებს (იოდი, გოგირდი, ფოსფორი, ბრომი) შეიცავს. საუკეთესო თევზის ცხიმს ზღვის თევზის ცხიმისგან იღებენ, როგორიცაა სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი, ვირთევზა.

კაფსულებში ცხიმის გამოყენება ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან მისი სპეციფიკური არომატი და გემო არ იგრძნობა. სხვადასხვა წარმოების თევზის ცხიმს ნებისმიერ აფთიაქში იპოვით. პრეპარატი თეთრი, ყვითელი და ყავისფერი ფერის გვხვდება, თუმცა სამედიცინო მიზნით თეთრი ფერის თევზის ცხიმი გამოიყენება, რომელიც ორგანიზმს უფრო დეტალურად წმენდს.

თევზის ცხიმის თვისებები:

  • ცხიმში შემავალი A ვიტამინის და რეტინოლის წყალობით პრეპარატი მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს, კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს. იმუნიტეტს აძლიერებს, ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს.
  • D ვიტამინის მდიდარი შემცველობა ბავშვებში ჩონჩხის სწორ ჩამოყალიბებას და ხანდაზმულებში ძვლების გამყარებას ხელს უწყობს. გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების მუშაობას აუმჯობესებს.
  • ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. უძილობას ებრძვის და მეხსიერებას აუმჯობესებს.
  • ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, რაც აუცილებლად გაახარებთ მათ, ვინც წონას ყურადღებას აქცევს.

თევზის ცხიმის სისტემური გამოყენება თმის ცვენას შეაფერხებს, კანის მდგომარეობას გააუმჯობესებს, ფრჩხილებს უფრო ჯანსაღს და ძლიერს გახდის.

როდის არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება

ხშირი რესპირატორული დაავადება, მხედველობის შემცირება, კანის სტრუქტურის და ძვლების დარღვევა, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები;

  • თრომბოზის, ათეროსკლეროზის და მათთან დაკავშირებული გართულებების პროფილაქტიკა;
  • ზრდასრულებში ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ქოლესტერინის და სხვა ცხიმების ცვლის დარღვევა;
  • ალცჰაიმერის დაავადებისგან დაცვა;
  • თვალის დაავადება;
  • ძვლების დაზიანება და მოტეხილობა;
  • კანის პრობლემები, გამონაყარი, თმის სიმშრალე და გამელოტება;

ვინ უნდა მიიღოს პრეპარატი

პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი უნდა მიიღოს ზრდასრულებმა, ბავშვებმა, მოზარდებმა, სპორტსმენებმა, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც სიმსუქნე აწუხებთ.

ვისთვის არ შეიძლება თევზის ცხიმის მიღება

როგორც ნებისმიერ სააფთიაქო საშუალებას, თევზის ცხიმს უკუჩვენება გააჩნია. მისი მიღება არ ღირს:

  • ამ საშუალებაზე ალერგიის დროს
  • აქტიური ფორმის ტუბერკულოზის დროს
  • თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებებისას
  • კალციუმისა და D, A ვიტამინების ჭარბი რაოდენობისას

სხვა შემთხვევაში თევზის ცხიმი უსაფრთხო პროდუქტად ითვლება. მისი მიღება რეკომენდებულია მომავალი დედებისთვის, თუმცა გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად უნდა გაიაროთ, რომელიც სწორ დოზას დაგინიშნავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს