რძალს ლამაზი კაბა ვუყიდე, მან კი იგი ნაგვის ურნაზე დაკიდა

0
1617

უმეტესად, ადამიანები ფიქრობენ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ყოველთვის სწორია. თავში აზრადაც არ გაუვლით აზრი იმის შესახებ, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება სხვებისთვის იყოს არასწორი. და, როცა სხვები უეცრად სწორედ ამას მიგვახვედრებენ, გვწყინს. რატომ ასე? მე ხომ კარგი განზრახვა მქონა! უშნო კაბა – აი, ესაა ჩვენი ისტორიის სიმბოლო.

ჩვეულებრივ, ჩვენ ერთი ადამიანის მონაყოლს ვწერთ, რაც წინასწარგანწყობილი დასკვნის გამოტანისკენ გვიბიძგებს. თუმცა, ამჯერად ჩვენ ორი აზრი გვაქვს. Paparazzi.ge-ის რედაქცია ფქრობს, რომ ასე საკითხში უკეთ გავერკვევით და დასკვნებსაც გამოვიტანთ. საინტერესოა, თქვენ ვის მხარეს დაიჭერთ.

უშნო კაბა

ჩვენს ისტორიაში ორი ქალია: დედამთილი და რძალი. როგორც ხშირად ხდება, უთანხმოება აქვთ. რომელი ცდილობს საბნის მეტად გადაწევას თავის მხარეს, ამაში ახლავე გავერკვევით.

ანდერძი 

“არ დამეზარა, ნოტარიუსთან წავედი და ანდერძი დავწერე. არ იფიქროთ, რომ ყველაფერი ორად გავყავი. პატარას თითქმის ყველაფერი დავუტოვე. უფროსმა კი იმაზე იფიქროს, რატომ მოიყვანა ცოლად ის გოგო. მათ ჩემგან 1 თეთრიც არ დაუმსახურებიათ. აი, უმცროს ვაჟს შესანიშნავი ცოლი ჰყავს. ეს კი სულ თავის კლანჭებს მაჩვენებს.

უკვე რამდენი წელია ერთად არიან, მაგრამ დღემდე არ მესმის, რატომ არ ვუყვარვარ. მისთვის ცუდი არასდროს არაფერი მითქვამს, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი მისთვის მხარდაჭერას. თავიდან რაღაცას მოვამზადებდი, მივუტანდი, ის კი ცხვირს იბზუებდა, ამას არ ვჭამთო. როგორ არ ჭამენ, ჩემი შვილი ხომ მთელი ცხოვრება ამას ჭამდა.

მოკლედ, ასეთი ურთიერთობა გვაქვს. ამას არ ვუყურებთ, ეს არ გვაინტერესებს, ის არ გვიყვარს. არ ვიცი, პრინცესაა? უმცროსის ცოლი კი სხვანაირია – მადლობას იტყვის, შვილებს სიამოვნებით მიტოვებს, კატლეტების გაკეთება ვასწავლე, ახლა უკეთ გამოსდის. სულ იღიმის, დედას მეძახის. ძალიან აღზრდილი გოგოა!

ჰოდა, გადავწყვიტე, იქნებ მართლა რამე შემეშალა-მეთქი და უფროს რძალს ლამაზი კაბა ვუყიდე, ძვირი ღირდა, სხვათა შორის. უპრობლემოდ მიიღო. რამდენიმე დღეში კი ვხედავ, რომ ნაგვის ურნაზე ნაცნობი შეფუთვაა დაკიდული. ახლოს მივედი, ჩავიხედე და ნაჩუქარ კაბას არ ვხედავ? ამიტომაც, ყველაფერი უმცროსს. უფროსმა კი იფიქროს, სად იპოვა ეს ქალი.”

“ჩვენ ვიცით, რომ დედამთილმა მემკვიდრეობა ჩემს მაზლს დაუტოვა. რას ვიზამთ, ეს მისი არჩევანია, არავინ უსაყვედურებს მას ამის გამო. რახან ასე გადაწყვიტა, დაე, ასეც იყოს. უმცროსი შვილი მისი ფავორიტია. საჩუქრებსაც ყოველთვის ძვირადღირებულს ჩუქნის, მე კი კაბა მომიტანა. უმცროსი რძალი ეშმაკი ჰყავს, მის გრძნობებზე თამაშობს, მე ასეთი არ ვარ, მითუმეტეს, როცა უსამართლობას ვგრძნობ.

არ მინდა იმის თქმა, რომ ცუდია ან რამე მსგავსი. უბრალოდ, თავისებურია და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თვითონ იტყვის. თავიდან რამდენჯერმე ისე გადამეკიდა, თავი ძლივს შევიკავე. მესმის, რომ დედაა, ზრუნავს და ა.შ. მაგრამ მეც მყავს მშობლები, რომლებიც არ თვლიან საჭიროდ რამის მითითებასა და კარნახს.

კაბას რაც შეეხება – უბრალოდ გენახათ, როგორი უშნო იყო. არ ვიცი, საიდან მომიტანა, იქნებ, მისი ძველმანია ან იყიდა კიდევაც. უგემოვნო, ულამაზო იყო. როგორ იფიქრა, რომ ჩავიცვამდი? მოკლედ, მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ ასეთი კაბის ჩუქება უბრალოდ სირცხვილია. ნაგვის ურნასთან დავკიდე, იქნებ ვინმე წაიღებს-მეთქი, მაგრამ, როგორც მიხვდით, გაჭირვებულსაც არ მოუნდა მისი აღება.

დედამთილი მოვიდა და დაინახა. ისტერიკა მოაწყო. მისთვის არაფერი ამიხსნია. რა თქმა უნდა, მეტი პატივისცემის გამოჩენა შემეძლო, მაგრამ მე არ მაქვს ამის უნარი. ქმარი მშვიდად ეკიდება ამ ყველაფერს, მხარს მიჭერს. არაუშავს, გადავიტანთ. როგორც უკვე ვთქვი, მეც მყავს მშობლები. მაგრამ, დავუშვათ, მე ამის გამო ვძულვარ, მისი შვილი რაღა შუაშია? ახლა ამ კაბის გამო მას უკიტინებს.”

რედაქციისგან

ერთი მხრივ, რძლის მესმის. როგორც არ უნდა იყოს, ოჯახი საკუთარი წესდება, საკუთარი ცხოვრებაა. უახლოეს ნათესავებსაც კი არ აქვთ მასში ცხვირის ჩაყოფის უფლება. თუ, რა თქმა უნდა, ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. მეორე მხრივ, დედამთილისაც მესმის – ასეთია, რა ქნას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინაა მართალი? თქვენი აზრით, ვინ იქცევა უსამართლოდ?