უპრეტენზიო, ყინვაგამძლე, თავშეკავებულად ელეგანტური და საოცრად მრავალფეროვანი ჰოსტა (ფუნკია) სამართლიანად უყვართ მებაღეებს. საყვავილე ნაკვეთზე დარგული ჰოსტა აუცილებლად ნიშნავს ყვავილოვანი კომპოზიციებისა და მასიური დეკორატიული მცენარეების მკვეთრ კონტრასტს.
ამ მცენარის გამოყენება ცოცხალ ფონად, მრავალფენოვანი ყვავილოვანი ბარიკადებისა და ინგლისური ბორცვების შესაქმნელად შეიძლება. ჰოსტა მოდურად ამშვენებს ასტილბასა და შროშნების მაღალ ყვავილებს, გეიხერას ან ჩრდილმოყვარე გვიმრების მსხვილ ფოთლებს.
როგორ მოვუაროთ ჰოსტას
ჰოსტას სამშობლო იაპონიაა, სადაც იგი ტენიან, ჩრდილიან ტყეებში და ჩანჩქერების სანაპიროზე იზრდება. ამ მრავალწლიანი მცენარის ჯიშს ავსტრიელი ბოტანიკოსის, ნიკოლაუს ჰოსტას სახელი ეწოდა.
ამ ჯიშის ყველა წარმომადგენელს საკმაოდ დიდი ზომის ფოთლები აქვს, რომლებიც თავს ფესვთან ახლოს იყრის, და გამოირჩევა მაღალი ყვავილებით, იისფერი, იასამნისფერი ან ვარდისფერი ფერებით. დღეისათვის, ჰოსტას 600-მდე სახეობაა ცნობილი, ისინი კი ერთმანეთისგან ზომით, ფორმით, ყვავილებისა და ფოთლების ფერებით განსხვავდება.
ჰოსტას სახეობები
ეს მცენარე ძალიან უხდება ბაღის საყვავილეებს, თუმცა, თითოეულ სახეობას გამორჩეული თავისებურებები აქვს, რომლებიც მათ საერთო ფონიდან გამოარჩევს. ამიტომ, ჩვენ ყველაზე ლამაზ, გავრცელებულ და უჩვეულო მრავალფეროვნებებს გაგაცნობთ.
მაგალითად, ლამაზმანი Autumn Frost-ი გამოირჩევა დიდი ზომის გულისებრი ფოთლბითა და ფართო ყვითელი არშიით, რომელიც სეზონის ბოლომდე კრემისფრამდე ღიავდება.
მზისფერი Paradise Island-ი გაზაფხულზე გაგაოცებთ ნეონური ყვითელი ფოთლებითა და თხელი, სალათისფერი არშიით, რომელიც ზაფხულის ბოლოს ღია მწვანეთი იცვლება.
მკვეთრი Christmas Candy გამოირჩევა ფოთლების თეთრი ან ღია ყვითელი შუაგულით, რომელიც მთელი სეზონი ინარჩუნებს ფერს, თუმცა, მზიანი დღეების შემთხვევაში, მოწითალო ფერსაც შეიძენს.
დაუჯერებელი Golden Meadows-ი უბრალოდ გვაოცებს თავისი დიდი, ნაოჭებიანი ფოთლების ზომით და დიდებულად ამშვენებს ბაღს, როგორც მარტო, ისე ჯგუფშიც.
ეფექტური ჰოსტა “თეთრი ბუმბული” გვაოცებს ჰაეროვანი, ნაღებისფერ-თეთრი ფოთლებით, რომლებიც ველური ყვავილის ფურცლებს გვახსენებს.
შეცდომები ჰოსტას მოვლისას
- მორყვა
ჰოსტას, ხშირად, ზარმაცების მცენარეს უწოდებენ. თუმცა, ამ მრავალწლიან ლამაზმანს თავისებური მოვლა სჭირდება. ხოლო, თუ ჩრდილიანი ბაღის დედოფალს კომფორტული პირობებით ვერ უზრუნველყოფთ, მის კარგ ზრდასა და განვითარებას ტყუილად არ ელოდოთ.
ტენიანი ტყეების მკიდრი უხვ რწყვას მოითხოვს და ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს. ხშირად, გამოუცდელი მებაღეები მას ფოთლებიანად რწყავენ. ამ შემთხვევაში, წყალი ქვედა ფოთლებზეც ჩადის, ფესვებთან კი ნიადაგი მშრალი რჩება.
კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ სითხე ფოთლების შეკრების ადგილას კავდება და იწვევს ლპობას, დაავადებების განვითარებას, იზიდავს ჰოსტას მთავარ მტრებს – ლოქორებსა და ლოკოკინებს. ზედაპირული მორწყვა ფესვებსაც ვნებს: ძლიერ ვითარდება წვრილი, ზედაპირული ფესვები, მნიშვნელოვანი, ღრმა ნაწილები კი განვითარებაში ჩამორჩება.
- სასუქი
დიდებული ბუჩქები ხორციანი ფოთლებით თვალს რომ ახარებდეს, მხოლოდ მორწყვა არაა საჭირო. აუცილებელია რეგულარული სასუქი, რომლის მიმართ ეს მრავალწლიანი დეკორაცია საკმაოდ მგრძნობიარეა.
ზრდასრული მცენარის ფესვთა სისტემა მუდმივად იზრდება მოცულობაში და ზედაპირზეც შეიძლება ამოვიდეს. ჰოსტას ფესვების ნიადაგში შენარჩუნებასა და, ამავდროულად, განოყიერებაში, დაგეხმარებათ გადამწიფებული ნაკელი, კომპოსტი და ტორფი.
გირჩევთ, მულჩირება სეზონში ორჯერ ჩაატაროთ: გაზაფხულისა და შემოდგომის დასაწყისში, ფოთლების წარმოქმნის შემდეგ. მინერალური სასუქი სეზონზე 2-3-ჯერ უნდა გამოიყენოთ. ამ დროს კარგია სპეციალური თხევადი სასუქები (Bona Forte, Fertika leafpower).
- ზამთრისთვის მზადება
შეცდომა იქნება შემოდგომის ბოლოს ჰოსტას ფოთლების არმოჭრა. თანაც, სასურველია, ეს გადაუდებლად გააკეთოთ, სტაბილური სიცივეების დადგომამდე. ასე მცენარეს ლოქორების, ლოკოკინებისა და მუხლუხოებისგან დაიცავთ.
გასხლვის შემდეგ, გააფხვიერეთ ნიადაგი ბუჩქის გარშემო, ზედაპირიდან ლოქორების კვერცხები რომ გაანადგუროთ. დამატებით, მოაყარეთ ზედაპირს ინსექტიციდის გრანულები (მეთალდეჰიდი). იგი გაუმკლავდება გადარჩენილ მავნებლებს.
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გაზარდოთ დიდებული ჰოტა საკუთარ ბაღში. თქვენ გაქვთ ამ მცენარესთან დაკავშირებული საინტერესო რჩევები? გაგვიზიარეთ გამოცდილება!