სახლის პირობებში ქათმის მომზადება ნამდვილი ხელოვნებაა. თითოეული დიასახლისი მას ისე ამზადებს, როგორც მოსწონს. ზოგი ხორცს სოიოს სოუსში ალბობს, შემდეგ წვავს ან აცხობს. ზოგი ხარშავს და ისე მიირთმევს. როცა საუბარი ქათმის გემრიელ კერძზეა, უნდა გახსოვდეთ ის შეცდომები, რომლებიც წვნიან ხორცს ისეთ რამედ აქცევს, ხორცს რომ ვეღარ ვუწოდებთ.
ქათმის მომზადება საკუთარ სამზარეულოში
- ცივი ტაფა – გინდათ, კერძი გააფუჭოთ? მოათავსეთ ქათამი შესაწვავად ცივ ტაფაზე. მაშინ ხორცი აუცილებლად გამოვა მშრალი და ტაფასაც მიეკრობა. მადისაღმძვრელი, ოქროსფერქერქიანი ქათამი რომ მიიღოთ, შიგნით კი წვნიანი და რბილი ხორცი დაგხვდეთ, ტაფა და ზეთი კარგად გაახურეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ხორცის შეწვა.
- გემრიელი ბულიონი – ბულიონი სასარგებლოც რომ გამოვიდეს და გემრიელიც, იგი აუცილებლად უნდა მოხარშოთ სახლის ფრინველისგან. ნაყიდი ხორცი ამისთვის არ გამოდგება. მხოლოდ ღმერთმა იცის, რით ბერავენ ხორცებს მეფრინველეობის ფერმებში. ამიტომ, აუცილებლად გადაღვარეთ პირველი ბულიონი. ჯერ ერთი, ასე ყველა მავნე ბაქტერიას მოიშორებთ, რაც ხორცში იყო, და არ დაგავიწყდეთ, რომ კანი ქათმის ყველაზე მავნე ნაწილია. მეორეც, თუ პირველ ნახარშს არ გადაწურავთ, მღვრიე ბულიონს მიიღებთ. ამიტომ, პირველი ბულიონის ადუღებისთანავე გადაღვარეთ წყალი, გაავსეთ ქვაბში სუფთა წყალი და ხარშეთ ქათამი.
- მზაობის შემოწმება – საქონლის ხორცისგან განსხვავებით, ქათამი ისე უნდა მომზადდეს, რომ ცუდად მომზადებული კერძისგან დაავადება არ გადაგედოთ. მარტივად რომ ვთქვათ, სჯობს ხორცი ტაფაზე უფრო დიდხანს გააჩეროთ, ვიდრე შემდეგ პალატაში აღმოჩნდეთ.
- ცხელი წყალი – კულინარიულ საიტებზე წერენ ხოლმე, რომ წყალი ჯერ უნდა აადუღოთ, ქათმის მკერდი მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსოთ მასში და 40 წუთით ხარშოთ. ეს არასწორია. ხორცი მხოლოდ ცივ წყალში უნდა მოთავსდეს, თანდათან რომ გაცხელდეს, თორემ ხორცს ვერ დაღეჭავთ.
- ხელახლა გაყინვა – ახალგაზრდა დიასახლისების საშინელი შეცდომა. პირველი გალღობის შემდეგ, თანაც, თუ ქათამი არასწორად იყო გაყინული, იგი კარგავს გემოვნურ თვისებებს. მეორე გაყინვის შემდეგ, ქათმის ჭამა აღარ მოგინდებათ. თუ ხორცს წინასწარ იმარაგებთ, დაყავით ნედლი ქათამი და გაყინეთ ცალკე შეფუთულ ულუფებად, რომლებსაც შემდეგ საჭიროებისამებრ გაალღობთ.
ქათამი ცილის კარგი წყაროა. მთავარია, მისი მომზადება შეგეძლოთ. გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი რეცეპტი ამ ხორცით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს