ალუბალი ლამაზად აყვავდა, ნაყოფი კი არ მოისხა. რატომ მოხდა ასე?

343

ბევრი მიწათმოქმედი შეხვედრია მსგავს პრობლემას: გაზაფხულობით ალუბალი უხვად ყვავის, კენკრას კი არ ისხამს. გასაგებია, რომ უნაყოფო წლებიც არსებობს. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ მსგავსი უსიამოვნება მუდმივად მეორდება. ამ სტატიაში Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რატომ არ ისხამს ნაყოფს ალუბალი, რომელიც აქტიურად ყვაოდა, და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა.

რატომ არ მსხმოიარობს ალუბალი

ალუბლის ნაყოფიერება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული – დაწყებული ხის დარგვის ადგილით, დასრულებული დაავადებებით. მოდით, ერთად გადავხედოთ მოუსავლიანობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს.

არასწორ ადგილას დარგვა

ხეხილს ძალიან უყვარს მზის სხივები. ამიტომ, ალუბალი არა ჩრდილში, არამედ კარგად განათებულ ნაკვეთზე უნდა დარგოთ. საქმე ისაა, რომ ამ კულტურას სჭირდება ნახშირწყლები, რომელსაც ფოტოსინთეზის პროცესში გამოყოფს. ანუ, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.

ნიადაგის მჟავიანობა

ალუბალს არ უყვარს მჟავე ნიადაგი. ასეთ მიწაზე ხე დაავადდება და ნელა განვითარდება. ნიადაგის მჟავიანობის განსაზღვრა შესაძლებელია рН-მეტრის, ლაკმუსის ქაღალდის ან ძმეის გამოყენებით. გატუტოვნებისთვის გამოდგება კირის ფქვილი, რომელიც ღეროს გარშემო წრეზე უნდა დაყაროთ. ამასთან, ნუ გამოიყენებთ სასუქად თხევადი მინერალების დიდ რაოდენობას.

შეუფერებელი მეზობლები

რახ შეეხება მეზობელ მცენარეებს – ალუბალი ამ საკითხში ძალიან პრეტენზიულია. თუ გვერდით ვაშლის, ცხარტყავას ან წიწვოვანი ხე დგას, სასურველ მოსავალს ვერ მოესწრებით. გარდა ამისა, არ გირჩევთ ალუბალთან ტიტების, ნარცისების, ზამბახებისა და იაჟუჟუნას დარგვასაც. აი, ყურძენი, კოწახური და ძახველი ალუბლის საუკეთესო მეზობლებია. ამ საქმეში გამოდგება ჟოლო და მარწყვი, იასამანი, ჟასმინი, ვარდები და ფურისულა.

ცუდი დამტვერიანება

აყვავებული ალუბლის უნაყოფობის მიზეზი შეიძლება არასწორი დამტვერიანება გახდეს. ალუბლის სახეობების უმეტესობა თვითუნაყოფოა, ამიტომ, აუცილებელია ახლომახლო სხვა სახეობის თუნდაც 1 ხის ყოფნა. აირჩიეთ სახეობები, რომლებიც ერთმანეთს კარგად ამტვერიანებენ.

ზოგიერთი გამოუცდელი მიწათმოქმედი ალუბალს შაქრიან წყალს ასხამს, დამმტვერიანებელი მწერების მოზიდვის მიზნით. თუმდცა, ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურია და შეიძლება ავნოს კიდევაც ხეს. ტკბილი წყალი, ხშირად, არასასურველ სტუმრებს – ჭიანჭველებსა და ბუგრებს იზიდავს.

დაავადებები

ხემ კენკრა შეიძლება არ მოისხას ისეთი დაავადებების გამო, როგორებიცაა მონილიოზი და კოკომიკოზი. პირველის შემთხვევაში, ფოთლები დამწვარი გეგონებათ, კვირტები ხმება. მონილოზი, ჩვეულებრივ, ყვავილობის პერიოდში ჭარბი ტენიანობის შედეგია. მეორე დაავადების შემთხვევაი, ფოთლებზე წითელი ლაქები ჩნდება. ისინი თანდათან იკრუნჩხება და ცვივა.

მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხე დროულად უნდა გამოხშიროთ, გააახალგაზრდაოთ. არ შეიძლება ალუბლის მექანიკური დაზიანება. საჭიროა სასუქიც. ადრეულ გაზაფხულზე აუცილებლად მოაშორეთ ხეს გამხმარი და დაზიანებული ტოტები, გაანადგურეთ მავნებლების ბუდეები.

არასწორი გასხლვა

ალუბალი საკმაოდ ნაზი ხეა, ამიტომ, ზოგიერთი მიწათმოქმედი გვირჩევს, ხე მხოლოდ 20 წლის ასაკში გავსხლათ. ეს იმიტომ, რომ გადაჭრის ადგილები ძალიან დიდხანს ხორცდება. მარტივია ინფექციის შეჭრა. თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, პრობლემები არ უნდა გაჩნდეს. სწორი გასხლვის შემდეგ, ხე უკეთ მოისხამს ნაყოფს.

კვირტების მოყინვა

გაზაფხულისა და შემოდგომის ყინვებსაც შეუძლია ხის ნაყოფის გაქრობა. თუ ალუბლის ყვავილობის პერიოდში სიცივეა მოსალოდნელი, ხე უნდა მორწყოთ და შეფუთოთ. გვიან შემოდგომაზე შეგიძლიათ რწყვა შეწყვიტოთ და გამორიცხოთ აზოტის სასუქები.

როგორც ხედავთ, ალუბლის ნაყოფიერების პროცესზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. თუ ბაღზე ბეჯითად იზრუნებთ და დროულად განსაზღვრავთ უნაყოფობის მიზეზს, შესაფერის ზომებს მიიღებთ და შედეგიც მალე იქნება.

თქვენ როგორ უვლით ალუბლის ხეს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს